რა ხდება მაშინ, როცა ფრენისას თვითმფრინავის ყველა ძრავი ითიშება?

უსაფრთოების მიზნით, ფრენის წინ ნებისმიერი თვითმფრინავი გადის შემოწმებას, განსაკუთრებით კი ისინი  , რომლებიც შორ მანძილზე ან ოკეანეების თავზე დაფრინავენ. შემოწმებას გადის ასევე, თვითმფრინავის ძრავიც, თანაც არაერთხელ.

თვითმფრინავის ძრავის ტესტირება ხდება:

  • ძრავის წარმოების პროცესში;
  • ძრავის თვითმფრინავზე ინსტალაციის პროცესში;
  • თვითმფრინავის შემოწმების, შეკეთების და ინსპექტირების დროს.

ძრავის წარმოების პროცესში შემოწმება ხდება ყინვაზე,  სხვადასხვა ნივთიერებებზე, ქვიშაზე, მტვერზე, წყლის დიდ რაოდენობაზე. თვითმფრინავების ძრავების განვითარების და ტესტირების პროგრამა, რამდენიმე წელი გრძელდება.

არაერთ შემოწმებას გადის თვითმფრინავის ძრავი ინსტალაციის შემდეგაც.

მიუხედავად ამისა, ძრავის დაზიანების ინციდენტებიც ფიქსირდება. ამგვარი ავიაშემთხვევების მიზეზი სხვადასხვაა და იშვიათად ხდება, თუმცა ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია ფრენების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ბევრს აინტერესებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის ძრავი ფრენის პროცესში გაითიშა?

თვითმფრინავს ფრენა ერთი ძრავით თავისუფლად შეუძლია.  მაგალითად, Boeing Dreamliner სერტიფიცირებულია ETOPS-330-ით, რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთი ძრავით ფრენა 330 წუთის განმავლობაში შეუძლია.

მართალია, ასეთი შემთხვევბი ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა არსებობს ინციდენტები, როდესაც თვითმფრინავს ყველა ძრავი ეთიშება. მაგრამ, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ თვითმფრინავი თავისუფალ ვარდნას დაიწყებს.  მას აქვს დრო, (დაახლოებით 20-30 წუთი), რათა განახორციელოს  საავარიო დაშვება.

მაგალითად, 2001 წელს, Air Transit-ის თვითმფრინავს, რომელსაც 293 მგზავრი და 13 ეკიპაჟის წევრი გადაყავდა, ატლანტიკის ოკეანის თავზე ძრავები სრულიად გაეთიშა. მიუხედავად ამისა, ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა, გადარჩა, რამდგან თვითმფრინავმა ძრავების გათიშვის შემდეგ კიდევ 120 კმ იფრინა და მიაღწია ასაფრენ ზოლს აზორის კუნძულებზე.

2009 წელს შეერთებული შტატების ავიახაზების თვითმფრინავს აფრენიდან მოკლე დროში ორივე ძრავი გაეთიშა ფრინველებთან შეჯახების გამო. თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე, დასახლებული ტერიტორიის თავზე მიფრინავდა და პილოტს მანიპულირების საშუალება არ ჰქონდა. ამგვარ კრიტიკულ სიტუაციაში მფრინავმა მდინარე ჰადსონზე დასვა თვითმრინავი და ბორტზე მყოფი 155-ივე ადამიანი გადაარჩინა.

რა თქმა უნდა, თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ფრენის მანძილი და ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძრავების გათიშვის შემთხვევაში სამგზავრო კომერციულ თვითმფრინავებს, დაახლოებითკიდევ 20-30 წუთის განმავლობაში 150-ზე მეტი კილომეტრი შეუძლიათ დაფარონ, რაც ძირითადად, საკმარისია საავარიო  დაშვების განსახორციელებლად. ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ თვითმფრინავი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია მსოფლიოში.

რატომ იყენებენ მფრინავები საგანგებო სიტუაციებში სიტყვა “Mayday”-ს?

ტერმინი “May Day”, რაც დღესდღეობით სიცოცხლისთვის საშიში, საგანგებო სიტუაციის არსებობის სიგნალს წარმოადგენს, 1923 წელს ფრედერიკ სტენლი მოკფორდმა  მოიფიქრა. უფროს რადიო ოფიცერს,  სთხოვეს მოეფიქრებინა ერთი სიტყვა, რომელიც ადვილი გასაგები იქნებოდა მფრინავებისა და ავიამეთვალყურეებისათვის საგანგებო სიტუაციებში.

ცხადია, რომ ინგლისური სიტყვა “help” (დამეხმარე) არ იქნებოდა კარგი არჩევანი, რადგან ის შეიძლება გამოყენებული იქნეს ფრენის დროს ნორმალურ სიტუაციაშიც, როდესაც არავითარი საფრთხე არ არსებობს.

იმ დროსათვის, როცა მოკფორდს დახმარება სთხოვეს, რეისი ლონდონიდან პარიზის მიმართულებით სრულდებოდა. გამაფრთხილებელი სიგნალი რადიო ოფიცერმა ფარგული სიტყვიდან “m’aider” (დამეხმარე) მოიფიქრა და სრულიად უნიკალური სიტყვა “MAYDAY” უწოდა.

MAYDAY

1927 წელს ვოშინგტონის საერთაშორისო რადიო ტელეგრაფის კონვენციამ სიტყვა “Mayday” გამოაცხადა ოფიციალურ გამაფრთხილებელ სიგნალად, რომელიც გამოყენებული იქნებოდა საგანგებო, სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებში.

როდესაც მფრინავები იყენებენ სიტყვა Mayday-ს, ტრადიციულად, ისინი იმეორებენ სამჯერ: “Mayday, Mayday, Mayday”, რათა ადვილად მოხდეს მისი გარჩევა.

რა არის TCAS?

A Traffic Collision Avoidance System (TCAS) გახლავთ სისტემა, რომელიც განკუთვნილია ჰაერში თვითმფრინავების შეჯახების თავიდან ასაცილებლად. სისტემა აკონტროლებს თვითმფრინავის გარშემო არსებულ საჰაერო სივრცეს და აფრთხილებს მფრინავს, თუკი მის სიახლოვეს არის სხვა, ტრანსპონდერით აღჭურვილი თვითმფრინავი, რომელიც შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს შეჯახების თვალსაზრისით. TCAS დაფუძნებულია მეორად სამეთვალყურეო რადარზე და მოქმედებს სახმელეთო სისტემებისაგან დამოუკიდებლად.

ICAO-ს მოთხოვნით, ამ სისტემით აღჭურვილი უნდა იყოს ყველა თვითმფრინავი, რომლის მაქსიმალური წონა 5700 კგ-ია ან განკუთვნილია 19-ზე მეტი მგზავრისათვის.

თვითმფრინავების  შეჯახების თავიდან აცილების სისტემა

2012 – ყველაზე უსაფრთხო წელი ავიაციაში

infographic12

გასული წლის მანძილზე მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფებისა და სახიფათო შემთხვევების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2012 წელი ყველაზე უსაფრთხო წელი გახლდათ 1945 წლის შემდეგ ავიაციის ისტორიაში.  475 შემთხვევიდან 2012 წელს ფატალური შედეგით დარულდა 23 ფრენა.

მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 1 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა 2,3 მილიონი ფრენიდან. მაშინ, როცა ამგვარი სტატისტიკური მაჩვენებელი 2011 წელს გახლდათ 1 ფატალური შემთხვევა 1,4 მილიონი ფრენიდან. როგორც აღმოჩნდა, 2012 წელი 65%-ით უფრო უსაფრთხო გახლდათ წინა წელთან შედარებით.

ASN (Aviation Safety Network) –ის პრეზიდენტის თქმით, ეს სულაც არ არის საკვირველი. „1997 წლიდან ავიაკატასროფების რიცხვის მდგრადი და მუდმივი ვარდნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაა, როგორიც არის ICAO, IATA და სხვ.“

2012 წლის ყველაზე მძიმე დღე საავიაციო ცხოვრებაში 3 ივნისი გახლდათ, როცა Dana Air MD-83-მა დაშვებიბსას ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 153 ადამიანი დაიღუპა ბორტზე, ხოლო 10 მიწაზე.

infographic2

ევროკავშირმა საჰაერო სივრცის გადმოკვეთა გასულ წელს 38 ავიაკომპანიას აუკრძალა, ხოლო  ორი ავიაკომპანია ამოიღო „შავი სიიდან“ უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების გამო.

აფრიკა კვლავაც რჩება ყველაზე სახიფათო კონტინენტად. 22% შემთხვევების დაფიქსირდა სწორედ აქ, მაშინ, როცა მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით, მხოლოდ 3 % მოდის აფრიკაზე. ICAO-ს მიერ უსაფრთხოების შეფასების 10 ბალიან შკალაზე აფრიკას 4.5 ბალი ენიჭება.

თუმცა, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სისტემების, კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიო ავიაციაში უსაფრთხოების ზრდის მაჩვენებელი იქნება მდგრადი და გადაიქცევა ნორმად.

infographic3

მშვიდობიან 2013 წელს გისურვებთ!

რა არის შავი ყუთი?

ალბათ ხშირად გსმენიათ შავი ყუთის შესახებ. რა ფუნქცია აქვს მას და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი მისი აღმოჩენა ავიაკატასტროფის შემდეგ?

შავი ყუთის მთავარი დანიშნულება ინფორმაციის მიღებაა, ის ასახავს ყველა მოქმედებას, რომელიც ფრენის დროს განხორციელდა. ეს ინფორმაცია გვეხმარება გავიგოთ რამ გამოიწვია ავიაინციდენტი ფრენის დროს.

ავიაკატასტროფა

ფრენისას ჩამწერი აპარატი თავიდან პირველი თვითმფრინავის გამომგონებლებმა ძმებმა რაიტებმა გამოიყენეს, თუმცა შავი ყუთი, 50 წლის შემდეგ, ავსტრალიელმა დოქტორმა, დევიდ უორენმა გამოიგონა.

შავი ყუთი ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება FDR (ფრენის მონაცემთა ჩამწერი) და CVR (ხმის ჩამწერი). შავი ყუთი იწერს ინფორმაციას, როგორიცაა ფრენის ხანგრძლივობა, ქარის სიჩქარე, თვითმფრინავის მიმართულება და ა.შ.  მასშია ასევე ჩაწერილია მფრინავის საუბარიც.

ჩამწერი აპარატურა მოთავსებულია ყუთში, რომელსაც ეწოდება CSMU (Crash Survivable Memory Unit) – ის არის ძალიან ძლიერი და რეზისტენტული მასალისაგან დამზადებული და უვნებელი რჩება ავიაკატასტროფის შემდეგ. მასალა, რომლითაც ის დამზადებულია უძლებს 1.100°  ტემპერატურას 1 საათის განმავლობაში და არ ზიანდება წყალში 30 დღის მანძილზე. შავი ყუთი ასევე აღჭურვილია სისტემით, რომელიც გამოსცემს ულტრაბგერით ხმოვან სიგნალს.

შავი ყუთი

რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, თუკი შავი ყუთი დამზადებულია მასალისაგან, რომელიც არ ზიანდება, მაშინ, რატომ არ არის დამზადებული თვითმფრინავი ასეთივე მასალისაგან, იმისათვის, რომ მგზავრები დაცულები იყვნენ. რომ არ ვიკამათოთ იმაზე, გადარჩებოდნენ თუ არა მგზავრები სიმაღლიდან დაცემისას ამ შემთხვევაშიც კი, არის მეორე წინააღმდეგობა, – თვითმფრინავი საერთოდ ვერ იფრენდა ასეთი მძიმე მასალისაგან რომ იყოს დამზადებული.

რაც შეეხება პროცედურებს, როცა ავიაკატასტროფის შემდეგ შავ ყუთს აღმოაჩენენ, მას დაუყოვნებლივ აგზავნიან ნეიტრალურ ორგანიზაციებთან. შემდეგ მას შიფრავენ და აანალიზებენ. გაშიფვრა არ მოითხოვს დიდ დროს, თუმცა ანალიზი, იმდენად, რამდენადაც ავიაციის უამრავი ექსპერტია ჩართული ამაში, ერთ კვირას და ზოგჯერ მეტ დროსაც მოითხოვს.

ავიაკატასტროფა

და ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ შავი ყუთი არ არის შავი ფერის, ის ნარინჯისფერია. მას შავს იმიტომ უწოდებენ, რომ მასში გასაიდუმლოებული ინფორმაცია ინახება. ნარინჯისფერი კი იმიტომაა, რომ ეს ფერი ადვილად აღსაქმელი ფერია და ადვილად მოხდეს მისი აღმოჩენა.

წყარო: http://libraryvirtual.com