10 ყველაზე სწრაფი თვითმფრინავი მსოფლიოში

დღესდღეობით გადაადგილების უსწრაფესი და მოხერხებული საშუალება თვითმფრინავით მგზავრობაა. სხვა კონტინენტზე მოსახვედრად მას სულ რამდენიმე საათი სჭირდება, მაგრამ იყო დრო, როცა ხალხი გემებით გადაადგილდებოდა, რასაც ხშირ შემთხვევაში დღეები და ზოგჯერ, რამდენიმე კვირაც კი სჭირდებოდა. ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატების წარმატებულმა ფრენებმა საფუძველი ჩაუყარა ავიაციის სწრაფ განვითარებას. ამჟამად ავიაცია გამოიყენება სატრანსპორტო, სამგზავრო, საბრძოლო, სადაზვერვო და სხვა მიზნებისთვის. წარმოგიდენთ მსოფლიოში 10 ყველაზე სწრაფ თვითმფრინავს.

Lockheed SR-71 Blackbird

blackbird

SR-71 გახლდათ სტრატეგიული ზებგერითი მზვერავი. მის ძირითად ღირსებებს წარმოადგენს ფრენის სიმაღლის, სიჩქარის, აჩქარების და სწრაფამწეობის მახასიათებელთა სიდიდეები, რომლებიც მის მთავარ იარაღს წარმოადგენდნენ რაკეტებისგან თავის დაღწევის საქმეში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 3920კმ/სთ-ია (3.2 მახი).

Mikoyan MiG-25 Foxbat

134

უსწრაფესი გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლის მაქსიიმალური სიჩქარე 3920კმ/სთ (3.2 მახი) იყო.

Sukhoi Su-27 Flanker

123

Su-27 არის ორძრავიანი ზემანევრული გამანადგურებელი, რომელიც შეიქმნა საჰაერო ბატონობის და თავდაცვის მოსაპოვებლად ამერიკული ბომბდამშენებისგან. მისი მაქსიმალური სიჩქარე – 2879კმ/სთ (2.35 მახი).

 

General Dynamics F-111 Aardvark

1234

სიაში შემდეგია ამერიკული ტაქტიკური ბომბდამშენი F-111, რომელიც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო თვითმფრინავი ისტორიაში. F-111 საბრძოლო დატვირთვა 14290კგ შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 3063კმ/სთ-ს (2.5 მახი).

 

North American X-15

12345

X-15 აშშ–ს ექსპერიმენტული თვითმფრინავ – რაკეტოპლანია. 40 წლის განმავლობაში ერთადერთი პილოტირებული ჰიპერბგერითი საფრენი აპარატი, რომელმაც კოსმოსური ფრენები განახორციელა. მისი სიჩქარე 7200კმ/სთ-ია. Х-15 ძირითადი მისია გახლდათ ფრენის პირობების შესწავლა ჰიპერბგერითი სიჩქარეების დროს, შემოწმება/დაკვირვება ფრთოსანი აპარატების ატმოსფეროში შემოსვლისას და ახალი კონსტრუქტორული გადაწყვეტების შეფასება.

 

McDonnell Douglas F-15 Eagle

1245

F-15 ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 3063კმ/სთ-ია. 100ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან, მას არცერთი არ წაუგია, ამიტომ F-15 ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად.

 

Mikoyan MiG-31 Foxhound

 123456543

MiG-31 დანიშნულება საჰაერო ძალების განადგურება გახლდათ. ის იყო უმაღლესი ზებგერითი გზაგადამჭრელი და ბომბდამშენი თვითმფრინავი. მისი მაქსიმალური სიჩქარე  3467კმ/სთ-ია ( 2.83 მახი).

 

XB-70 Valkyrie

1111

უნიკალური ექვსძრავიანი თვითმფრინავი, რომელსაც ერთბაშად 240000 კილოგრამის დაძვრა 3700კმ/სთ_ით შეეძლო.

 

Bell X-2 Starbuster

11111222

შეიქმნა ფრენის თავისებურებების შესასწავლად მაღალ სიჩქარეებზე.  მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 3200კმ/სთ, რის შემდეგაც მალევე გამოვიდა მწყობრიდან, დიდი სიჩქარით შეეჯახა მიწას და განადგურდა.

 

Lockheed YF-12

wq

ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე დიდი გამანადგურებელი, რომლის სიჩქარე ყველაზე მაღალ სიმაღლეზე 4165კმ/სთ აღწევდა.

Advertisements