შპს “საქაერონავიგაციის” გუნდი ვილნიუსის საფეხბურთო ჩემპიონატზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ გუნდმა საავიაციო საფეხბურთო ჩემპიონატში „Vilnius 2018“ მიიღო მონაწილეობა.

მინი-ფეხბურთის თასის გათამაშება ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ქართველმა ავიატორებმა ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. წლევანდელი ჩემპიონატის გოლიადორი საქაერონავიგაციის გუნდის თავდამსხმელი, ქსელის ადმინისტრატორი ცოტნე მარგველაშვილი გახდა. ასევე, ჩვენი გუნდის ნახევარმცველს, რადიონავიგაციის ტექნიკოსს ლაშა სილაქაძეს ერგო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება. 

საქაერონავიგაციის გუნდი ყოველწლიურად ასპარეზობს საერთაშორისო ავიაციის საფეხბურთო ჩემპიონატებში. გუნდს ასევე, არაერთი წარმატება აქვს ქვეყნის შიგნითაც, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფეხბურთო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებულია.

Advertisements

ავიაციის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

4-დან 7 ივნისამდე გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში ავიაციის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (World Aviation Football Cup) ჩატარდა. თასის მოსაპოვებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის წარმომადგენლები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.  ჩემპიონატში მონაწილეობა საქაერონავიგაციის გუნდმაც მიიღო.

საფეხბურთო ჩემპიონატი

ჩვენმა გუნდმა გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი და საბოლოო ჯამში საუკეთესო ათეულშიც მოიპოვა ადგილი.

საფეხბურთო ჩემპიონატი ავიაცია

ვულოცავთ საქაერონავიგაციის გუნდს მიღწეულ შედეგს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ!

ქართველი ავიამეთვალყურეები ავიაციის თასის გათამაშებაზე

12-15 სექტემბერს ქართველი ავიამეთვალყურეების გუნდმა საფეხბურთო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ავიაციის თასის გათამაშება ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

საქაერონავიგაციის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა ჯგუფურ ეტაპზე:  ფრე ითამაშა Lufthansa all star-სა  (0:0) და Lufthansa Budapest-თან (1:1), ხოლო  რუსული ავიაკომპანიის, S7-ის გუნდი, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ავიაციის თასის გათამაშება

ქართველმა მეთვალყურეებმა ცამეტგუნდიან ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავეს. ჩვენი გუნდი მეოთხედ ფინალში დამარცხდა მასპინძელ გუნდთან  Atilla the hun.

ტურნირი მეგობრულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ურთიერთობის, თამაშისა და უნგრელების სტუმართმოყვარეობით მიღებულმა გამოცდილებამ  შთაბეჭდილება მოახდინა მონაწილეებზე.

ვულოცავთ ჩვენს გუნდს წარმატებას და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ვუსურვებთ მომდევნო ტურნირებზე!

გიორგი მეზვრიშვილი

ფეხბურთი, ავიამეთვალყურე

ავიაციის თასის გათამაშება

1229926_621733947848411_1600548032_n

ავიამეთვალყურე

ავიამეთვალყურეები

ავიამეთვალყურეები