შპს “საქაერონავიგაციის” გუნდი ვილნიუსის საფეხბურთო ჩემპიონატზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ გუნდმა საავიაციო საფეხბურთო ჩემპიონატში „Vilnius 2018“ მიიღო მონაწილეობა.

მინი-ფეხბურთის თასის გათამაშება ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ქართველმა ავიატორებმა ტურნირზე წარმატებულად იასპარეზეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. წლევანდელი ჩემპიონატის გოლიადორი საქაერონავიგაციის გუნდის თავდამსხმელი, ქსელის ადმინისტრატორი ცოტნე მარგველაშვილი გახდა. ასევე, ჩვენი გუნდის ნახევარმცველს, რადიონავიგაციის ტექნიკოსს ლაშა სილაქაძეს ერგო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება. 

საქაერონავიგაციის გუნდი ყოველწლიურად ასპარეზობს საერთაშორისო ავიაციის საფეხბურთო ჩემპიონატებში. გუნდს ასევე, არაერთი წარმატება აქვს ქვეყნის შიგნითაც, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფეხბურთო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებულია.

Advertisements

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე 1961 წლიდან ყოველწლიურად 23 მარტს აღინიშნება. ეს თარიღი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) დაარსების დღესთან არის დაკავშირებული.

მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას უდიდესი როლი აქვს ხალხის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. მეტეოროლოგია უმნიშვნელოვანესია საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, წყლის რესურსების და ტრანსპორტის თვალსაზრისით.

ამინდის, კლიმატისა და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვა, პროგნოზი და ანალიზი  განსაკუთრებით საყურადღებოა ავიაციის სფეროში, სადაც ფრენის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია მეტეოროლოგიურ პირობებთან.

საქართველოში საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის პროვაიდერი შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიური სამსახურია.  2014 წელს  სამსახურმა ხარისხის მართვის შესაბამისი ISO სერთიფიკატი მიიღო. პროფესიონალიზმი და მომსახურების ხარისხი მეტეოროლოგიური სამსახურის მუშაობის უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენს.

 

2014 წელს საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოს აეროპორტებში 2014 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას აქვეყნებს. გასულ წელს საქართველოს ეროპორტები 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მსგავსი მაჩვენებელი საქართველოში 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა.  გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა თითქმის 10 %-ით უფრო მაღალია წინა წელთან შედარებით. მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა კვლავ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. (16%). თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელთან შედარებით 9.7%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ბათუმში მგზავრთა რაოდენობამ 2,15%-ით მოიმატა.

მგზავრთა რაოდენობა

სავარაუდოა, რომ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. საქაერონავიგაცია კვლავ აგრძელებს უმაღლესი სტანდარტის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა საქართველოს საჰაერო სივრცეში მგზავრთა უსაფრთხო და დროული გადაადგილება უზრუნველყოს.

საინფორმაციო რესურსი: http://airports.ge/; http://gcaa.ge/

Embraer

Embraer მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თვითმფრინავების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანიაა. ის 1969 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და მისი თვითმფრინავები 100-ზე მეტ ავიაკომპანიას ჰყავს ექსპლუატირებული.

დაარსების დღიდან Embraer-მა 5000-ზე მეტი თვითმფრინავი აწარმოა, მათ შორის, როგორც კომერციული, ასევე კორპორატიული, სამხედრო და სამეურნეო დანიშნულების. კომპანია სურლიად პასუხობს 21-ე საუკუნის საავიაციო გამოწვევებს და მოწინავე ადგილი უჭირავს საავიაციო ბაზარზე. Embraer მსოფლიოში მესამე თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიაა Airbus-ის და Boeing-ის შემდეგ.

ემბრაერი

ემბრაერი

ემბრაერ

Embraer ემბრაერი

ემბრაერი

საინტერესო ფაქტები ავიაციის შესახებ

  • A 380 შედგება დაახლოებით 4 მილიონი ნაწილისგან, საიდანაც 2,5 მილიონი წარმოებულია 1500 კომპანიის მიერ მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი

  • 2011 წლის ივნისში ავიაკომპანია KLM-მა პირველი ფრენა განახორციელა ბიო-საწვავის გამოყენებით. Boeing 737-800-მა 171 მგზავრი გადაიყვანა ამსტერდამიდან პარიზის მიმართულებით.
    • ექვსძრავიანი Antonov An-225 მსოფლიოს ყველაზე დიდი თვითმფრინავია.

ყველაზე დიდი თვითმფრინავი

  • აშშ-ში ყოველდღიურად საშუალოდ 30 000 ფრენაა და 2 მილიონი მგზავრი დაფრინავს.
  • 1911 წელს ჰარიეთ ქუიმბი პირველი ლიცენზირებული ქალი პილოტი გახდა.
  • მექანიკოსებმა გამოიკვლიეს ავიაშემთხვევები 1971-დან 2005 წლამდე და აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავის კუდთან მსხდომებს გადარჩენის 40%-ით მეტი შანსი აქვთ.
  • მსოფლიოს ყველაზე ძველი ავიაკომპანია, რომელიც დღესაც იმავე სახელწოდებით დაფრინავს  KLM-ია.

YVELAZE DZVELI AVIAKOMPANIA

  • BD-5 Micro მსოფლიოში ყველაზე პატარა თვითმფრინავია.
  • 1903 წლის 17 დეკემბერს მსოფლიოში პირველი, ადამიანის მიერ მართული, ძრავიანი და სტაბილური ჰაერზე მძიმე აპარატის ფრენა განხორციელდა. ორვილ რაიტმა 120 ფუტ სიმაღლეზე 12 წამი იფრინა.
  • Boeing 747-ს დაახლოებით 150-175 მილი სიგრძის გაყვანილობა აქვს შიგნით.

747 ბოინგი

  • სამეთვალყურეო კოშკის ფანჯრები ზუსტად 15 გრადუსით უნდა იყოს ვერტიკალურად დახრილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული არეკვლა ორივე მხარეს.
  • 1927 წელს ვოშინგტონის საერთაშორისო რადიო ტელეგრაფის კონვენციამ სიტყვა “Mayday” გამოაცხადა ოფიციალურ გამაფრთხილებელ სიგნალად, რომელიც გამოყენებული იქნებოდა საგანგებო, სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებში.
  • მსოფლიოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 8 მილიონი მგზავრი დაფრინავს. 2013 წელს მთლიანობაში მგზავრთა რაოდენობამ 3.1 მილიარდს მიაღწია. წელს ეს მაჩვენებელი 3.3 მილიარდამდე გაიზრდება.

MGZAVREBI

  • საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით დღეში დაახლოებით 140 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება, რაც წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ტონაა.
  • ავიაციის წყალობით მსოფლიოში 57 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. საავიაციო ინდუსტრია ქვეყანა რომ ყოფილიყო, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში მე-19 ადგილს დაიკავებდა.