1919 წლის საჰაერო ნავიგაციის კონვენცია

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ავიაციამ სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება განიცადა, თუმცა, აგრეთვე, ნათელი გახდა მისი სახიფათო პოტენციაც. ამ საფრთხეების შესახებ ხდებოდა განხილვა 1919 წელს პარიზში მშვიდობის კონფერენციაზე, რის შედეგადაც,  ამავე წლის 6 მარტს მშვიდობის კონფერენციის სააერნაოსნო კომისია შეიქმნა.

პირველივე შეხვედრაზე კომისია შეთანხმდა, რომ შეემუშავებინა ძირითადი პრინციპები სამომავლო კონვენციისა და მისი დანართებისათვის. შეიქმნა სამი სუბ-კომისია: სამართლებრივი, ტექნიკური და სამხედრო. 7 თვიანი მუშაობის შემდეგ, მათ წარმოადგინეს საჰაერო ნავიგაციის მარეგულირებელი კონვენცია, რომელსაც ხელი 1919 წლის 13 ოქტომბერს 27-მა სახელმწიფომ მოაწერა. პარიზის კონვენცია საჰაერო ნავიგაციის მარეგულირებელი პირველი საერთაშორისო კონვენცია გახლდათ.

მშვიდობის კონფერენცია

საჰაერო ნავიგაციის კონვენცია სამ ენაზე იყო წარმოდგენილი – ინგლისრად, ფრანგულად და იტალიურად. ის 9 თავისა და 43 მუხლისაგან შედგებოდა და სამოქალაქო ავიაციის ტექნიკურ, ოპერატიულ და საორგანიზაციო ასპექტების რეგულირებას ისახავდა მიზნად. ის ითვალისწინებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი, მისი გამოყენების აკრძალვის და ფრენების რეგულირების საკითხები, უცხოური და საკუთარი თვითმფრინავების მიმართ თანაბარი წესების დადგენა, მათი რეგისტრაცია და ა.შ. კონვენციაში, აგრეთვე წინასწარგანჭვრეტილი იყო საჰაერო ნავიგაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAN) დაარსება. პარიზის კონვენცია წინ უძღვის ასევე EUROCONTROL-ის დაარსებასაც.

 

 

Advertisements

World ATM Congress 2014: ინდუსტრია – ინდუსტრიისთვის!

4-6 მარტს, ქალაქ მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი (World ATM Congress 2014) ჩატარდა. WAC საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციასთან (ATCA) თანამშრომლობით,  სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

world atm congress

world atm congress

world atm congress 2014

world atm congress 2014

world atm congress 2014

გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მწარმოებელმა კომპანიებმა და  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიები და პრობლემის გადაჭრის გზები საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისათვის. სტუმრები გაეცნენ უახლეს ტენდენციებს ამ სფეროში.
მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესს  საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

world atm congress გოჩა მეზვრიშვილი

გოჩა მეზვრიშვილი

კონგრესი 2014

საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი

კონგრესი

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს გაწევრიანება ევროკონტროლში

2014 წლის 1 იანვირდან საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა გახდა. ეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფრენის უსაფრთხოება,  საჰაერო მიმოსვლის მართვის ეფექტურობა და იმ თანამშორმელთა მომზადების დონე, რომლებიც საჰაერო მოძრაობის დაგეგმვასა და მართვის განხორციელების პროცესში უშუალოდ არიან ჩართული.

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია EUROCONTROL მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის შემადგენლობაში დღეისათვის 40 სახელმწიფო შედის.

EUROCONTROL GEORGIA

EUROCONTROL-ის მისიაა საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ჰარმონიზაცია და ინტეგრაცია ევროპაში უსაფრთხო, დაცული, მოწესრიგებული, სწრაფი და ეკონომიური საჰაერო მოძრაობის დანერგვის მიზნით, თანაც ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავიაციის გავლენა გარემოზე.

EUROCONTROL-ის როლი ევროპაში უნიკალურია, რადგან, ის ერთადერთი ორგანიზაციაა,  სადაც ევროკავშირისა და სხვა სახელწიფოები ერთად განიხილავენ  ერთიანი ევროპული ცის იმპლიმენტაციის საკითხს.

EUROCONTROL

ორგანიზაციის ცოდნა, გამოცდილება და რესურსები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა:

  • სააერნაოსნო ინფორმაციის მართვა
  • საჰაერო სივრცის მართვა და ორგანიზება
  • საჰაერო მიმოსვლის ნაკადების და გამტარუნარიანობის მართვა
  • ეკონომიკური და ბიზნეს ქეისები
  • საჰაერო მიმოსვლის მართვის ტრეინინგი
  • სამოქალაქო და სამხედრო საჰაერო მიმოსვლის მართვის კოორდინაცია
  • კომუნიკაცია, ნავიგაცია და მეთვალყურეობა
  • ავიაციის გავლენა გარემოზე
  • ადამიანის ქცევა საჰაერო სივრცის მართვაში
  • უსაფრთხოება
  • სიმულაცია
  • სტატისტიკა და პროგნოზები.

ქართულმა მხარემ ევროკონტროლში გაერთიანების შესახებ მემორანდუმს  2012 წლის 5 დეკემბერს, ქალაქ ბრიუსელში მოაწერა ხელი და ორგანიზაციის ოფიციალური წევრი, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ,  2014 წელის პირველი იანვრიდან გახდა. გაწევრიანების ოფიციალური ცერმონია 2013 წლის 3 დეკემბერს გაიმართა.

EUROCONTROL GEORGIA

 

გოჩა მეზვრიშვილი, ნათია მიქელაძე, გურამ ჯალაღონია

EUROCONTROL საავიაციო საზოგადოების მიმართ  რიგ მომსახურებებს უზრუნველყოფს, რომლითაც  საქართველოც, როგორც ევროკონტროლის წევრი ქვეყანა ისარგებლებს.  ეს მომსახურებებია:

  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) პროგრამების სისრულეში მოყვანის განვითარება და კოორდინირება

EUROCONTROL ეხმარება წევრ სახემწიფოებს საჰაერო სივრცის დიზაინის კოორდინერებასა და მენეჯმეტში, მეტად ეფექტური საჰაერო მარშრუტის შექმნაში.

Eurocontrol INTERESTING

  • საჰაერო ნაკადებისა და გამტარუნარიანობის მართვა

 მას შემდეგ, რაც საჰაერო მარშრუტები დაგეგმილია, საჭიროა ფრენის შეთანხმება შესაძლებელ გამტარუნარიანობასთან. ეს ძალიან მშნიშვნელოვანი საფეხურია საჰაერო მიმოსვლის მართვის პროცესში, რადგან მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის ფრენის კონტროლია შესაძლებელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. დაგეგმილი საჰაერო მარშრუტები გააანალიზებული და მომზადებულია სიმჭიდროვის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს ათვისებული საჰაერო სივრცე. ევროკონტროლის ცენტრალური ნაკადების კონტროლის ერთეული (CFMU), ნაციონალური საჰაერო სივრცის კონტროლის ცენტრებთან ერთად, პასუხისმგებელია საჰაერო ნაკადებისა და სიმჭიდროვის მართვაზე კონტინენტის მაშტაბით.

EUROCONTROL ATM

  • საჰაერო ნავიგაციის საზღაურების მოგროვება (CRCO)

EUROCONTROL-ს, ასევე, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სანავიგაციო მომსახურების ტარიფების საკითხის განვითარებაში. 1971 წლის ნოემბერში სააგენტომ წარმოადგინა საზღაურების სისტემა და დააარსა საჰაერო ნავიგაციის საზღაურების ცენტრალური ოფისი (CRCO). საჰაერო ნავიგაციის საზღაურები გახლავთ საფასური, რომელსაც საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს უხდიან მომსახურებისათვის. CRCO EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოებისათვის აწესებს და აგროვებს საზღაურებს.

EUROCONTROL CHARGES

  •   საჰაერო სივრცის რეგიონულ დონეზე კონტროლი

თვითმფრინავების ერთმანეთისაგან სეპარაციასა და უსაფრთხოებაზე ჰაერში და აეროპორტის ტერიტორიაზე ავიამეთვალყურეები ზრუნავენ. ევროპაში (მათ შორის საქართველოში) საჰაერო მიმოსვლის კონტროლი საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებიდან ხორციელდება.

საჰაერო მიმოსვლის მართვის განხორციელების მეტი ეფექტურობისათვის, ევროკონტროლის ინიციატივით შეიქმნა ევროპის ერთადერთი მულტინაციონალური საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრი მაასტრიხტში, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის ზედა ზონის კონტროლს ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში.

ერთიანი ევროპული ცის კონცეფციის მიხედვით, მომავალში საჰაერო მიმოსვლის მართვა განხორციელდება არა ნაციონალურ დონეზე, არამედ რეგიონულ დონეზე.

MAASTRICHT MUAC

 

ევროკონტროლი

 

  • ევროპის საჰაერო მიმოსვლის მართვის (ATM) ახალი ტექნოლოგიებისა და

პროცედურების დანერგვა

ფრენის უსაფთხოებისათვის,  ეფექტურობისა და ეკონომიურიობისათვის EUROCONTROL საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემების,  ტექნოლოგიებისა და პროცედურების დასანერგად მუდმივად ზრუნავს. ის იკვლევს, რამდენად ვალიდურია საჰაერო მიმოსვლის მართვის ახალი ტექნოლოგიები.

ახალი ტექნოლოგიები

  • საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ სწავლება (IANS)

ევროკონტროლის ინიციატივით, ლუქსემბურში საჰაერო ნავიგაციის სერვისების ინსტიტუტი  (IANS) დაარსდა და 1970 წლის 5 იანვარს პირველი კურსიც დაიწყო. IANS-ი  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისთვის, სამხედრო წარმომადგენლებისა და EUROCONTROL-ის თანამშრომლებისთვის  საჰაერო მოძრაობის მართვის ხარისხიან ტრეინინგებს ქმნის და ატარებს.

EUROCONTROL IANS

 

 

დანართი 15 – სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისები

ICAO-ს მიერ შემუშავებული სტანდარტები და რეკომენდირებული პრაქტიკა ჩიკაგოს კონვენციის ცხრამეტ ტექნიკურ დანართშია თავმოყრილი. ისინი საყოველთაოდ გამოიყენება და ყველასათვის ერთგვაროვანია, რაც საშუალებას აძლევს საავიაციო ინდუსტრიას  უსაფრთხო, თანმიმდევრული და ეფექტური გზით განვითარდეს.

საშუალებები, რომლითაც სააერნაოსნო ინფორმაციის შეკრება და მართვა ხდება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონცენციის მე-15 დანართით რეგულირდება. სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისს, სამოქალაქო ავიაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია, სააერნაოსნო საინფორმაციო ნაკადის ერთგვაროვანი და თანმიმდევრული მოწოდება, რათა დაკმაყოფილებული იქნეს საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური ოპერაციული გამოყენება.

სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისები

პირველი მოთხოვნები, სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისების შესახებ, წინასწარი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (PIACO) საჰაერო ნავიგაციის კომიტეტმა შეიმუშავა. 1947 წლის 7 იანვარს  PIACO-ს საბჭომ პირველი პროცედურები დაამტკიცა. წევრ სახელმწიფოებს, სადაც საჰაერო ნავიგაციის შეხვედრები ჩატარდა, დაევალათ, რომ NOTAM-ების (Notices to Airman) საერთაშორისო გავცლის დანერგვა და იმპლიმენტაცია შეძლებისთანავე დაეწყოთ. NOTAM პროცედურები სხვა წევრ ქვეყნებშიც  გავრცელდა, რათა მისი მიღება მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყოფილიყო  შესაძლებელი.

NOTAM სისტემა  ისეთივე პრინციპით შეიქმნა, როგორიც არის შეტყობინება მეზღვაურებისათვის (Notices to Mariners). ეს უკანასკნელი, მეზღვაურებს  იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ატყობინებს, რომლებიც სანავიგაციო უსაფრთხოებაზე ახდენენ გავლენას. ანალოგიურად,  NOTAM არის შეტყობინება, რომელიც  სატელეკომუნიკაციო გზით ვრცელდება და რომელიც  ინფორმაციას ნებისმიერი სააერნაოსნო დაწესებულების, სერვისის, პროცედურის მდგომარეობის, ცვლილების ან დაწესების შესახებ  შეიცავს.  ამ ინფორმაციის  დროული მიღება აუცილებელია პერსონალისათვის, რომელიც  ფრენის ოპერაციებს ახორციელებს.

notam ნოტამი

1949 წლის 14 აპრილს ICAO-მ სპეციალური NOTAM შეხვედრა გამართა. ეს ICAO-ს მიერ ორგანიზებული სააერნაოსნო ინფორმაციის გავრცელების სტანდარტიზაციის შესახებ გამართული პირველი შეხვედრა იყო. მისი ძირითადი შედეგი კომპლექტი „საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროცედურები – სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისების“ (PANS-AIS) შემუშავება გახლდათ. (შეიცვალა „საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროცედურები – საერთაშორისო NOTAM სერვისები). პროექტი PANS-AIS  NOTAM-ების გამოქვეყნების და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სერვისში გავრცელების პრინციპებსა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამომავლო პრობლემების დამუშავებას ითვალისწინებდა. პროცედურების გამოყენება 1951 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

პარალელურად, ICAO-ს კომუნიკაციების განყოფილებამ საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის (AFTN) დაარსების პრინციპები შეიმუშავა. მისი მიზანი შეტყობინებებისა და მონაცემების  სააერნაოსნო სადგურებს შორის გაცვლა გახლდათ, რომელთაც ერთნაირი ან თავსებადი საკომუნიკაციო მახასიათებლები ექნებოდათ.

1952 წლის 19 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარებული სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისების განყოფილების პირველი სესიის რეკომენდაციით, საჰაერო ნავიგაციის კომისიამ  1953 წლის 15 მაისს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის პირველი კომპლექტი მიიღო, როგორც დანართი 15 – სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისები. აღნიშნული დანართი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის, რეგულარობისა და ეფექტურობისათვის აუცილებელი ინფორმაციის გამოქვეყნებას ითვალისწინებს. იგი  1954 წლის 1 აპრილს შევიდა ძალაში და PANS-AIS შეცვალა.

მას შემდეგ, 15-ე დანართმა საჰაერო მოძრაობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მრავალი ცვლილება განიცადა. სააერნაოსნო ინფორმაციის როლი და მნიშვნელობა ინტერნეტის ეპოქაში მკვეთრად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ტრადიციული სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურებები (AIS)  განვითარდა და ახლა უფრო ფართო კონცეფციაზე გადადის, როგორიცაა სააერნაოსნო ინფორმაციის მართვა (AIM). თუმცა, ეს სწრაფი პროცესი არ არის და ICAO-ს წევრი ქვეყნების მიერ შესაბამის მომზადებასა და ტექნოლოგიების დანერგვას მოითხოვს. ასევე დაგეგმილია AFTN-ის (საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელი)  ჩანაცვლება AMHS-ით (სააერნაოსნო შეტყობინების დამუშავების სისტემა). ეს პროცესები  დღეისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საინფორმაციო რესურსი: http://www.icao.int/

სამეთვალყურეო კოშკები გამორჩეული დიზაინით

სამეთვალყურეო კოშკისა და ზოგადად, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნორმებს, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი და რომელთა დაცვაც აუცილებელია საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის. ამ რეგულაციების გათვალისწინებასთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა შენობის დიზაინსაც. თანამედროვე სამყაროში ზოგიერთი სამეთვალყურეო კოშკი მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ტაუერების ფოტოკოლაჟს, მათ შორის UNStudio-ს მიერ დაპროექტებული ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკს.

Sydney Airport Control Tower

Sydney Airport Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Control Tower at Vienna’s Schwechat Airport

Control Tower at Vienna’s Schwechat Airport

Farnborough Airport Air traffic control tower

Farnborough Airport Air traffic control tower

Farnborough Airport Air traffic control tower

Farnborough Airport Air traffic control tower

Orlando Air Traffic Control Tower

Orlando Air Traffic Control Tower

Orlando Air Traffic Control Tower

Orlando Air Traffic Control Tower

Air Traffic Control Tower at Abu Dhabi International Airport

Air Traffic Control Tower at Abu Dhabi International Airport

air traffic control tower at Abu Dhabi International Airport

Air Traffic Control Tower at Abu Dhabi International Airport

Arlanda Sweden Tower

Arlanda Sweden Tower

Barajas air traffic control tower

Barajas air traffic control tower

Bangkok Air Traffic Control Tower

Bangkok Air Traffic Control Tower

Haneda airport  ATC tower

Haneda airport ATC tower

Kutaisi Air Traffic Control Tower

Kutaisi Air Traffic Control Tower

Kutaisi Air Traffic Control Tower

Kutaisi Air Traffic Control Tower