შპს “საქაერონავიგაციის” გუნდი ვილნიუსის საფეხბურთო ჩემპიონატზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ გუნდმა საავიაციო საფეხბურთო ჩემპიონატში „Vilnius 2018“ მიიღო მონაწილეობა.

მინი-ფეხბურთის თასის გათამაშება ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ქართველმა ავიატორებმა ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. წლევანდელი ჩემპიონატის გოლიადორი საქაერონავიგაციის გუნდის თავდამსხმელი, ქსელის ადმინისტრატორი ცოტნე მარგველაშვილი გახდა. ასევე, ჩვენი გუნდის ნახევარმცველს, რადიონავიგაციის ტექნიკოსს ლაშა სილაქაძეს ერგო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება. 

საქაერონავიგაციის გუნდი ყოველწლიურად ასპარეზობს საერთაშორისო ავიაციის საფეხბურთო ჩემპიონატებში. გუნდს ასევე, არაერთი წარმატება აქვს ქვეყნის შიგნითაც, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფეხბურთო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებულია.

Advertisements