ფრენის შიში

სტატისტიკის მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით, თვითმფრინავით მგზავრობა ბევრად უსაფრთხოა, თუმცა, ბევრ ადამიანს მაინც განსაკუთრებულად ეშინია ფრენის, თანაც ისე, რომ ზოგჯერ, საერთოდ უარს ამბობენ საჰაერო ხომალდით გადაადგილებაზე.

ექსპერტები, ამის მთავარ მიზეზად სახმელეთო ავარიებთან შედარებით, ავიაკატასტროფების მიმართ მასმედიის გადაჭარბებულ ყურადღებას მიიჩნევენ.  გარდა ამისა, ადამიანთა ემოციურ დამოკიდებულებაზე საჰაერო ტრანსპორტის მიმართ მნიშნველოვან გავლენას ახდენს თვითმფრინავის ვარდნაზე და ტერორიზმზე გადაღებული მხატვრული ფილმები. შიშის მიზეზი შეიძილება გახდეს, ასევე , მგზავრობისას მიღებული უსიამოვნო გამოცდილებაც, როგორიცაა, მაგალითად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრა. ადამიანები ფიქოლოგიურად ითრგუნებიან ბორტზე ასვლამდე გასავლელი უსაფრთხოების პროცედურების გამოც, რაც რეალურად ისევ ფრენის უსაფრთხოებისთვის ხორციელდება.

ფრენის შიშის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა ფაქტი ერთია, ეს ემოცია ირაციონალურია, რადგან ბევრად დიდი შანსია ადამიანი საავტომობილო ავარიაში დაიღუპოს, ვიდრე საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის IATA უსაფრთხოების სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს 3.5 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იფრინა თვითმფრინავით, ამ პერიოდში 68 საავიაციო შემთხვევას ქონდა ადგილი, რამაც ჯამში 510 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეორე მხრივ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საგზაო შემთხვევებმა 2013 წელს 1.25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობა 100-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ფრენა.

თუმცა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ხშირად მაინც არ არის საკმარისი ფრენის შიშთან გასამკლავებლად.  ზოგიერთ მგზავრს მეტი ცოდნა სჭირდება რათა დაამარცხოს ეს ფობია. ფსიქოლოგები ურჩევენ მგზავრებს გაეცნონ თვითმფრინავის მუშაობის მექნიზმს, -როგორ არის შესაძლებელი, რომ უდიდესი, უმძიმესი მეტალი ჰაერში იჭრება და მიფრინავს? ან როგორ ხდება საჰაერო მოძრაობის მართვა ავიამეთვალყურეების მიერ ხმელეთიდან, იმისათვის, რომ თვითმფრინავები ჰაერში ერთმანეთს არ დაეჯახონ? და კიდევ, რა ხდება რეალურად ტურბულენტურ ზონაში მოხვედრისას?

ცოდნის გაღრმავების გარდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შფოთვისა და პანიკის შეტევა აქვს ფრენის დროს, შიშის დამარცხების არაერთი გზა არსებობს,  როგორიცაა ფსიქოთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია, ჰიპნოთერაპია და სხვა. ზოგჯერ ფსიქოლოგთან ერთი ვიზიტიც კი საკმარისია ამისათვის.

Advertisements

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2013 წელს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილ მგზავრთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,436,046 მგზავრს მოემსახურა, რაც 17,79%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2013

გასულ წელს მგზავრთა ნაკადის 24%-მდე ზრდა დაფიქსირდა ბათუმის აეროპორტიდან. ზღვისპირა ქალაქმა 2013 წელს 208,937 მგზავრს უმასპინძლა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2012 წელთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 1 353,29%-ით გაიზარდა. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2013 წელს 187,939 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2013

სამწუხაროდ, მგზავრთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა მესტიაში, სადაც 2013 წელს მხოლოდ 885 ადამიანმა იმგზავრა.

მესტიის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობა

მგზავრთა რაოდენობა მესტიის საერთაშორისო აეროპორტში

ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მგზავრთა საერთო რაოდენობა 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში 1,833,807 იყო, რაც 30,66% მეტია წინა წელთან შედარებით. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების შეფასებებზე დაყრდნობით, მგზავრთა რაოდენობის ზრდა მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

მგზავრთა რაოდენობა

მგზავრთა რაოდენობა სულ 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში

http://gcaa.ge/geo/

https://www.facebook.com/tavgeorgia