5 დიდი თვითმფრინავი, რომელიც ყველაზე ხშირად დაფრინავს მსოფლიოში

 

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხშირად შემდეგი ტიპის დიდტანიანი თვითმფრინავებით მგზავრობენ:

  1. Airbus A340

Airbus A340მეხუთე ადგილი Airbus A340-მა დაიკავა, წელიწადში 144,013  ფრენის რაოდენობით. ის გახლავთ დიდტანიანი,  კომერციული, სამგზავრო  ავიალაინერი, რომლის სტანდარტული მოდელი 375 მგზავრზეა გათვლილი.

  1. Boeing 747

Boeing 747

157,480 ფრენა განახორციელა Boeing 747, რომელიც გამოიყენება როგორც სამგზავროდ, ისე ტვირთის გადასაზიდად. Boeing 747 ასევე jumbo jet-ს უწოდებენ.  მისი ძირითადი მომხმარებლები არიან British Airways, Korean Air,  Lufthansa, China Airlines და სხვა.

  1. Boeing 767

Boeing 767

მესამე ადგილი ფრენების რაოდენობის მიხედვით Boeing 767-ს ერგო. ავიალაინერმა IATA-ს მონაცემებით, წლის განმავლობაში 435,865 ფრენა განახორციელა. 767-ის სხვადასხვა მოდელები 181-დან 375-მდე მგზავრს იტევს.

  1. Boeing 777

Boeing 777

Boeing 777 მსოფლიოში ყველაზე დიდი წყვილძრავიანი თვითმფრინავია. მისი სხვადასხვა მოდელები 314-დან 396-მდე მგზავრს იტევს. წლის განმავლობაში Boeing 777-მა 762, 699 ფრენა განახორციელა და ყველაზე ხშირად მფრენ თვითმფრინავებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

1.Airbus A330

Airbus A330IATA წლიური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად მსოფლიოში Airbus A330 დაფრინავს. საპატიო პირველი ადგილი ავიალაინერმა წელიწადში 836,768 შესრულებული ფრენით დაიკავა.  A330-ს  335-მდე მგზავრის გადაყვანა და 70 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. მისი ძირითადი მომხმარებლები არიან Turkish Airlines, Air China, China  Eastern Airlines, Cathay Pacific და სხვა.

A350 XWB

2006 წლის 14 ივლისს, ინგლისში მიმდინარე ავიაშოუზე Airbus-მა განაცხადა, რომ  განახლებული დიზაინის თვითმფრინავს A350 XWB (eXtra Wide Body)-ს დაარქმევდა. მისი სახელწოდება თავისთავად გულისხმობს, რომ ამ ტიპის ავიალაინერი უფრო მეტად განიერი გახლავთ , ვიდრე მისი წინამორბედი თვითმფრინავები.

A350 XWB უფრო ეკონომიური და ნაკლებად ხმაურიანია, აგრეთვე გამოირჩევა იმით, რომ გამოყოფს ნაკლებ დამაბინძურებელ ნივთიერებებს.

ის  250-დან 350-მდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს. მგზავრთა რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე (A350-800; A350-900; A350-1000). ავიალაინერი აღჭურვილია Rolls-Royce-ის ძრავით – Trent XWB.

Airbus-ის ახალი საჰაერო ხომალდით მგზავრობა 2014 წლიდან იქნება შესაძლებელი. დღეისათვის კომპანიას 616 შეკვეთა აქვს მიღებული.

ეარბასის ახალი თვითმფრინავი

A350_XWB_paint_shop_rollout_6

A350_XWB_paint_shop_rollout_10

A350_XWB_MSN1_fuselage_demasking_06

A350_XWB_paint_shop_rollout_9

A350_XWB_out_of_paint_shop_2

A350_XWB_Flying_test_bed_HG_2

a350-dome-day