კომპანია ALES-ის სისტემა ქუთაისის ტაუერში

ფრენის უსაფრთხოების მართვის პროცესში, საქაერონავიგაციის უპირველესი მიზანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  მართვის სისტემის დანერგვა გახლავთ. დღეს, 20 მაისს იწყება  ქუთაისის ტაუერის  აღჭურვა ჩეხური და სლოვაკური კომპანია ALES-ის მიერ წარმოებული სისტემით.

ALES ქუთაისში

კომპანია ALES 1992  წელს დაარსდა  და  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს სთავაზობს საჰაერო სივრცის მართვის ისეთ სისტემებს, რომლებიც  შესაბამისობაშია ICAO-სა და EUROCONTROL-ის სტანდარტებთან. მისი პროდუქცია განკუთვნილია, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის.

ales-ის სისტემის ინსტალაცია ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკში

ამჟამად, კომპანია მოღვაწეობს როგორც ჩეხეთში, ასევე სლოვაკეთში და ერთობლივი მუშაობის შედეგად, მთელი მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ქვეყნებს თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საჰაერო სივრცის მართვის სისტემებით ამარაგებს.

ALES -ის წარმომადგენლები დღეს ჩამოვიდნენ საქართველოში და დღესვე დაიწყება საინსტალაციო სამუშაოები. ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკში მიმდინარე სამუშაოების დასრულება და მისი ექსპლოატაცია ზაფხულის ბოლოს იგეგმება.

Advertisements

მაასტრიხტის საჰაერო სივრცის ზედა ზონის სამეთვალყურეო ცენტრი

ევროკონტროლი მაასტრიხტშ

მაასტრიხტის  საჰაერო სივრცის ზედა ზონის სამეთვალყურეო ცენტრი (MUAC)  EUROCONTROL-ის  მიერ არის ოპერირებული და უზრუნველყოფს ევროპის 4 ქვეყნის სანავიგაციო მომსახურებას. ეს ქვეყნებია ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და ჩრდილო-დასავლეთ გერმანია. საჰაერო მოძრაობის მართვა მაასტრიხტიდან ხდება საჰაერო სივრის  ზედა ზონაზე. (7500 მეტრის ზემოთ).

მაასტრიხტი

საჰაერო ნაკადების ოპერაციული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჰაერო სივრცე აქ მოწყობილია უფრო ევროპულ, ვიდრე ნაციონალურ საფუძველზე. დღესდღეობით, მსგავსი მსხვილმაშტაბიანი და მრავალეროვანი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ ერთადერთია ევროპაში.

რადენიმე წლის მანძილზე MUAC შეფასებულ იქნა,  როგორც ყველაზე ეფექტური საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერი ეკონომიკური თვალსაზრისით.

საჰაერო სივრცის მართვის ცენტრი

EUROCONTROL. Salle de controle aérien de Maastricht

EUROCONTROL. Salle de controle aérien de Maastricht

EUROCONTROL. Salle de controle aérien de Maastricht

MUAC-ის პასუხისმგებლობის ზონაში წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონი რეისი დაფრინავს, რაც მას ევროპაში რიგით მეორე დატვირთულ ცენტრად აქცევს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ ზონაში საჰაერო მიმოსვლა 29%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტარიფები 44%-ით შემცირებული. გადადებულ ფრენებს რაც შეეხება, ბოლო წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი 96%-ით შემცირდა.

საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი მაასტრიხტში

მაასტრიხტის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი

როგორ ხდება საჰაერო მიმოსვლის მართვა და ვინ არიან ავიამეთვალყურეები?

თქვენ ალბათ შეგინშნავთ სამეთვალყურეო კოშკი აეროპორტების სიახლოვეს. ეს ის ადგილია, საიდანაც საჰაერო მოძრაობის მართვა ხორციელდება. ავიამეთვალყურეები უზრუნველყოფენ საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო, თანმიმდევრულ და დროულ მართვას, უამრავი ტექნოლოგიის გამოყენებით.

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი

ავიამეთვალყურეები, რომლებიც აკონტროლებენ საჰაერო მიმოსვლას აეროპორტის ტერიტორიაზე, პასუხისმგებლები არიან თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენასა და დაფრენაზე, ასევე ინსტრუქციებს აძლევენ პილოტებს თვითმფრინავის გაჩერებისას. ისინი ტაუერიდან უყურებენ საჰაერო ხომალდს და ნებართვას აძლევენ პილოტებს, როდის და როგორ აფრინდნენ, დაეშვან და გაჩერდნენ.  მათი ფუნქციაა მართონ თვითმფრინავების მოძრაობა აეროპორტის ტერიტორიაზე და რამდენიმე მილის რადიუსის ფარგლებში. ტაუერის მეთვალყურეები ასევე აკონტროლებენ ყველანაირი მანქანის მიმოსვლას სამანევრო ბილიკზე. მართვა ვიზუალურად ხდება.

ავიამეთვალყურეები სამეთვალყურეო კოშკი

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი აფრინდება და გაცდება ტერმინალის საჰაერო სივრცეს, (როდესაც ის დაახლოებით 20 მილის რადიუსით დაშორდება აეროპორტს.) პასუხისმგებლობას სხვა ავიამეთვალყურე იღებს, რომელთაც en-route ანუ „სატრასო“ მეთვალყურეებს უწოდებენ. მისი ფუნქციაა თვითმფრინავის უსაფრთხო, გადაადგილება საჰაერო სივრცეში მანამ, სანამ იმ აეროპოტს არ მუახლოვდება, სადაც ის უნდა დაეშვას, ან არ გადაკვეთს ქვეყნის საჰაერო სივრცეს.

ავიამეთვალყურეები, საქაერონავიგაცია

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ en-route ავიამეთვალყურეები საერთოდ ვერ ხედავენ იმ თვითმფრინავს, რომლის მოძრაობასაც აკონტროლებენ. ისინი სარადარო სისტემების, წყალობით მართავენ საჰაერო სივრცეს, რათა თვითმფრინავებმა ერთმანეთისაგან დაშორებით, უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად იფრინონ.

ავიამეთვალყურე

საჰაერო მოძრაობის მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში შპს “საქაერონავიგაციის“ მიერ  ხორციელდება, რომლიც საქართველოს საჰაერო სივრცეში და თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურებასა და ფრენის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

2013 წლის საჰაერო მოძრაობის მართვის საოპერაციო უსაფრთხოების 5 მთავარი პრიორიტეტი

ევროკონტროლის უსაფრთხოების გაუმჯობესების ქვეჯგუფმა SISG-მა განახორციელა საოპერაციო უსაფრთხოების პრიორიტეტიზაციის სტრუქტურული პროცესი. დამატებითი ანალიზის შემდეგ ევროკონტროლის უსაფრთხოების გუნდი შეთანხმდა 2013 წლის საჰაერო მოძრაობის მართვის საოპერაციო უსაფრთხოების შემდეგ 5 მთავარ პრიორიტეტზე:


ფრენის უსაფრთხოების პრიოერიტეტები
1. რეტრანსლატორის გარეშე ან გაუმართავი რეტრანსლატორით განხორციელებული ოპერაციების რისკი

რეტრანსლატორის გარეშე ან გაუმართავი რეტრანსლატორით განხორციელებული ოპერაციები წარმოშობს გარკვეულ საფრთხეს, რაც გამოიხატება ყოველ არსებულ დამცავ ბარიერში „გავლის“ პოტენციალით „დანახვისა და თავის არიდების“ პოზიციამდე.


Untitled2
2. დაშვება ნებართვის გარეშე

ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, საჰაერო ხომალდს უწევს დაშვება ავიამეთვალყურის ნებართვის გარეშე, რაც იწვევს ასაფრენ-დასაფრენ ზოლში შეჭრას, აღნიშნული პრობლემა ხშირ შემთხვევაში წყდება მხოლოდ ‘წინდახედულობით’  


Untitled3
3. დაკავებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამოვლენა

ასაფრენ-დასაფრენ ზოლში შეჭრის ზოგიერთი ინციდენტის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ავიამეთვალყურეებს ექნებოდათ უკეთესი საშუალებები იმ ფაქტის გამოსავლენად, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იყო დაკავებული მომდევნო საჰაერო ხომალდისთვის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამოყენების ნებართვის გაცემის დროს.


Untitled3
4. „მკვდარი ზონა“ – უახლოეს საჰაერო ხომალდთან დაპირისპირების არაეფექტური გამოვლენა

დაშორების დაკარგვისას „მკვდარი ზონით“ გათვალისწინებულ შემთხვევებს ადგილი აქვთ ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც ავიამეთვალყურეს არ შეუძლია უახლოეს საჰაერო ხომალდთან დაპირისპირების ფაქტის გამოვლენა. როგორც წესი, ისინი თავს იჩენს დაშვებაზე ნებართვის გაცემისა და სწრაფად განვითარებადი სიტუაციის პირობებში – ხშირად მაშინ, როდესაც საპირისპირო საჰაერო ხომალდი იმყოფება 1000 ფუტისა და 15ნმ-ს მანძილზე.


Untitled5
5. მახლობელ სექტორებში დაპირისპირების გამოვლენა

დაშორების დაკარგვა მარშრუტზე გარკვეულ შემთხვევებში გულისხმობს ნებართვის „არაადეკვატურ კოორდინირებას“ მახლობელ სექტორთან. აღნიშნული ჩვეულებრივ ითვალისწინებს მართვის წინასწარ გადაცემას მეზობელ სექტორზე ან აღნიშნულის მიღებას მეზობელი სექტორიდან.

5 მთავარი პრიორიტეტი ითვალისწინებს საოპერაციო უსაფრთხოების სწავლებას 2013 წლის განმავლობაში, რომლის მიზანიც იქნება:

  • კაუზალური/ხელშემწყობი ფაქტორების დამატებითი შესწავლის უზრუნველყოფა.
  • შესაბამისი ზომების შეთავაზება რისკ-ფაქტორების შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით.
  • ძალისხმევათა „საუკეთესო“ პრაქტიკისა და შესწავლილი გაკვეთილების განსაზღვრა იმ მონაწილე ჯგუფებს შირის, რომელთაც მიადგა ზიანი.
  • SKYbrary მასალების შემუშავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ყოველივე ზემოაღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით).

დამატებითი ინფრომაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი.

საჰაერო მოძრაობის მართვის გაუმჯობესების გეგმები ICAO-ს კონფერენციაზე

atag_logo2

მონრეალში ICAO-ს საჰაერო ნავიგაციის კონფერენციაზე, საჰაერო ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფმა (ATAG) საჰაერო მიმოსვლის მართვის გაუმჯობესების გეგმები წარადგინა. დოკუმენტი მხარს უჭერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტს – „ Aviation System Block Ungrades Project”, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მიმოსვლისა და ტექნოლოგიების ჰარმონიზაციას მთელს მსოფლიოში.

მონრეალში პრეზენტირებული გამოცემა  Revolutionising Air Traffic Management წარმოადგენს ადვილად გასაგებ სახელმძღვანელოს თემაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საჰაერო მოძრაობის მართვის სფერო მომავალი ათწლეულების მანძილზე და განკუთვნილია არა სამოქალაო ავიაციის ხელისუფლებებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტებისათვის, არამედ პოლიტიკოსებისათვის, რომლებმაც არ იციან დეტალები და რომლებმაც აუცილებელია გაიგონ უფრო ვრცლად ამ სფეროს როლისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

ოქსფორდის კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიო  საავიაციიო ინდუსტრიას შეუძლია, დაასაქმოს 82 მილიონი  ადამიანი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო მაშტაბით გაიზრდება 6.9 ტრილიონ დოლარამდე. (დღესდღეობით არსებობს 57 მილიონი სამსახური და 2,2 მშპ). მაგრამ, ამავე კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თუკი, საავიაციო ინდუსტრიის ზრდა წელიწადში თუნდაც 1 %-ით ნაკლები იქნება, 2030 წლისთვის 14 მილიონით ნაკლები სამსახური იქნება ამ სფეროში.

„ზრდა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზთაგანი შესაძლოა აღმოჩნდეს სიმჭიდროვე, როგორც საჰაერო სივრცეში, ისე მიწაზე.  – აცხადებს ATAG-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სტილი. – „ჩვენ გვინდა, რომ მთავრობებმა გაიგონ, თუ რა გავლენა ექნება პროგრესის შეჩერებას არა მხოლოდ საავიაციო ინდუსტრიისათვის, არამედ მთლიანად გლობალური ეკონომიკისათვის. საავიაციო ინდუსტრიის განვითარება აღარ წარმოადგენს არჩევანს, ის აუცილებლობა გახდა.“

„საჰაერო მოძრაობის მართვა და დაგეგმვა, ეს არის სფერო, სადაც ინდუსტრიას მარტო მოქმედება არ შეუძლია. თუ გავითვალისწინებთ საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის საკითხს, ასევე სამხედრო საჰაერო შეზღუდვებს, მთავრობამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ამ ევოლუციაში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები, ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაა.“ – განაცხადა სტილმა მოხსენებაში.