5 დიდი თვითმფრინავი, რომელიც ყველაზე ხშირად დაფრინავს მსოფლიოში

 

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხშირად შემდეგი ტიპის დიდტანიანი თვითმფრინავებით მგზავრობენ:

  1. Airbus A340

Airbus A340მეხუთე ადგილი Airbus A340-მა დაიკავა, წელიწადში 144,013  ფრენის რაოდენობით. ის გახლავთ დიდტანიანი,  კომერციული, სამგზავრო  ავიალაინერი, რომლის სტანდარტული მოდელი 375 მგზავრზეა გათვლილი.

  1. Boeing 747

Boeing 747

157,480 ფრენა განახორციელა Boeing 747, რომელიც გამოიყენება როგორც სამგზავროდ, ისე ტვირთის გადასაზიდად. Boeing 747 ასევე jumbo jet-ს უწოდებენ.  მისი ძირითადი მომხმარებლები არიან British Airways, Korean Air,  Lufthansa, China Airlines და სხვა.

  1. Boeing 767

Boeing 767

მესამე ადგილი ფრენების რაოდენობის მიხედვით Boeing 767-ს ერგო. ავიალაინერმა IATA-ს მონაცემებით, წლის განმავლობაში 435,865 ფრენა განახორციელა. 767-ის სხვადასხვა მოდელები 181-დან 375-მდე მგზავრს იტევს.

  1. Boeing 777

Boeing 777

Boeing 777 მსოფლიოში ყველაზე დიდი წყვილძრავიანი თვითმფრინავია. მისი სხვადასხვა მოდელები 314-დან 396-მდე მგზავრს იტევს. წლის განმავლობაში Boeing 777-მა 762, 699 ფრენა განახორციელა და ყველაზე ხშირად მფრენ თვითმფრინავებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

1.Airbus A330

Airbus A330IATA წლიური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად მსოფლიოში Airbus A330 დაფრინავს. საპატიო პირველი ადგილი ავიალაინერმა წელიწადში 836,768 შესრულებული ფრენით დაიკავა.  A330-ს  335-მდე მგზავრის გადაყვანა და 70 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. მისი ძირითადი მომხმარებლები არიან Turkish Airlines, Air China, China  Eastern Airlines, Cathay Pacific და სხვა.

Embraer

Embraer მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თვითმფრინავების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანიაა. ის 1969 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და მისი თვითმფრინავები 100-ზე მეტ ავიაკომპანიას ჰყავს ექსპლუატირებული.

დაარსების დღიდან Embraer-მა 5000-ზე მეტი თვითმფრინავი აწარმოა, მათ შორის, როგორც კომერციული, ასევე კორპორატიული, სამხედრო და სამეურნეო დანიშნულების. კომპანია სურლიად პასუხობს 21-ე საუკუნის საავიაციო გამოწვევებს და მოწინავე ადგილი უჭირავს საავიაციო ბაზარზე. Embraer მსოფლიოში მესამე თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიაა Airbus-ის და Boeing-ის შემდეგ.

ემბრაერი

ემბრაერი

ემბრაერ

Embraer ემბრაერი

ემბრაერი

Boeing Dreamliner

Boeing 787 Dreamliner საშუალო ზომის, დიდტანიანი ავიალაინერი. მისი მთავარი მახასიათებელი უახლესი ტექნოლოგიები და რევოლუციური დიზაინია. 787-ის ოჯახის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებს 210-დან 330-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ. თვითმფრინავის ინტერიერი მგზავრებისთვის მაქსიმალურად  კომფორტულადაა მოწყობილი.

ბოინგი 787

ბოინგ 787

პირველი სატესტო ფრენა „ოცნების ავიალაინერმა“ 2009 წლის 15 დეკემბერს შეასრულა. 2011 წლის აგვისტოში ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ 787-ის სერტიფიცირება მოახდინეს.  ამავე წლის ბოლოს Boeing-მა მისი პრომოუშენისათვის მსოფლიო ტური დაიწყო. ავიალაინერმა მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ქალაქი მოიარა.

ბოინგ დრიმლაინერი

2013 წლის დეკემბრის მონაცემებით, 114 Boeing 787-ია აგებული. თითოეული თვითმფრინავის ფასი, 221,8 მილიონი აშშ დოლარიდან 288,7 მილიონამდე მერყეობს.

CAPRONI Ca 60

CAPRONI Ca 60 ტრანსატლანტიკური ავიალაინერის დიზაინის პროტოტიპი გახლდათ. 100 მგზავრისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი, რეალურად მფრინავ გემს წარმოადგენდა.

Capronissimo გამორჩეული იყო მისი ზომით, ფრთებისა და ძრავების რაოდენობით. ის რვა ძრავითა და სამი წყება სამ-სამი ფრთით გახლდათ აღჭურვილი.

კაპრონი კა 601921 წელს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და დამტკიცდა, რომ ასეთი საფრენი აპარატი უსაფრთხო ფრენას ვერ განახორციელებდა. საბედნიეროდ,  მფრინავი შემთხვევას გადაურჩა.

თავისი არსებობის ისტორიაში, Capronissimo-მ მხოლოდ 18 მეტრი იფრინა წყლის ზედაპირზე.

წყარო: http://www.aviatime.com 

Gulfstream-მა 55 წლის იუბილე აღნიშნა

17 აგვისტოს, კორპორაციამ „Gulfstream Aerospace“  Gulfstream I-ის პირველი ფრენის 55 წლის იუბილე აღნიშნა. Gulfstream სპეციალურად საქმიანი მგზავრობისათვის შექმნილი, პირველი ბიზნეს ჯეტი გახლავთ.

1958-1969 წლებში კომპანიამ 200 GI გამოუშვა. თვითმფრინავს სხვადასხვა კორპორაციები საქმიანი მოგზაურობისათვის იყენებდნენ.  GI, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო სააგენტოებისა და შეიარაღებული ძალების მიერ გამოიყენებოდა.

დღეისათვის შეერთებულ შტატებში 20-ზე მეტი GI ოპერირებს. ის, აგრეთვე, კანადაში, მექსიკაში, პორტუგალიასა და სამხრეთ აფრიკაშია რეგისტრირებული.

გალფსტრიმი

Gulfstream I თორმეტი მგზავრისთვის არის განკუთვნილი. მისი მაქსმალური სიჩქარე 563 მკ/სთ-ია. ის როლს-როისის ტყუპი ძრავით არის აღჭურვილი.

„GI ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.“-განაცხადა კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სკოტ ნილმა. „მან ბიზნეს ავიალაინერების ხანგრძლივ და წარმატებულ წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. დღეისათვის ჩვენს მიერ წარმოებული 2100-ზე მეტი თვითმფრინავია სერვისში.  G650, G550, G450, G280 და G150 – ინდუსტრიის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავებია.