ფრენის შიში

სტატისტიკის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით, თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უსაფრთხოა, თუმცა, ბევრ ადამიანს მაინც განსაკუთრებულად ეშინია ფრენის, თანაც ისე, რომ ზოგჯერ, საერთოდ უარს ამბობენ საჰაერო ხომალდით გადაადგილებაზე.

ექსპერტები, ამის მთავარ მიზეზად სახმელეთო ავარიებთან შედარებით, ავიაკატასტროფების მიმართ მასმედიის გადაჭარბებულ ყურადღებას მიიჩნევენ.  გარდა ამისა, ადამიანთა ემოციურ დამოკიდებულებაზე საჰაერო ტრანსპორტის მიმართ მნიშნველოვან გავლენას ახდენს თვითმფრინავის ვარდნაზე და ტერორიზმზე გადაღებული მხატვრული ფილმები. შიშის მიზეზი შეიძილება გახდეს, ასევე , მგზავრობისას მიღებული უსიამოვნო გამოცდილებაც, როგორიცაა, მაგალითად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრა. ადამიანები ფიქოლოგიურად ითრგუნებიან ბორტზე ასვლამდე გასავლელი უსაფრთხოების პროცედურების გამოც, რაც რეალურად ისევ ფრენის უსაფრთხოებისთვის ხორციელდება.

ფრენის შიშის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა ფაქტი ერთია, ეს ემოცია ირაციონალურია, რადგან ბევრად დიდი შანსია ადამიანი საავტომობილო ავარიაში დაიღუპოს, ვიდრე საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის IATA უსაფრთხოების სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს 3.5 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იფრინა თვითმფრინავით, ამ პერიოდში 68 საავიაციო შემთხვევას ქონდა ადგილი, რამაც ჯამში 510 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეორე მხრივ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საგზაო შემთხვევებმა 2013 წელს 1.25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობა 100-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ფრენა.

თუმცა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ხშირად მაინც არ არის საკმარისი ფრენის შიშთან გასამკლავებლად.  ზოგიერთ მგზავრს მეტი ცოდნა სჭირდება რათა დაამარცხოს ეს ფობია. ფსიქოლოგები ურჩევენ მგზავრებს გაეცნონ თვითმფრინავის მუშაობის მექნიზმს, -როგორ არის შესაძლებელი, რომ უდიდესი, უმძიმესი მეტალი ჰაერში იჭრება და მიფრინავს? ან როგორ ხდება საჰაერო მოძრაობის მართვა ავიამეთვალყურეების მიერ ხმელეთიდან, იმისათვის, რომ თვითმფრინავები ჰაერში ერთმანეთს არ დაეჯახონ? და კიდევ, რა ხდება რეალურად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრისას?

ცოდნის გაღრმავების გარდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შფოთვისა და პანიკის შეტევა აქვს ფრენის დროს, შიშის დამარცხების არაერთი გზა არსებობს,  როგორიცაა ფსიქოთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, ჰიპნოთერაპია და სხვა. ზოგჯერ ფსიქოლოგთან ერთი ვიზიტიც კი საკმარისია ამისათვის.

Advertisements

ავიამეთვალყურეების გადამზადება მადრიდში

ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე საქაერონავიგაციის ავიამეთვალყურეები ზრუნავენ.

ისინი მუდმივად გადიან გადამზადებას, იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ  თანამედროვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საქაერონავიგაციის 100-ზე მეტი, პროფესიონალი ავიამეთვალყურე ყოველწლიურად გადის სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში.  SENASA 1990 წლიდან თავაზობს ორგანიზაციებს ხარისხიან ტრენინგებს საჰაერო სივრცის მართვის სფეროში.

საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას წელიწადში 5 კვირის განმავლობაში.

საქართველოს სამსახურში – ევროპული სტანდარტით!

ჩიკაგოს კონვენცია

კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ჩიკაგოს კონვენცია, 1944 წლის 7 დეკემბერს 52 სახელმწიფოს მიერ იქნა ხელმოწერილი. თავდაპირველად დაარსდა ე.წ. “წინასწარი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია” (PICAO). ხოლო, 1947 წელს  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ  საკუთარი ოფიციალური სახელწოდება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ მიიღო .

ჩიკაგოს კონვენცია

კონვენციაში განმარტებულია ICAO-ს ძირითადი მიზანი:

„ვინაიდან, სამოქალაქო ავიაციის მომავალ განვითარებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში, თუმცა, აგრეთვე შესაძლებელია, მისი ბოროტად გამოყენება; და

ვინაიდან სასურველია თავიდან იქნეს აცილებული უთანხმოება და მოხდეს თანამშრომლობის ხელშეწყობა ეროვნებათა და ადამიანთა შორის, რაზედაც დამოკიდებულია მშვიდობა მსოფლიოში;

ამიტომ, ხელმომწერი ხელისუფალნი ეთანხმებიან კონკრეტულ პირნციპებსა და შეთანხმებებს, იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის განვითარება უსაფრთხო და კანონიერი გზით და რომ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება დაფუძნდეს თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე და მისი მართვა მოხდეს გონივრულად და ეკონომიურად.“

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო კონვენცია

ICAO-ს სტანდარტები და რეკომენდაციები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის 18 დანართში, აერსანაოსნო მომსახურების პროცედურებში, დამატებით აერსანაოსნო პროცედურებსა და სარეკომენდაციო ნორმების შემცველ სხვა საბუთებში. მიუხედავად იმისა, რომ ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტები არ არის მკაცრად სავალდებულო — სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ან არ გამოიყენონ ისინი საკუთარ პრაქტიკაში, მათში ჩადებული და სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო გამოცდილებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესები სახელმწიფოებს აიძულებს შეასრულონ ეს მოთხოვნები. რეალურად, სწორედ ჩიკაგოს კონვენციითა და მისი 18 დანართით განისაზღვრება მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის საქმიანობა, უსაფრთხო და მოწესრიგებული განვითარება. დღეისათვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მოიცავს 191 წევრ ქვეყანას.

საინფორმაციო რესურსი: http://www.icao.int ; http://ka.wikipedia.org 

2012 – ყველაზე უსაფრთხო წელი ავიაციაში

infographic12

გასული წლის მანძილზე მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფებისა და სახიფათო შემთხვევების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2012 წელი ყველაზე უსაფრთხო წელი გახლდათ 1945 წლის შემდეგ ავიაციის ისტორიაში.  475 შემთხვევიდან 2012 წელს ფატალური შედეგით დარულდა 23 ფრენა.

მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 1 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა 2,3 მილიონი ფრენიდან. მაშინ, როცა ამგვარი სტატისტიკური მაჩვენებელი 2011 წელს გახლდათ 1 ფატალური შემთხვევა 1,4 მილიონი ფრენიდან. როგორც აღმოჩნდა, 2012 წელი 65%-ით უფრო უსაფრთხო გახლდათ წინა წელთან შედარებით.

ASN (Aviation Safety Network) –ის პრეზიდენტის თქმით, ეს სულაც არ არის საკვირველი. „1997 წლიდან ავიაკატასროფების რიცხვის მდგრადი და მუდმივი ვარდნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაა, როგორიც არის ICAO, IATA და სხვ.“

2012 წლის ყველაზე მძიმე დღე საავიაციო ცხოვრებაში 3 ივნისი გახლდათ, როცა Dana Air MD-83-მა დაშვებიბსას ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 153 ადამიანი დაიღუპა ბორტზე, ხოლო 10 მიწაზე.

infographic2

ევროკავშირმა საჰაერო სივრცის გადმოკვეთა გასულ წელს 38 ავიაკომპანიას აუკრძალა, ხოლო  ორი ავიაკომპანია ამოიღო „შავი სიიდან“ უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების გამო.

აფრიკა კვლავაც რჩება ყველაზე სახიფათო კონტინენტად. 22% შემთხვევების დაფიქსირდა სწორედ აქ, მაშინ, როცა მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით, მხოლოდ 3 % მოდის აფრიკაზე. ICAO-ს მიერ უსაფრთხოების შეფასების 10 ბალიან შკალაზე აფრიკას 4.5 ბალი ენიჭება.

თუმცა, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სისტემების, კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიო ავიაციაში უსაფრთხოების ზრდის მაჩვენებელი იქნება მდგრადი და გადაიქცევა ნორმად.

infographic3

მშვიდობიან 2013 წელს გისურვებთ!

2012 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები

AIR TRANSPORT RATING AGENSY

AIR TRANSPORT RATING AGENCY

საერთაშორისო ორგანიზაცია ATRA-მ  (Air Transport Rating Agency) 2012 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით თითქმის ყველა ავიაკომპანია საერთაშორისო რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს და ზედმიწევნით იცავს ფრენის უსაფრთხოებისათვის აუცილებელ ნორმებს, ATRA-მ რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით ერთმანეთს შეადარა მსოფლიოს სხვადასხვა ავიახაზები და რეიტინგებიც გამოავლინა.

2012 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების გამოსავლენად გამოიყენეს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა თანამშრომელთა რაოდენობა, მფრინავთა რაოდენობა, თვითმფრინავის სიძველე და ტიპი, სახიფათო შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, თვითმფრინავის ტექნიკური გამართულობისათვის დახარჯული ხარჯები და სხვ.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების სია ასე გამოიყურება: (დალაგებულია ანბანის მიხედვით)