World ATM Congress 2015

10-12 მარტს, ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი (World ATM Congress 2015) გაიმართა. ღონისძიება საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციასთან (ATCA) თანამშრომლობით, სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) მიერ იყო ორგანიზებული.  კონგრესის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

World ATM Congress 2015

World ATM Congress

World ATM Congress 2015

World ATM Congress 2015-ს საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კონგრესის პარალელურად, შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა,  გოჩა მეზვრიშვილმა მომავალ თანამშრომლობაზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების საჰაერო მოძრაობის პროვაიდერებთან სამი ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო აქტიურად ჩაერთვება “ერთიანი ევროპული ცის” კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებაში,  რაც მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის,  ასევე ქვეყნის ღირსეული წარმოჩინებისთვის მსოფლიო ასპარეზზე.

გოჩა მეზვრიშვილი, ფრენკ ბრენერი, გიორგი ედიშერაშვილი

კონგრესის ფარგლებში ქართული დელეგაცია საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL)  გენერალურ დირექტორს, ფრენკ ბრენერს შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქაერონავიგაციის მზაობა ავიაკომპანიებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმეში. ამასთან ერთად,  საქაერონავიგაციის ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან.

Advertisements

ATC Global წელს ჩინეთში გაიმართება

საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში ყველაზე დიდი გამოფენა და კონფერენცია ATC Global წელს ჩინეთში გაიმართება. 2014 წლის 17-დან 19 სექტემბრამდე ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ სიახლეებს ამ სფეროში, მიიღონ მონაწილეობა ვორკშოპებში, გაუზიარონ გამოცდილება უცხოელ კოლეგებს. შარშან ამსტერდამში  ღონისძიებას  116 ქვეყნიდან  5500-მა სტუმარი ეწვია, წელს კი ჩინეთში ორგანიზატორები მეტ ვიზიტორებს ელიან.

ATC Global 3 დღიანი, ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მოიცავს გამოფენას, კონფერენციას, საგანმანათლებლო პროგრამებს. 2014 წელს ATC Global 24-ედ ჩატარდება.

ღონისძიების პარტნიორები არიან EUROCONTROL, THALES, AIRBUS, SESAR და სხვ.

 

World ATM Congress 2014: ინდუსტრია – ინდუსტრიისთვის!

4-6 მარტს, ქალაქ მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი (World ATM Congress 2014) ჩატარდა. WAC საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციასთან (ATCA) თანამშრომლობით,  სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

world atm congress

world atm congress

world atm congress 2014

world atm congress 2014

world atm congress 2014

გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მწარმოებელმა კომპანიებმა და  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიები და პრობლემის გადაჭრის გზები საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისათვის. სტუმრები გაეცნენ უახლეს ტენდენციებს ამ სფეროში.
მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესს  საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

world atm congress გოჩა მეზვრიშვილი

გოჩა მეზვრიშვილი

კონგრესი 2014

საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი

კონგრესი

ATC GLOBAL 2013

atc global amsterdam

ყოველწლიური გამოფენა “ATC Global” 12-14 მარტს, ამსტერდამში ჩატარდა. 2013 წლის  რიგით 23-ე გამოფენაში მონაწილეობა საჰაერო სივრცის მართვის ინდუსტრიაში მოღვაწე ორგანიზაციებმა მიიღეს. მათ საკუთარი პროდუქცია და სიახლეები წარმოუდგინეს ვიზიტორებს.

გამოფენას საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

“ATC Global” სტუმრებს არამარტო წამყვანი ორგანიზაციების პროდუქციასა და სერვისების გაცნობას თავაზობს, არამედ ცოდნის მიღებასაც ექსპერტებისაგან ვორკშოპებისა და სემინარების საშუალებით. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ არაფორმალური ურთიერთობები დაემყარებინათ მათ უცხოელ კოლეგებთან.

ამსტერდამი

საქაერონავიგაცია ამსტერდამში