ტოპ 10 ფაქტი ბოინგის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

ბოინგი თვითმფრინავების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის შემოსავალი წელიწადში, საშუალოდ 85 მილიარდი დოლარია. მხოლოდ 737-ს მისი არსებობის მანძილზე 16.8 მილიარდი ადამიანი ჰყავს გადაყვანილი, რაც 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად ადამიანების რაოდენობა დედამიწაზე.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ბოინგის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ:

  1. ბოინგი იმაზე ძველია ვიდრე წარმოგიდგენიათ

ძმები რაიტების მიერ განხორციელებული პირველი ფრენის შემდეგ, (1903 წლის 17 დეკემბერი) სულ რაღაც 13 წელიწადში, უილიამ ბოინგმა თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია დააარსა. დღეისათვის ბოინგში 175 000 ადამიანია დასაქმებული და მისი წარმომადგენლობა მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტში არსებობს.

  1. ქალაქი ბოინგი

ბოინგის ევერეტის ქარხანა პატარა ქალაქია, რომელსაც თავისი სახანძრო, დაცვის, სამედიცინო, ელექტრო, წყალგაყვნილობის და სხვა სამსახურები ჰყავს.

  1. ყველაზე დიდი შენობა მსოფლიოში ბოინგის ევერეტის ქარხანაა.

ევერეტის ქარხანა მსოფლიო რეკორდების წიგნშია შესული. მისი ფართი 13.3 მილიონი კუბური მეტრია.

  1. ბოინგ 787 დრიმლაინერი

ბოინგ 787 დრიმლაინერი 2,3 მილიონი ნაწილისგან შედგება. მისი ნაწილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში მზადდება.

  1. მწვანე ფაქტები

ბოინგ 787 დრიმლაინერი მსოფლიოში ყველაზე  ეკო-მეგობრული თვითმფრინავია. ის ბოინგის თვითმფრინავებს შორის ყველაზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს და დამზადებულია მასალისგან, რომელიც ნაკლებად ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე.

  1. წონა

ცარიელი ბოინგ 787  177.617 კილოგრამს იწონის, რაც 29 სპილოს სიმძიმის ექვივალენტია.

  1. სიჩქარე

ბოინგ 747-ს 100 მეტრის გავლა 0.36 წამში შეუძლია.

  1. სიგრძე

ძმები რაიტების პრიველი ფრენის მანძილი უფრო მოკლე იყო, ვიდრე ბოინგ 747-ის სიგრძე არის დღეს.

  1. ბოინგი და კოსმოსი

ბოინგმა პირველი ინვესტიცია ამერიკის კოსმოსურ პროგრამაში 1960-იან წლებში განახორციელა, როდესაც მისი რაკეტა დელტა II ჩაეშვა.

  1. 1087 მგზავრი ერთი ფრენის განმავლობაში

ოპერაცია სოლომონის დროს ბოინგ 747-მა 1087 ადამიანი გადაიყვანა ერთი ფრენის განმავლობაში. ოპერაციის ფარგლებში,  36 საათის განმავლობაში, ისრაელმა  14 325 ეთიოპიელი ებრაელის ევაკუაცია მოახერხა.

Advertisements

საინტერესო ფაქტები ავიაციის შესახებ

  • A 380 შედგება დაახლოებით 4 მილიონი ნაწილისგან, საიდანაც 2,5 მილიონი წარმოებულია 1500 კომპანიის მიერ მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი

  • 2011 წლის ივნისში ავიაკომპანია KLM-მა პირველი ფრენა განახორციელა ბიო-საწვავის გამოყენებით. Boeing 737-800-მა 171 მგზავრი გადაიყვანა ამსტერდამიდან პარიზის მიმართულებით.
    • ექვსძრავიანი Antonov An-225 მსოფლიოს ყველაზე დიდი თვითმფრინავია.

ყველაზე დიდი თვითმფრინავი

  • აშშ-ში ყოველდღიურად საშუალოდ 30 000 ფრენაა და 2 მილიონი მგზავრი დაფრინავს.
  • 1911 წელს ჰარიეთ ქუიმბი პირველი ლიცენზირებული ქალი პილოტი გახდა.
  • მექანიკოსებმა გამოიკვლიეს ავიაშემთხვევები 1971-დან 2005 წლამდე და აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავის კუდთან მსხდომებს გადარჩენის 40%-ით მეტი შანსი აქვთ.
  • მსოფლიოს ყველაზე ძველი ავიაკომპანია, რომელიც დღესაც იმავე სახელწოდებით დაფრინავს  KLM-ია.

YVELAZE DZVELI AVIAKOMPANIA

  • BD-5 Micro მსოფლიოში ყველაზე პატარა თვითმფრინავია.
  • 1903 წლის 17 დეკემბერს მსოფლიოში პირველი, ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატის ფრენა განხორციელდა. ორვილ რაიტმა 120 ფუტ სიმაღლეზე 12 წამი იფრინა.
  • Boeing 747-ს დაახლოებით 150-175 მილი სიგრძის გაყვანილობა აქვს შიგნით.

747 ბოინგი

  • სამეთვალყურეო კოშკის ფანჯრები ზუსტად 15 გრადუსით უნდა იყოს ვერტიკალურად დახრილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული არეკვლა ორივე მხარეს.
  • 1927 წელს ვოშინგტონის საერთაშორისო რადიო ტელეგრაფის კონვენციამ სიტყვა “Mayday” გამოაცხადა ოფიციალურ გამაფრთხილებელ სიგნალად, რომელიც გამოყენებული იქნებოდა საგანგებო, სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებში.
  • მსოფლიოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 8 მილიონი მგზავრი დაფრინავს. 2013 წელს მთლიანობაში მგზავრთა რაოდენობამ 3.1 მილიარდს მიაღწია. წელს ეს მაჩვენებელი 3.3 მილიარდამდე გაიზრდება.

MGZAVREBI

  • საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით დღეში დაახლოებით 140 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება, რაც წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ტონაა.
  • ავიაციის წყალობით მსოფლიოში 57 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. საავიაციო ინდუსტრია ქვეყანა რომ ყოფილიყო, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში მე-19 ადგილს დაიკავებდა.
მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავები

საინტერესო ფაქტები A380-ის შესახებ!

A380 მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თვითმფრინავია. სხვადასხვა ქვეყნების აეროპორტები სპეციალურად ახდენენ ასაფრენი ბილიკების რეაბილიტაციას, რათა ამ ტიპის თვითმფრინავის მიღება შეძლონ.

მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავები

გთავაზობთ არაორდინალურ ფაქტებს Airbus A 380-ის შესახებ:

  • Airbus A 380  72.7 მეტრი სიგრძისაა, რაც ზომით იგივეა, რაც ორი ცისფერი ზვიგენი.
  • A 380-ის სიმაღლე 24,1 მეტრია, იგივე, რაც ათ სართულიანი შენობა ან 10 ჟირაფი.
  • მისი ორივე ფრთის სიგრძე არის 80 მეტრი. ეს უფრო გრძელია, ვიდრე ძმები რაიტების პირველი ფრენის დისტანცია.
  • A 380-ის ექსტერიერზე დახარჯულია 3600 ლიტრი საღებავი. ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ მიქელანჯელოს სიქსტის კაპელა 97-ჯერ მოეხატა.
  • Airbus A 380  580 ტონას იწონის, რაც უტოლდება 165 სპილოს, 19 ბეტონის მანქანის და 6373 ღორის წონას.
  • A 380 წვავს 17 %-ით ნაკლებ საწვავს, ვიდრე სხვა დიდი თვითმფრინავები.
  • საბარგო სივრცის თვალსაზრისით, Airbus A 380-ში გათვალისწინებულია 5,7 ჩემოდანი ერთ ადამიანზე.
  • ამ ტიპის თვითმფრინავის ფასი £200 მილიონზე მეტია.
  • მსოფლიოში მხოლოდ 40-მდე ასაფრენი ბილიკი ემსახურება A 380-ს. დანარჩენები არ არის საკმარისად გრძელი და განიერი.
  • A 380-ის მაქსიმალური სისწრაფე 640 მილია საათში.