World ATM Congress 2014: ინდუსტრია – ინდუსტრიისთვის!

4-6 მარტს, ქალაქ მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი (World ATM Congress 2014) ჩატარდა. WAC საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციასთან (ATCA) თანამშრომლობით,  სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

world atm congress

world atm congress

world atm congress 2014

world atm congress 2014

world atm congress 2014

გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მწარმოებელმა კომპანიებმა და  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიები და პრობლემის გადაჭრის გზები საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისათვის. სტუმრები გაეცნენ უახლეს ტენდენციებს ამ სფეროში.
მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესს  საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

world atm congress გოჩა მეზვრიშვილი

გოჩა მეზვრიშვილი

კონგრესი 2014

საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი

კონგრესი

Advertisements

კომერციული ავიაცია 100 წლისაა

2014 წლის 1 იანვარს კომერციული ავიაციის დაბადებიდან  100 წელი გავიდა. ყველაფერი ერთი მგზავრით დაიწყო, საუკუნის შემდეგ კი საავიაციო ინდუსტრია დღეში მილიონობით მგზავრს ითვლის. დღესათვის ავიაციას მსფლიოს ნებისმიერ კუთხეში პირდაპირი თუ ირიბი, დადებითი გავლენა აქვს.

აი ამის დამადასტურებელი სტატისტიკაც:

  • მსოფლიოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 8 მილიონი მგზავრი დაფრინავს. 2013 წელს მთლიანობაში მგზავრთა რაოდენობამ 3.1 მილიარდს მიაღწია. 2014 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 3.3 მილიარდამდე გაიზრდება.
  • საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით დღეში დაახლოებით 140 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება, რაც წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ტონაა.
  • ავიაციის წყალობით მსოფლიოში 57 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. საავიაციო ინდუსტრია ქვეყანა რომ ყოფილიყო, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში მე-19 ადგილს დაიკავებდა.
  • წინასწარი მონაცემების მიხედვით, მსოფლიო ავიაკომპანიების ბრუნვა 2014 წლისთვის 743 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ნათელია, რომ უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ავიაციამ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვალა. 1914 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საავიაციო ინდუსტრია ამდენად განვითარდებოდა. დღესდღეობით ავიაცია აკავშირებს კულტურებს, აღებს სავაჭრო ბაზრებს, ხელს უწყობს მსოფლიოს განვითარებას, ქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს.

კომერციული ავიაციის 100 წლის იუბილე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ინიციატივით, მთელი 2014 წლის განმავლობაში აღინიშნება.

http://www.flying100years.com

Airbus A350 XWB პარიზის ავიაშოუზე

Airbus  A350 XWB (eXtra Wide Body)  ფართო საზოგადოებამ პირველად  პარიზის ავიაშოუზე  იხილა.  Airbus-ის ახალი თვითმფრინავი საავიაციო ინდუსტრიაში წლის მთავარი მოვლენა გახდა. მას 250-დან 350-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია. გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა,   A350 XWB წინამორბედებთან შედარებით  უფრო ეკონომიური და ნაკლებად ხმაურიანია.

ავიაშოუზე ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თვითმფრინავის სალონიც. ღონისძიების განმავლობაში კომპანიამ 69 ახალი შეკვეთა მიიღო.

 

943221_438185429614017_1980913376_n

977603_438374239595136_2060956114_o

1000159_438195809612979_166955140_n

A350 XWB

ავიაშოუ

1040767_438374366261790_1692392865_o

1048450_438374329595127_533681356_o

პარიზის ავიაშოუ

1049217_438374302928463_1091336810_o

ფოტოები გადაღებულია პარიზის ავიაშოუზე. (21/06/2013)

თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა VOISIN

ფრანგული თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Voisin ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში. ის 1906 წელს დაარსდა გაბრიელ და ჩარლს ვოიზინების მიერ. 1912 წელს, ჩარლსის გარდაცვალების შემდეგ, გაბრიელ ვოიზინმა მარტომ გააგრძელა საქმიანობა. მისი შექმნილია ევროპის პირველი პილოტირებული, ჰაერზე მძიმე თვითმფრინავი, რომელისაც მდგრადი, ცირკულარული, კონტროლირებადი ფრენის განხორციელება შეეძლო – ეს გახლდათ Voisin-Framan I.

ვოიზინი

პირველი მსოფლიო ომის დროს კომპანია სამხედრო თვითმფრინავების ძირითადი მწარმოებელი გახლდათ. ომის შემდეგ, გაბრიელ ვოიზინმა შეწყვიტა საავიაციო ინდუსტრიაში მუშაობა და მდიდრული ავტომობილების წარმოება დაიწყო.

ვიდეო გადაღებულია ვოიზინის საავიაციო ქარხანაში 1910 წელს.

საავიაციო ინდუსტრიის როლი მსოფლიო ეკონომიკაში

ავიაცია მსოფლიო ეკონომიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, ტურიზმსა და საერთაშორისო ინვესტიციებს, ის აკავშირებს ადამიანებს სხვადასხვა კონტინენტებზე.

საავიაციო ინდუსტრია თავისთავად ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი დამსაქმებელია. სამუშაო ადგილები ავიახაზებსა და აეროპორტებში, საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებში, მგზავრთა მომსახურებაში- რეგისტრაცია და ბარგის შემოწმება, საავიაციო უშიშროება, მგზავრთა კვება და ა.შ.

მსოფლიოს სხვადასხვა ავიახაზები წელიწადში დაახლოებით 2,6 მილიარდ მგზავრს ემსახურება და 48 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს. ეს ყველაფერი ქმნის 8,4 მილიონ სამუშაო ადგილს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ავიაციასთან. საავიაციო ინდუსტრიაში მშპ 539 მილიარდი დოლარია, რაც უფრო მეტია, ვიდრე ფარმაკოლოგიის სფეროში ($445 მილიარდი) და საავტომობილო მრეწველობაში ($484). ავიაცია ქვეყანა რომ ყოფილიყო, ის მე-19 იქნებოდა მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით.

საავიაციო ინდუსტრია ასევე წარმოადგენს არაპირდაპირ დამსაქმებელს. მაგალითად, საწვავის მომწოდებლები, სამშენებლო კომპანიები, და სხვ. არაპირდაპირი სამუშო ადგილი 9,3 მილიონია მსოფლიოში, ხოლო მშპ 618 მილიარდი დოლარია.

გარდა ამისა, პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილები განაპირობებს ისეთი ინდუსტრიის განვითარებას, როგორიცაა, მაგალითად სავაჭრო და კვების ობიექტები აეროპორტებში, ბანკები და ა.შ. ასეთი სამუშაო ადგილი 4,4 მილიონია მსოფლიოში, ხოლო გლობალური მშპ – დაახლოებით 288 მილიარდი დოლარი.

ამასთანავე, საავიაციო ინდუსტრიას უდიდესი როლი აქვს ტურიზმის სფეროში, რაც ძირითად ძრავს წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში და განსაკუთრებით, განვითარებად ეკონომიკაში. დღესდღეობით 51 % საერთაშორისო ტურისტი საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით გადაადგილდება. ავიაცია ტურიზმის თვალსაზრისით, 34 მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის, ხოლო მშპ 762 მილიარდი დოლარია.

საბოლოო ჯამში, დღესდღეობით ავიაცია წარმოადგენს ინდუსტრიას, სადაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი თვალსაზრისით დასაქმებულია 56,6 მილიონი ადამიანი მსოფლიო მაშტაბით, ხოლო გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2,2 ტრილიონი დოლარია.

ექსპერტების ვარაუდით 2030 წელს მსოფლიო  საავიაციიო ინდუსტრია შეძლებს, დაასაქმოს 82 მილიონი  ადამიანი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო მაშტაბით 6.9 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.