ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი (ფოტოკოლაჟი)

ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი 2007 წლიდან ემსახურება ქალაქის საერთაშორისო აეროპორტს. ტაუერი უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ყველა სისტემით არის აღჭურვილი.

ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი უნიკალურია თავისი დიზაინით. მის ფასადზე დამონტაჟებულია ციფრული ეკრანი, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა გრაფიკული და ციფრული გამოსახულებების, რეკლამებისა და ტექსტების განთავსება.

გთავაზობთ უახლეს ფოტომასალას ბათუმიდან:

 

ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი

ბათუმის ტაუერი

ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი

ბათუმის ტაუერი

ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი

2R3A4707

ბათუმის ტაუერი

ბათუმი

2R3A5349

ბათუმის ტაუერი

ბათუმი

ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი

ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

საქაერონავიგაციის თანამშრომლები

 

Advertisements

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნა

საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის მართვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დღემდე საქაერონავიგაციის კუთვნილი მობილური სამეთვალყურეო კოშკიდან ხორციელდებოდა. 19 ნოემბრიდან კი  თვითმფრინავების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ტაუერიდან მოხდება. ავიამეთვალყურეები ახლა უფრო კომფორტული გარემოდან შეძლებენ საჰაერო მიმოსვლის მართვას. ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფრენების უსაფრთხოების დონე საქართველოში და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის.

ქუთაისის ტაუერი

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი, მობილური ტაუერი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი სამეთვალყურეო კოშკურა  თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. ახალი ციფრული რადიოსადგური უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ორმხრივ კავშირს ჰაერსა და ხმელეთს შორის, რაც საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული თვითმფრინავებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო ცის გარანტი იქნება. აღნიშნული მოდერნიზაცია დაიგეგმა და განხორციელდა ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნების მიზნით, ვინაიდან მომავალში ნავარაუდებია (პროგნოზის მიხედვით) ფრენების რაოდენობის მატება. ამ ეტაპზე სამეთვალყურეო პუნქტი და ყველა ტექნიური საშუალება მზად არის, მოემსახუროს ნებისმიერ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ავიაკომპანიებს უსაფრთხო ფრენის განხორციელებაში. ასევე იგეგმება ქუთაისში საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის მოწყობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის დაკარგის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), საქაერონავიგაციამ შეყოვნების გარეშე გააგრძელოს გადამფრენი საჰაერო ხომალდების მომსახურება.

ქუთაისი

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი

ეს პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან თავისი ადგილმდებარეობითა და კლიმატური თვისებებით, იგი იდეალური სარეზერვო აეროპორტია არა მარტო თბილისისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის სანავიგაციო კოშკურა, სატრანზიტო დერეფანის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდება.

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი

ქუთაისის ტაუერისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2012 წლის მარტში დაიწყო. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2013 წლის თებერვლის თვიდან ინტენსიურად განახლდა და გეგმის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოს დასრულდა.უცხოელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული ტაუერი უნიკალურია  თავისი დიზაინით, ფუნქციით, განათების სისტემით, უახლესი ტექნოლოგიებით, გათბობისა და კონდიცირების ეკოსისტემით. ქუთაისის ტაუერი თავისი სიმაღლითა და ორიგინალური დიზაინით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ სამეთვალყურეო კოშკურების ხუთეულშია შესული.სტუმრებისთვის ქვეყანა აეროპორტებითა და სანავიგაციო კოშკებით იწყება, ის ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ამიტომ ქუთაისის ტაუერი ძირითადი ფუნქციის გარდა, ამ დატვირთვითაც  მნიშვნელოვანია.  ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტი ჰოლანდიურ კომპანია “UNStudio“– ს ეკუთვნის, მათ მშენებლობასა და მოპირკეთებაზე კი რამდენიმე ქართული სამშენებლო კომპანია მუშაობდა.

ქუთაისი

ორიგინალურია ტაუერის  ფასადის დეკორატიული განათების სისტემაც, რომელიც დაკომპლექტებულია ლედ სანათებით. მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად და რამდენიმე სამუშო რეჟიმი აქვს, შესაძლებელია ინდივიდუალური კონფიგურაციის პროგრამით უზრუნველყოფაც. ტაუერი დატვირთვის მიხედვით იცვლის ფერებს. ტაუერის განათების პროექტი, ქარის სენსორული რეჟიმი, ლედ სანათები და მართვის პულტი იტალიურ კომპანია „პრიმო ექსპოსურეს“ ეკუთვნის, ოფისის განათება კი – ესპანურ კომპანია „კობრას“. სამონტაჟო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანიამ შეასრულა.

ქუთაისი

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის განათება

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის ფასადი დეკორატიული ლედ განათების სისტემითაა აღჭურვილი. მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად, აქვს რამდენიმე სამუშაო რეჟიმი, მათ შორის ქარის სენსორული რეჟიმი, შესაძლებელია ინდივიდუალური კონფიგურაციის პროგრამით უზრუნველყოფა. პროექტი კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის.

atc tower in Georgia, Kutaisi

9L0A2496

9L0A2448

air traffic control tower in Georgia, Kutaisi

kutaisi tower

ქუთაისის სამეთვალყურეო კ

Kutaisi Tower

air traffic control tower in kutaisi

kutaisi tower LED lights

kutaisi tower

სამეთვალყურეო კოშკები გამორჩეული დიზაინით

სამეთვალყურეო კოშკისა და ზოგადად, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნორმებს, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი და რომელთა დაცვაც აუცილებელია საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის. ამ რეგულაციების გათვალისწინებასთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა შენობის დიზაინსაც. თანამედროვე სამყაროში ზოგიერთი სამეთვალყურეო კოშკი მსოფლიო არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ტაუერების ფოტოკოლაჟს, მათ შორის UNStudio-ს მიერ დაპროექტებული ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკს.

Sydney Airport Control Tower

Sydney Airport Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Edinburgh Airport Air Traffic Control Tower

Control Tower at Vienna’s Schwechat Airport

Control Tower at Vienna’s Schwechat Airport

Farnborough Airport Air traffic control tower

Farnborough Airport Air traffic control tower

Farnborough Airport Air traffic control tower

Farnborough Airport Air traffic control tower

Orlando Air Traffic Control Tower

Orlando Air Traffic Control Tower

Orlando Air Traffic Control Tower

Orlando Air Traffic Control Tower

Air Traffic Control Tower at Abu Dhabi International Airport

Air Traffic Control Tower at Abu Dhabi International Airport

air traffic control tower at Abu Dhabi International Airport

Air Traffic Control Tower at Abu Dhabi International Airport

Arlanda Sweden Tower

Arlanda Sweden Tower

Barajas air traffic control tower

Barajas air traffic control tower

Bangkok Air Traffic Control Tower

Bangkok Air Traffic Control Tower

Haneda airport  ATC tower

Haneda airport ATC tower

Kutaisi Air Traffic Control Tower

Kutaisi Air Traffic Control Tower

Kutaisi Air Traffic Control Tower

Kutaisi Air Traffic Control Tower

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის განათება

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის ფასადზე დეკორატიული განათების დამონტაჟება მიმდინარეობს. განათების სისტემა დაკომპლექტებულია ლედ სანათებით.  მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად, აქვს რამდენიმე სამუშაო რეჟიმი, მათ შორის ქარის სენსორული რეჟიმი, შესაძლებელია ინდივიდუალური კონფიგურაციის პროგრამით უზრუნველყოფა.

ქუთაისი

ტაუერის დეკორატიული განათების პროექტი “UNStudio”-ს ეკუთვნის. სანათები და მართვის პულტი შესყიდულია ჰოლანდიური კომპანია „პრიმო ექსპოსურესისგან“, ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს შპს „ელმშენი 77“ ასრულებს.

ქუთაისი