ATC Global წელს ჩინეთში გაიმართება

საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში ყველაზე დიდი გამოფენა და კონფერენცია ATC Global წელს ჩინეთში გაიმართება. 2014 წლის 17-დან 19 სექტემბრამდე ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ სიახლეებს ამ სფეროში, მიიღონ მონაწილეობა ვორკშოპებში, გაუზიარონ გამოცდილება უცხოელ კოლეგებს. შარშან ამსტერდამში  ღონისძიებას  116 ქვეყნიდან  5500-მა სტუმარი ეწვია, წელს კი ჩინეთში ორგანიზატორები მეტ ვიზიტორებს ელიან.

ATC Global 3 დღიანი, ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მოიცავს გამოფენას, კონფერენციას, საგანმანათლებლო პროგრამებს. 2014 წელს ATC Global 24-ედ ჩატარდება.

ღონისძიების პარტნიორები არიან EUROCONTROL, THALES, AIRBUS, SESAR და სხვ.

 

Advertisements

World ATM Congress 2014: ინდუსტრია – ინდუსტრიისთვის!

4-6 მარტს, ქალაქ მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი (World ATM Congress 2014) ჩატარდა. WAC საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციასთან (ATCA) თანამშრომლობით,  სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

world atm congress

world atm congress

world atm congress 2014

world atm congress 2014

world atm congress 2014

გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მწარმოებელმა კომპანიებმა და  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიები და პრობლემის გადაჭრის გზები საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისათვის. სტუმრები გაეცნენ უახლეს ტენდენციებს ამ სფეროში.
მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესს  საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

world atm congress გოჩა მეზვრიშვილი

გოჩა მეზვრიშვილი

კონგრესი 2014

საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი

კონგრესი