საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა

2017 წლის 4 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-თ მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. 4 თვის განმავლობაში შპს “საქაერონავიგაცია” 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 544 ფრენით, ანუ 35%-ით მეტია.

2017 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 31 426 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 166 ფრენით, ანუ 7%-ით მეტია.

2017 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 12 989 259 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 574 953 კმ-ით მეტია.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს საქაერონავიგაციის მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უმაღლესი სტანდარტის სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ. ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის კიდევ უფრო ამაღლება და  ამ ტენდენციის შენარჩუნება.”, – აცხადებს შპს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

შპს “საქაერონავიგაცია” საქართელოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის.

 

იხილეთ ინფოგრაფიკა:

 

 

 

საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის ინტერვიუ ყაზახურ ჟურნალში “Air Traffic Control”

Gocha mezvrishvili

საქაერონავიგაციის დირექტორი

ინტერვიუ გოჩა მეზვრიშვილთან

გოჩა მეზვრიშვილი

sakaeronavigatsia ltd

Georgian Air Navigation Service Provider

 

ყაზახეთის საჰაერო ნავიგაციის ჟურნალი “Air Traffic Control”  შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.atc-magazine.kz/

Comsoft-ის პრეზენტაცია საქაერონავიგაციაში

შპს „საქაერონავიგაციაში“ 9-11 ნოემბერს Comsoft-ის მიერ სისტემურ და საკომუნიკაციო უზრუნველყოფებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია  სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის, მეტეო სამსახურისა და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურებში სისტემურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ეხებოდა. Comsoft წარმოადგენს მსოფლიში ერთ-ერთ ცნობილ კომპანიას, რომელიც 1979 წელს დაარსდა და დღეისათვის მომხმარებლებს სთავაზობს უახლეს სერვისს, რომელიც ავიაციაში თანამედროვე მოთხოვნებზე არის მორგებული. საქაერონავიგაციისა და Comsoft-ს წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს პრეზენტაციაში წამნოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, რის შემდეგაც საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწიეს.


შპს ‘საქაერონავიგაციის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მომხმარებლებისთვის და მომუშავე პერსონალისთვისთვის სერვისი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და XXI საუკუნის ტექნოლოგიებს  მორგებული, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო გადაადგილებას.

რუსეთის ავიაციამ საქართველოს სანავიგაციო სისტემაზე იერიში მიიტანა

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. რუსეთის სამხედრო ავიაცია იჭრებოდა საქართველოს საჰაერო ზონაში და ბომბავდა ქვეყნის ტერიტორიებს.
2008 წლის 9 აგვისტოს 00:30 საათზე რუსეთის ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო სენაკის მონოიმპულსური მეორადი დაკვირვების ლოკატორტან 150 მეტრის დაშორებით, ხოლო 11 აგვისტოს 04:37 საათზე რაკეტით მიიტანა იერიში სამოქალაქო სალოკაციო კომპლექსზე ASR-12 (პირველადი მონოიმპულსური დაკვირვების ლოკატორი) და იგი მთლიანად გაანადგურა.

2008 წლის ოქტომბერში საქაერონავიგაციამ შეიძინა ახალი რადარი ფრანგული კომპანია THALES-ისგან და დაამონტაჟა აფეთქებული რადარის ადგილას.
მიუხედავად მიყენებული ზიანისა საქართველოს სანავიგაციო სისტემების მაღალი ხარისხი და ავიამეთვალყურეების კვალიფიკაცია ზრდის ფრენების რაოდენობას საქართველოს საჰაერო სივრცეში.