პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიურ სამსახურში

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეტეოროლოგიურ ოფისებში, ფრანგული კომპანია COROBOR SYSTEMS-ის მიერ MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია დამონტაჟდა.

ბადრი ჯიჯელავა

სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტეოროლოგიური ბანკებიდან  როგორც ფაქტიურ, ასევე პროგნოსტიკულ, საეროდრომო და სატრასო მეტეოროლოგიურ შეტყობინებებს იღებს. სისტემა ინგლისში არსებული მეტეოროლოგიური დანიშნულების სერვერიდან (SADIS-დან) იღებს NWP – ციფრულ პროგნოსტიკულ მოდელებს, რომელიც მნიშვნელოვანი ასპექტია საეროდრომო/სატრასო პროგნოსტიკული შეტყობინების შესადგენად.

ICAO-ს მესამე დანართის მოთხოვნების შესაბამისად, სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს საეროდრომო პროგნოზების (TAF) შემოწმებას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის და სამომავლოდ ამბროლაურის აეროპორტებისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელიდან ავტომატურ რეჟიმში იღებს საფრენოსნო გეგმებს და საფრენოსნო გეგმების საფუძველზე ქმნის წინასაფრენონსნო მეტეოოროლოგიურ ინფორმაციას – ე. წ. საფრენოსნო საქაღალდეს, გარდაქმნის მას რა PDF ფორმატში აგზავნის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სინოპტიკოსებს წინასწარ განსაზღვრულ ელ-ფოსტაზე.

MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის აღნიშნული ფუნქციები აადვილებს პროგნოზების შედგენას, ამაღლებს პროგნოზების გამართლების მაჩვენებლებს, ავითარებს თვითკრიტიკას, აადვილებს ეკიპაჟის ოპერატიულ მომსახურებას და მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომის ფაქტორი. აღნიშნული სისტემის ოპერირება სამომავლოდ აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურ სამსახურში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა და  2017 წელს ჩატარებული აუდიტის საფუძველზე სამსახურს ISO 9001:2015 სერთიფიკატი გადაეცა. ხარისხის მართვის სისტემა გულისხმობს სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს, ამცირებს რისკებს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.

გარდა ამისა, მეტეოროლოგიური სამსახურის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის თბილისში, ქვიშიანას ნიშნულ 1100-ზე დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს მოსაზღვრე ქვეყნებთან გაცვალოს მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში (FIR).

Advertisements

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე 1961 წლიდან ყოველწლიურად 23 მარტს აღინიშნება. ეს თარიღი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) დაარსების დღესთან არის დაკავშირებული.

მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას უდიდესი როლი აქვს ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. მეტეოროლოგია უმნიშვნელოვანესია საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, წყლის რესურსების და ტრანსპორტის თვალსაზრისით.

ამინდის, კლიმატისა და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვა, პროგნოზი და ანალიზი  განსაკუთრებით საყურადღებოა ავიაციის სფეროში, სადაც ფრენის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია მეტეოროლოგიურ პირობებთან.

საქართველოში საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის პროვაიდერი შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიური სამსახურია.  2014 წელს  სამსახურმა ხარისხის მართვის შესაბამისი ISO სერთიფიკატი მიიღო. პროფესიონალიზმი და მომსახურების ხარისხი მეტეოროლოგიური სამსახურის მუშაობის უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენს.

 

საქართველოს საჰაერო ნავიგაცია

საქაერონავიგაცია 2014 წელს – ერთი წელი ევროკონტროლში

2014 წელი საქაერონავიგაციისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისა და წარმატებების წელი აღმოჩნდა. გასულ წელს განხორციელებული პროექტები უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიისა და ზოგადად  ეკონომიკის განვითარების საქმეში. ეს წელი მნიშვნელოვანი იყო იმიტომაც, რომ მსოფლიო ასპარეზზე საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი, როგორც საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. საქაერონავიგაციის მიერ განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი,  სწორედ ევროკონტროლთან თანამშრომლობას უკავშირდება.

გთავაზობთ, 2014 წლის რამდენიმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენას:

 

საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა

2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობის დაწყება. სამშენებლო პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია. მშენებლობაზე 200 ადამიანი დასაქმდა.  მართვის ახალი ცენტრი 9 მილიონი ევროს ღირებულების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემებით აღიჭურვება.

გიორგი კვირიკაშვილი

საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი ხელს შეუწყობს საქაერონავიგაციის ძირითადი საქმიანობის, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოფას.

ცენტრის ფუქციაში შევა ძირითადი სისტემის სარეზერვო მოწყობილობაც – ძირითადი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში,  ავიამეთვალყურეებს საშუალება მიეცემათ, გადავიდნენ სარეზერვო სისტემაზე და სრულფასოვნად გააგრძელონ საქმიანობა.

სამშენებლო სამუშაოებს ღია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ ახორციელებს.

 

შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ISO 9001:2008 სერთიფიკატი მიიღო

გასული წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საქაერონავიგაციის მეტეოროლოგიური სამსახურისთვის. 2014 წლის 7 მაისს შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისი ISO 9001-2008 სერტიფიკატი მიიღო. ხარისხის მართვის სისტემა  სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს გულისხმობს, ამცირებს საავიაციო ინციდენტების რისკს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.

ISO სერთიფიკატი

გარდა ამისა, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის ინიციატივით,  მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარის მომზადება დაიწყო, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გამოიცემა.

კლიმატოლოგიურ ცნობარში მოცემული ინფორმაცია საავიაციო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. ამ ინფორმაციის მომხმარებელთა ფართო წრე უფლებამოსილი იქნება მასალა პროფესიონალური თვალსაზრისით გამოიყენოს.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც საქაერონავიგაციის მეტეო-სამსახურს შეეხება, გახლავთ, ქუთაისის ახალი მეტეოროლოგიური სადგურის მშენებლობა, რომელიც 2014 წლის ბოლოს დასრულდა.

 

ავიამეთვალყურეების ყოველწლიური გადამზადების კურსები მადრიდში 

იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ  თანამედროვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ავიამეთვალყურეები მუდმივად გადიან გადამზადებას.  2014 წლიდან საქაერონავიგაციის 100-ზე მეტი, პროფესიონალი ავიამეთვალყურე  სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში გადის.  SENASA 1990 წლიდან თავაზობს ორგანიზაციებს ხარისხიან ტრენინგებს საჰაერო სივრცის მართვის სფეროში.

ავიამეთვალყურეების გადამზადება

საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას ყოველწლიურად წელიწადში 5 კვირის განმავლობაში.

 

კომსოფტთან ორი ხელშეკრულება გაფორმდა

2014 წლის 19 სექტემბერს შპს “საქაერონავიგაციასა” და გერმანულ კომპანია “COMSOFT”-ს შორის ორი ახალი ხელშეკრულება გაფრომდა.

2013 წელს სისტემა CADAS და AIDA-NG-ს წარმატებით დანერგვის შემდეგ, საქართველოს საჰაერო ნავიგაციის გადაწყვეტილებით, გაგრძელდა COMSOFT-თან თანამშრომლობა და ამ ეტაპზე მოხდება ცენტრალური სააერნაოსნო მონაცემთა ბაზის (CADAS-AIMDB) და მისი მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულის (eAIP) დანერგვა.

COMSOFT

გარდა ამისა, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დაინერგება “COMSOFT”-ის სისტემა COFFEE, რომელიც რეგიონებს შორის ოპერატიული კავშირის (OLDI) დამყარების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურებების (AIS) გადასვლას სააერნაოსნო ინფორმაციის მართვაზე. (AIM).

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს” საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია “COMSOFT”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მანფრედ შმიდმა.

 

ევროკონტროლის მიერ ინიცირებული ცენტრალიზებული სერვისების  პროგრამა

2014 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებულია საფრანგეთის და გერმანიის სააერნაოსნო მოსახურების პროვაიდერებსა და შპს „საქაერონავიგაციას“ შორის გაფორმებული უფრიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ცენტრალიზებული სერვისები

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ EUROCONTROL-ის მიერ ინიცირებული ცენტრალიზებული სერვისების დანერგვის პროგრამაში. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ  ცენტრალიზებულ, ევროპულ დონეზე განსახორციელებელი, 9 სერვისის იდენტიფიცირება მოახდინა და წარუდგინა ისინი სახელმწიფოებს. პროგრამის მიხედვით, ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოები გაერთიანდებიან ჯგუფებად და მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ  ტენდერში.

შპს „საქაერონავიგაცია“ ზემო ხსენებულ კომპანიებთან და DFS-ის მიერ შემოთავაზებულ  კომპანია Information Design One AG-თან ერთად  მიიღებს ტენდერში მონაწილეობას საფრენოსნო გეგმის და აეროპორტების სლოტების თანმიმდევრულობის განმსაზღვრავი ცენტრალიზებული სერვისის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად. გამარჯვების შემთხვევაში, კომპანიები ჩამოაყალიბებენ კონსორციუმს, რომელიც  მოახდენს აღნიშნული სერვისის მიწოდებას მომხმარებლამდე. შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება საქართველოში უმაღლესი სტანდარტების დანერგვის და უსაფრთხოების დონის ამაღების მიზნით.

გოჩა მეზვრიშვილი

ანალოგიური მემორანდუმი გაფორმდა ქალაქ სოფიაში ბულგარეთის სააერნაოსნო მოსახურების პროვაიდერის BULATSA-ს შტაბბინაში. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა დააფიქსირეს სურვილი ითანამშრომლონ ევროკონტროლის მიერ შემუშავებულ კიდევ ერთი ცენტრალიზირებულ სერვისის დანერგვის პროცესში. აღნიშნული სერვისის საოპერაციო კონცეფციის მიხედვით, გამარჯვებულმა მხარემ უნდა უზრუნვლყოს ევროპის მაშტაბით არსებული რადიო – სალოკაციო საშუალებების საიედენტიფიკაციო კოდით უზრუნველყოფა.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, გასული წლის განმავლობაში საქაერონავიგაციამ განახორციელა სხვა არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული გახლდათ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. საქაერონავიგაცია აქტიურად თანამშრომლობდა ევროკონტროლის ინიციატივით დაარსებულ საჰაერო ნავიგაციის სერვისების ინსტიტუტთან (IANS) ლუქსემბურგში, სადაც კომპანიის არაერთმა თანამშრომელმა გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

IANS

2014 წელი წარმატებული იყო, ასევე ფრენების რაოდენობის გაზრდის კუთხით. გასული წლის  განმავლობაში ფრენების რაოდენობა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. საქაერონავიგაციის ავიამეთვალურეები ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე ფრენას აკონტროლებენ. ევროკონტროლის მონაცემებით, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ფრენების რაოდენობა საქართველოში 6%-ით გაიზრდება (ეს მაჩვენებელი 1.8%-ია დასავლეთ ევროპაში). ამ გამოწვევას კომპანია მომზადებული შეხვდა, მომდევნო წლებში დაგეგმილია აქტივობები ფრენის უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად.

ICAO-ს აღმ. ევროპის რეგიონის მეტეოროლოგიური საპროექტო ჯგუფის შეხვედრა

1-3 აპრილს თბილისში ICAO-ს აღმ. ევროპის რეგიონის მეტეოროლოგიური საპროექტო ჯგუფის (PT/EAST/14 METG ) რიგით მეთოთხმეტე და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის (WG-3) რიგით მესამე ერთობილივი შეხვედრა იმართება. ღონისძიებას ესწრებიან  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წარმომადგენლები.

PT/EAST METG WG-3

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია საქაერონავიგაციის მეტეოროლოგიური სამსახურის შესახებ. ისინი განიხილავენ სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საკითხებს, მსჯელობენ საავიაციო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ხარისხის მართვის დანერგვის შესახებ.

შეხვედრას საქაერონავიგაციის მხარდაჭერით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მასპინძლობს.