რა ხდება მაშინ, როცა ფრენისას თვითმფრინავის ყველა ძრავი ითიშება?

უსაფრთოების მიზნით, ფრენის წინ ნებისმიერი თვითმფრინავი გადის შემოწმებას, განსაკუთრებით კი ისინი  , რომლებიც შორ მანძილზე ან ოკეანეების თავზე დაფრინავენ. შემოწმებას გადის ასევე, თვითმფრინავის ძრავიც, თანაც არაერთხელ.

თვითმფრინავის ძრავის ტესტირება ხდება:

  • ძრავის წარმოების პროცესში;
  • ძრავის თვითმფრინავზე ინსტალაციის პროცესში;
  • თვითმფრინავის შემოწმების, შეკეთების და ინსპექტირების დროს.

ძრავის წარმოების პროცესში შემოწმება ხდება ყინვაზე,  სხვადასხვა ნივთიერებებზე, ქვიშაზე, მტვერზე, წყლის დიდ რაოდენობაზე. თვითმფრინავების ძრავების განვითარების და ტესტირების პროგრამა, რამდენიმე წელი გრძელდება.

არაერთ შემოწმებას გადის თვითმფრინავის ძრავი ინსტალაციის შემდეგაც.

მიუხედავად ამისა, ძრავის დაზიანების ინციდენტებიც ფიქსირდება. ამგვარი ავიაშემთხვევების მიზეზი სხვადასხვაა და იშვიათად ხდება, თუმცა ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია ფრენების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ბევრს აინტერესებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის ძრავი ფრენის პროცესში გაითიშა?

თვითმფრინავს ფრენა ერთი ძრავით თავისუფლად შეუძლია.  მაგალითად, Boeing Dreamliner სერტიფიცირებულია ETOPS-330-ით, რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთი ძრავით ფრენა 330 წუთის განმავლობაში შეუძლია.

მართალია, ასეთი შემთხვევბი ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა არსებობს ინციდენტები, როდესაც თვითმფრინავს ყველა ძრავი ეთიშება. მაგრამ, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ თვითმფრინავი თავისუფალ ვარდნას დაიწყებს.  მას აქვს დრო, (დაახლოებით 20-30 წუთი), რათა განახორციელოს  საავარიო დაშვება.

მაგალითად, 2001 წელს, Air Transit-ის თვითმფრინავს, რომელსაც 293 მგზავრი და 13 ეკიპაჟის წევრი გადაყავდა, ატლანტიკის ოკეანის თავზე ძრავები სრულიად გაეთიშა. მიუხედავად ამისა, ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა, გადარჩა, რამდგან თვითმფრინავმა ძრავების გათიშვის შემდეგ კიდევ 120 კმ იფრინა და მიაღწია ასაფრენ ზოლს აზორის კუნძულებზე.

2009 წელს შეერთებული შტატების ავიახაზების თვითმფრინავს აფრენიდან მოკლე დროში ორივე ძრავი გაეთიშა ფრინველებთან შეჯახების გამო. თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე, დასახლებული ტერიტორიის თავზე მიფრინავდა და პილოტს მანიპულირების საშუალება არ ჰქონდა. ამგვარ კრიტიკულ სიტუაციაში მფრინავმა მდინარე ჰადსონზე დასვა თვითმრინავი და ბორტზე მყოფი 155-ივე ადამიანი გადაარჩინა.

რა თქმა უნდა, თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ფრენის მანძილი და ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძრავების გათიშვის შემთხვევაში სამგზავრო კომერციულ თვითმფრინავებს, დაახლოებითკიდევ 20-30 წუთის განმავლობაში 150-ზე მეტი კილომეტრი შეუძლიათ დაფარონ, რაც ძირითადად, საკმარისია საავარიო  დაშვების განსახორციელებლად. ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ თვითმფრინავი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია მსოფლიოში.

Advertisements

ფრენის შიში

სტატისტიკის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით, თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უსაფრთხოა, თუმცა, ბევრ ადამიანს მაინც განსაკუთრებულად ეშინია ფრენის, თანაც ისე, რომ ზოგჯერ, საერთოდ უარს ამბობენ საჰაერო ხომალდით გადაადგილებაზე.

ექსპერტები, ამის მთავარ მიზეზად სახმელეთო ავარიებთან შედარებით, ავიაკატასტროფების მიმართ მასმედიის გადაჭარბებულ ყურადღებას მიიჩნევენ.  გარდა ამისა, ადამიანთა ემოციურ დამოკიდებულებაზე საჰაერო ტრანსპორტის მიმართ მნიშნველოვან გავლენას ახდენს თვითმფრინავის ვარდნაზე და ტერორიზმზე გადაღებული მხატვრული ფილმები. შიშის მიზეზი შეიძილება გახდეს, ასევე , მგზავრობისას მიღებული უსიამოვნო გამოცდილებაც, როგორიცაა, მაგალითად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრა. ადამიანები ფიქოლოგიურად ითრგუნებიან ბორტზე ასვლამდე გასავლელი უსაფრთხოების პროცედურების გამოც, რაც რეალურად ისევ ფრენის უსაფრთხოებისთვის ხორციელდება.

ფრენის შიშის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა ფაქტი ერთია, ეს ემოცია ირაციონალურია, რადგან ბევრად დიდი შანსია ადამიანი საავტომობილო ავარიაში დაიღუპოს, ვიდრე საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის IATA უსაფრთხოების სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს 3.5 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იფრინა თვითმფრინავით, ამ პერიოდში 68 საავიაციო შემთხვევას ქონდა ადგილი, რამაც ჯამში 510 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეორე მხრივ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საგზაო შემთხვევებმა 2013 წელს 1.25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობა 100-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ფრენა.

თუმცა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ხშირად მაინც არ არის საკმარისი ფრენის შიშთან გასამკლავებლად.  ზოგიერთ მგზავრს მეტი ცოდნა სჭირდება რათა დაამარცხოს ეს ფობია. ფსიქოლოგები ურჩევენ მგზავრებს გაეცნონ თვითმფრინავის მუშაობის მექნიზმს, -როგორ არის შესაძლებელი, რომ უდიდესი, უმძიმესი მეტალი ჰაერში იჭრება და მიფრინავს? ან როგორ ხდება საჰაერო მოძრაობის მართვა ავიამეთვალყურეების მიერ ხმელეთიდან, იმისათვის, რომ თვითმფრინავები ჰაერში ერთმანეთს არ დაეჯახონ? და კიდევ, რა ხდება რეალურად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრისას?

ცოდნის გაღრმავების გარდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შფოთვისა და პანიკის შეტევა აქვს ფრენის დროს, შიშის დამარცხების არაერთი გზა არსებობს,  როგორიცაა ფსიქოთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, ჰიპნოთერაპია და სხვა. ზოგჯერ ფსიქოლოგთან ერთი ვიზიტიც კი საკმარისია ამისათვის.

ფრენის შიში

ფრენის შიში არის კომპლექსური ფსიქოლოგიური ფაქტორი. არსებობს უამრავი წიგნები, ვიდეოები და სხვა წყაროები ფრენის შიშის შესახებ. იგი შფოთვითი უწესრიგობაა, რაც ძირითადად თან ახლავს ფრენას. მაგრამ შესაძებელია ადამიანს ჰქონდეს შიში აეროპორტში მისვლამდეც. ფრენის შიში დაკავშირებულია ცალკეულ ელემენტებთან და არა ფრენასთან დაკავშირებულ რისკებთან როგორიცაა მაგალითად: სიმაღლის შიში, წყლის ზემოთ ფრენა ან წყალზ ედაშვების შიში, სიბნელის (ღამის) შიში, უცნობის შიში, თვითმფრინავის გატაცების, დაბომბვის და სხვა სახის თავდასხმის შიში, დახურული და დახუთული სივრცის შიში, პიროვნული თავისუფლების დაკარგვის შიში, უსაფრთხოების დაცვის პროცედურების შიში, ტურბულენტობისა და ცუდია მინდის პირობების შიში, გაუგებარი ხმებისა და ნიშნების შიში, წარსული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვების შიში.

ფრენის შიშის ნიშნებია:

აღელვება ექსკავატორზე, პანიკური შეტევა თვითმფრინავში ასვლამდე, ფრენაზე უარის თქმა.

რამდენ ადამიანს ეშინია ფრენის?

ავიაციის ინდუსტრიისათვის ცნობილია როგორ მოქმედებს ფრენის შიში მოგზაურებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ჯერ კიდევ 1980წ. ჩატარდა. 2 ბოინგში გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ 18.1% აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობისაEეშინოდა ფრენის და 12.6% ღელავდა ფრენის დროს. ეს ნიშნავს რომ ყოველ მესამე ამერიკელს ფრენის ეშინოდა. ნაწილი თვლიდა რომ მიზეზი იყო შიში და 6% თვლიდა რომ ფრენა არ იყო უსაფრთხო. ბოლო კვლევა 1999წ. Nეწსწეეკ Mაგაზინე-მა ჩაატარა სადაც ზრდასრულების 50%-ს კომერციული ავიახაზებით ფრენის დროს ზოგჯერ ეშინოდათ.

როგორ მოქმედებს ფრენის შიში ხალხზე?

ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს შიშზე. ყველაზე გავრცელებული რეაქციაა ფრენის თავიდან არიდება, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი მიმართავს. ასევე გავრცელებული რეაქციაა ოფლიანობა, ხშირი გულისცემა და სუნთქვა, წამლისა და ალკოჰოლის მიღება.

ფრენის შიშის სტატისტიკური მონაცემები

ფრენის უსაფრთხოების საჩვენებლად ავიაციის ექსპერტები მიმართავენ ფრენის რისკის სტატისტიკას, რაც უშედეგოა, რადგან რისკი და უსაფრთხოება განსხვავებული მცნებებია და რისკის სტატისტიკით ვერ დაამტკიცებ ფრენის უსაფრთხოებას, რადგან ადამიანებს მილიონიდან ერთი წარუმატებელი ფრენის უფრო ეშინიათ.