გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2013 წელს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილ მგზავრთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,436,046 მგზავრს მოემსახურა, რაც 17,79%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2013

გასულ წელს მგზავრთა ნაკადის 24%-მდე ზრდა დაფიქსირდა ბათუმის აეროპორტიდან. ზღვისპირა ქალაქმა 2013 წელს 208,937 მგზავრს უმასპინძლა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2012 წელთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 1 353,29%-ით გაიზარდა. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2013 წელს 187,939 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2013

სამწუხაროდ, მგზავრთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა მესტიაში, სადაც 2013 წელს მხოლოდ 885 ადამიანმა იმგზავრა.

მესტიის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობა

მგზავრთა რაოდენობა მესტიის საერთაშორისო აეროპორტში

ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მგზავრთა საერთო რაოდენობა 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში 1,833,807 იყო, რაც 30,66% მეტია წინა წელთან შედარებით. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების შეფასებებზე დაყრდნობით, მგზავრთა რაოდენობის ზრდა მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

მგზავრთა რაოდენობა

მგზავრთა რაოდენობა სულ 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში

http://gcaa.ge/geo/

https://www.facebook.com/tavgeorgia

ქუთაისის საერთაშორისო აეროპრტი

2012 წელი – სამოქალაქო ავიაცია საქართველოში

2012 წელს საქართველოს საავიაციო სფეროში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებები შეეხო, როგორც უსაფრთხოების ნორმებს, ასევე გავლენა იქონია მგზავრობის ღირებულებაზე, თანამშრომელთა კვალიფიკაციასა და მგზავრთა კმაყოფილებაზე.

ჩვენ გთავაზობთ საქართველო სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ, 2012 წლის რამდენიმე გამორჩეულ მოვლენას:

✈  ახალი ავიაკომპანიები

მიმდინარე ცვლილებებმა ფრენების უსაფრთხოების კუთხით საქართველო მიმზიდველი გახადა ისეთი ავიაკომპანიებისათვის როგორიცაა Alitalia , Estonian Air, Qatar Airways (პირველი ხუთ ვარსკვლავიანი ავიაკომპანია საქართველოს ავია ბაზარზე) , ასევე, British Airways ახორციელებს პირდაპირ რეისებს ლონდონის მიმართულებით. სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა.

Wizz_Air_A320

საქართველოში დაფუძნებულმა (27 ივნისი, 2012)  სატვირთო ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა საქართველოში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობითა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების, აგრეთვე ევროპის კომისიის (EC 859/2008) რეგულაციის შესაბამისად საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცედურა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია

2012 წლის 3 აგვისტოს, ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებით ოპერირება ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ Fly Georgia-მ დაიწყო. ”Fly Georgia” საქართველოს ავიაბაზარზე 2009 წელს გამოშვებული Airbus A319 შემოვიდა.

✈  ICAO -ს სემინარი საქართველოში

2012 წლის 9 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით შპს ,,საქაერონავიგაცის“ მასპინძლობით ქ. თბილისში გაიმართა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO),  რიგით მესამე სემინარი, სახელწოდებით -,,საექსპლოატაციო  მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაცია“ (PBN). სემინარი უპრეცედენტოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ამ შეხვედრის საყოველთაო მნიშვნელობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მთელი ინდუსტრიისათვის.

სამეთვალყურეო კოშკი ბათუმში

✈  ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი

2012 წელს ბათუმის სამეთვალყურეო კოშკის დიზაინი განახლდა – ფასადზე დამონტაჟდა ციფრული ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა გრაფიკული და ციფრული გამოსახულებების, რეკლამებისა და ტექსტების განთავსება. განახლებულმა დიზაინმა ტაუერი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახადა მსოფლიოში არსებულ სამეთვალყურეო კოშკურებს შორის.

✈  ICAO FPL 2012 ფორმატზე გადასვლა

2012 წლის 15 ნოემბრიდან მსოფლიომ ფრენის გეგმის ფორმატი შეცვალა. საქაერონავიგაციამ შეიძინა თანამედროვე გერმანული სისტემა “Comsoft”, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ახალ ICAO FPL 2012 ფორმატზე გადასვლა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია

✈  ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენცია საქართველოში

2012 წლის 30 აგვისტოდან 3 სექტემბერის ჩათვლით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ECAC-ის წევრ სახელმწიფოთა საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით სამოცდამეერთე შეხვედრას უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ევროპული საავიაციო ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში ორმოცდაოთხი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დირექტორი და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველი პირები იღებდნენ მონაწილეობას.

ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია

✈  ტავჯორჯიას“ ახალი პროექტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენის ზოლის მშენებლობა დაიწყო, რისთვისაც 65 მილიონის ინვესტირებაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს F კოდი მიენიჭება და ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. F კოდის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვან აეროპორტს აქვს, ამიერკავკასიაში კი პირველი ასეთი საფრენი ბილიკი სწორედ საქართველოში იქნება.

gcaa_logo_220x200

✈  მგზავრთა უფლებები

2012 წლის 1 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია „ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ’’ ნორმატიული აქტი წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის, მგზავრთა საყოველთაოდ აღიარებული  უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და პასუხობს შესაბამისი ევროპული რეგულაციებით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპრტი

✈  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. აეროპორტი თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. პირველი რეისი ავიაკომპანია WIZZ AIR -მა შეასრულა. განსაკუთრებულ ინტერესს აეროპორტის დიზაინი იმსახურებს. შენობა დაპროექტებულია ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის “UNSTUDIO”-ს მიერ. გამორჩეულია როგორც თვითონ ტერმინალი, ასევე ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკურა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრიორიტეტია დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და საავიაციო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა.

ევროკონტროლი -ლოგო

✈ ხელი მოეწერა მემორანდუმს, საქართველოს EUROCONTROL-ში გაწევრიანების შესახებ

მომდევნო წლებში საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მეორმოცე წევრი გახდება. მემორანდუმს ხელი ქალაქ ბრიუსელში 5 დეკემბერს მოეწერა. დღესდღეისობით საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია EUROCONTROL წარმოადგენს სამთავრობოთაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაიცას.  იგი  მის პარტნიორებთნ ერთად, ორიენტირებულია ერთიანი ევროპის ცის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოცდამეერთე საუკუნისა და შემდგომი პერიოდისთვის აუცილებელ საჰაერო მოძრაობის მართვის განხორციელებას.

ახალი ავიაკომპანიები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 27 სექტემბერს გაიხსნა. პირველი ფრენა უნგრულმა ავიაკომოპანიამ „wizz air”-მა განახორციელა კიევის მიმართულებით. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, რომელმაც აღნიშნა, რომ “wizz air” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, თუმცა დაბალი ფასი სულაც არ ნიშნავს დაბალ ხარისხს.
ავიაკომპანია ვიზ ეარი
ავიაკომპანია wizz air-ის გარდა, უახლოეს მომავალში ქუთაისიდან „სიბირი“ (16 ოქტომბრიდან) და „ბელავია“ (28 ოქტომბრიდან) იფრენენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამორჩეულია არამარტო მისი განსაკუთრებული დიზაინით და თანამედროვე აღჭურვილობით, არამედ დაბალი ფასებით, რაც მგზავრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ავაიკომპანიები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
სანავიგაციო კოშკურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. ტაუერი უახლოეს მომავალში დასრულდება და მანამდე ავიამეთვალყურეები თავიანთ სამუშაოს მობილური ტაუერიდან შეასრულებენ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სანავიგაციო კოშკურა და ტერმინალი საერთაშორისო მაშტაბით ერთ-ერთმა საუკეთესო არქიტექტურულმა კომპანიამ UNStudio-მ დააპროექტა და სიმაღლით მეხუთეა მსოფლიოში.

ტაუერი ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა

27 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა. გახსნის ცერემონიალს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

მათ სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას; ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ “საქაერონავიგაციისა” და “გაერთიანებული აეროპორტების” რამდენიმე თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პირველი საერთაშორისო ფრენა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა შეასრულა!

კიევიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებული რეისის ერთ-ერთი მგზავრი მინისტრი ვერა ქობალია იყო, რომელიც უკრაინაში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა.  ქუთაისიდან კი კიევის მიმართულებით თავისუფალი თეატრის დასის წევრები  გაფრინდნენ.