10 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის აგვისტოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო ინტერვენციამ თავისი მძიმე კვალი საქაერონავიგაციის ისტორიაშიც დატოვა.

11 აგვისტოს 03:37:57 საათზე, ქვიშიანას მთაზე მდებარე პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სისტემის ანტენაზე რუსეთის სამხედრო საჰაერო ხომალდის მიერ მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სრულიად განადგურდა რადიოსალოკაციო სადგური.

სარადარო სისტემის განადგურების შემდეგ, ფრენების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ავიამეთვალყურეებს გარკვეული დროის განმავლობაში ვიზუალიზაციის გარეშე უწევდათ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საფრთხე, რუსეთს იერიში არამარტო სანავიგაციო რადიოლოკატორზე, არამედ უშუალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრზეც მიეტანა, საქაერონავიგაციის ყველა თანამშრომელი საკუთარ სამუშაო ადგილზე დარჩა, მათთან ერთად იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც.

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის 11 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ოკუპირებული იყო შპს „საქაერონავიგაციის“ სენაკის მეორადი სალოკაციო სადგური MSSR, რომელიც მდებარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სენაკში. ცამეტი დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს დატყვევებული ჰყავდათ საქაერონავიგაციის 5 თანამშრომელი. 18 აგვისტოს 15:15 საათზე ძალის გამოყენებით მოხდა მეორადი რადიოლოკატორის გათიშვა. 21 და 22 აგვისტოს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა აღნიშნული ობიექტის ძარცვა.

საომარი მოქმედებების შედეგად გაიძარცვა და განადგურდა შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილი 4 000 000 ლარის ღირებულების ქონება.

მალევე, საქაერონავიგაციამ რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული სისტემები ფრანგული კომპანია THALES-ის ახალი რადიოლოკატორით ჩაანაცვლა.

Advertisements

2008 წლის აგვისტო

უკვე 4 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენის შემდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომი ყველა ქართველს და საქართველოში არსებულ ყველაფერს შეეხო. საქაერონავიგაციისთვის კი ის მოვლენები არანაკლებ შემზარავი იყო- რუსული ავიაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოველდღე იჭრებოდა და ბომბავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს.

2008 წლის 9 აგვისტოს 00:30 საათზე რუსეთის ავიაციამ ბომბი სენაკის მონოიმპულსური მეორადი დაკვირვების ლოკატორთან 150 მეტრის დაშორებით ჩამოაგდო, ხოლო 11 აგვისტოს 04:37 საათზე რაკეტით მიიტანა იერიში სამოქალაქო სალოკაციო კომპლექსზე ASR-12 (პირველადი მონოიმპულსური დაკვირვების ლოკატორი) და იგი მთლიანად გაანადგურა. საქაერონავიგაციის ინჟინრებმა იერიშიდან რამოდენიმე წუთში მოახერხეს სათადარიგო რადარზე გადართვა. აღნიშნული რადარი საქაერთველოს საჰაერო სივრცის მთელ ტერიტორიას ფარავდა და განადგურების შემდეგ ფრენების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ავიამეთვალყურეებს რამოდენიმე ხნის განმავლობაში ბრმად უწევდათ მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საფრთხე რუსეთს იერიში არამარტო სანავიგაციო ლოკატორზე, არამედ უშუალოდ სამეთვალყურო დაკვირვების პუნქტებზეც მიეტანა, საქაერონავიგაციის ყველა თანამშრომელი საკუთარ სამუშაო ადგილზე იყო და მათთან ერთად იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც.

ომიდან ორი თვის შემდეგ საქაერონავიგაციამ ფრანგული კომპანია THALES-გან ახალი რადარი შეიძინა და აფეთქებული რადარის ადგილას დაამონტაჟა.

მიუხედავად მიყენებული ზიანისა საქართველოს სანავიგაციო სისტემების მაღალი ხარისხი და ავიამეთვალყურეების კვალიფიკაცია საქართველოში დღითიდღე იზრდება.

საქაერონავიგაცია აგვისტოს სამწუხარო მოვლენებს იხსენებს.

რუსეთის ავიაციამ საქართველოს სანავიგაციო სისტემაზე იერიში მიიტანა

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. რუსეთის სამხედრო ავიაცია იჭრებოდა საქართველოს საჰაერო ზონაში და ბომბავდა ქვეყნის ტერიტორიებს.
2008 წლის 9 აგვისტოს 00:30 საათზე რუსეთის ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო სენაკის მონოიმპულსური მეორადი დაკვირვების ლოკატორტან 150 მეტრის დაშორებით, ხოლო 11 აგვისტოს 04:37 საათზე რაკეტით მიიტანა იერიში სამოქალაქო სალოკაციო კომპლექსზე ASR-12 (პირველადი მონოიმპულსური დაკვირვების ლოკატორი) და იგი მთლიანად გაანადგურა.

2008 წლის ოქტომბერში საქაერონავიგაციამ შეიძინა ახალი რადარი ფრანგული კომპანია THALES-ისგან და დაამონტაჟა აფეთქებული რადარის ადგილას.
მიუხედავად მიყენებული ზიანისა საქართველოს სანავიგაციო სისტემების მაღალი ხარისხი და ავიამეთვალყურეების კვალიფიკაცია ზრდის ფრენების რაოდენობას საქართველოს საჰაერო სივრცეში.