ფოთის სარადარო სისტემა

ფოთის სარადარო სისტემა  THALES-ის მეორადი რადიოლოკატორით  RSM-970S არის აღჭურვილი. საჰაერო სივრცის მართვის სფეროში კომპანია THALES-ის მიერ წარმოებული სისტემები ყველაზე სანდოა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სამი აფრენილი თვითმფრინავიდან ორი  THALES-ის სისტემების წყალობით კონტროლდება.  კომპანიის წარმოებულ სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოში 180-ზე მეტი ქვეყანა იყენებს.

ფოთის სარადარო სისტემა საქაერონავიგაციის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების ორმაგი მეორადი რადიოლოკაციური ველით გადაფარვის საშუალებას იძლევა და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნული სარადარო სისტემა, წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშს რადიოლოკაციის დარგში და აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციით.

გთავაზობთ უახლეს ფოტოებს ფოთიდან:

ფოთის რადიოლოკატორი

ფოთი

რადარი

ფოთის სარადარო სისტემა

ფოთის სარადარო სისტემა

რადარი

ფოთი

9L0A2194

ფოთის რადიოლოკატორი

ფოთის რადიოლოკაციის სადგური

Advertisements

სარადარო სისტემა სენაკში

სენაკის MSSR რადიოლოკატორის  შეცვლა  უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი IRS-20MP/S ტიპის მეორადი სატრასო რადიოლოკატორით 2011 წელს განხორციელდა. ის ესპანური კომპანია INDRA-ს წარმოებისაა და აღჭურვილია MODE-S რეჟიმით, მისი მოქმედების ზონა  250 საზღვაო მილს შეადგენს.

საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში INDRA ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მომხმარებლები ამ სფეროში მას 80-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს.  INDRA-ს სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოში 30 წელზე მეტია იყენებენ.

გთავაზობთ უახლეს ფოტოებს სენაკიდან:

9L0A2141

სენაკი რადარი

სარადარო სისტემა სენაკში

9L0A2133

რადიოლოკატორი სენაკში

სენაკი

სარადარო ობიექტი სენაკში

Indra

კომპანია Indra ესპანეთში, მადრიდის პროვინციაში დაარსდა 1921 წელს. თავდაპირველად ის კომპანიათა ჯგუფს წარმოადგენდა, რომელმაც რამდენიმე სტრუქტურული და ადმინისტრაციული ცვლილების შემდეგ, 1993 წელს, მიიღო იმგვარი სახე, როგორადაც დღესდღეობით გვევლინება.

ინდრა

ესპანური, მულტინაციონალური კომპანია მოღვაწეობს ტრანსპორტისა და მოძრაობის, ენერგეტიკისა და ინდურსტრიის, საზოგადოებრივი ადმინისტრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ტელეკომუნიკაციისა და მედიასექტორის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში. Indra-ს  მსოფლიოს 128 ქვეყანაში 42 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ტრანსპორტისა და მოძრაობის სფეროში საკუთარ მოღვაწეობას კომპანია სამი სიტყვით ახასიათებს: „უსაფრთხოება, მდგრადობა და ეფექტურობა.“ ეს არის სიტყვები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საუბარია ტრანსპორტსა და მოძრაობაზე.

საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში Indra ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. ამ სფეროში მომხმარებლები 80-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. მათ შორის საქართველოშიც. Indra-ს სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოში 30 წელზე მეტია იყენებენ.

ესპანური კომპანია ლიდერია საფრენოსნო მონაცემების დამუშავების სისტემათა სფეროშიც. 2008 წლის დეკემბერში Indra-მ EUROCONTROL-თან თანამშრომლობით ევროპის ყველაზე დატვირთული და კომპლექსური, მაასტრიხტის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი აღჭურვა საფრენოსნო მონაცემების დამუშავების სისტემით.

Indra-ს ირჩევენ ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები, რომელთაც ის საჰაერო სივრცის მართვის სისტემების სრულ სპექტრს სთავაზობს. მათ შორის სამეთვალყურეო, ავტომატურ და კომუნიკაციის სისტემებს, სიმულატორებსა და სხვა.

საქაერონავიგაცია 2011 წლიდან თანამშრომლობს კომპანია Indra-თან. ამ წელს განხორციელდა სენაკის MSSR რადიოლოკატორის  შეცვლა  Indra -ს  IRS-20MP/S ტიპის მეორადი სატრასო რადიოლოკატორით,  რომელიც  აღჭურვილია MODE-S რეჟიმით, ხოლო მოქმედების ზონა შეადგენს 250 საზღვაო მილს.

indra/ინდრა სენაკი

კომპანია THALES GROUP

thalesgroup ლოგოკომპანია THALES GROUP ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც აპროექტებს და აშენებს ელექტრონულ სისტემებს და თავაზობს სერვისებს საჰაერო სივრცის, თავდაცვის, ტრანსპორტისა და უშიშროების სფეროში მომუშავე კომპანიებს. THALES GROUP-ს 50-ზე მეტ ქვეყანაში 68 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ, 2011 წლის მონაცემებით, 13, 03 მილიარდი ევრო შეადგინა. ორგანიზაციის სახელი ბერძენი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის, თალეს მილეთელის სახელს უკავშირდება.

საჰაერო სივრცის მართვის სფეროში კომპანია THALES-ის მიერ წარმოებული სისტემები ყველაზე სანდოა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სამი აფრენილი თვითმფრინავიდან ორი  THALES-ის სისტემების წყალობით კონტროლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ, დედამიწის ზედაპირის 40% ფრანგული კომპანიის მიერ არის კონტროლირებული. THALES-ის სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოში 180-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. მათ შორის საქართველოც.

შპს საქაერონავიგაციამ, 2008 წელს ქვიშიანას მთის ნიშნულ 1100-ზე დაამონტაჟა THALES-ის მიერ წარმოებული ახალი მეორადი რადიოლოკატორი RSM-970S, რომლიც გადახურულია ირლანდიური კომპანია  L3 communication, ESSCO Collins Ltd-ს მიერ წარმოებული გუმბათით.

მომდევნო წელს, თბილისის რაიონული  ცენტრისათვის იქნა  დაყენებული THALES–ის სისტემა Eurocat-C, რომელიც შედგება მხოლოდ ორი სამუშაო სადგურისაგან, მაგრამ გააჩნია მოძრაობის მართვისა და კონტროლის სრული ფუნქციები. სისტემის ძირითადი დანიშნულებაა მასი როგორც ავარიულ სისტემად გამოყენება თბილისის მისადგომისათვის და აგრეთვე, როგორც ექსპერიმენტური პლატფორმა, რადარების Mode S რეჟიმის ფუნქციონირების  შესაფასებლად.

THALES რადიოლოკატორი

ამავე წელს განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში THALES–ის   პირველადი და მეორადი რადისალოკაციო სადგურის RSM970S  STAR 2000 პროექტი. აღნიშნული სარადარო სისტემა, წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშს რადიოლოკაციის დარგში და აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციით. 

THALES-თან თანამშრომლობა ამით არ ამოწურულა, 2011 წელს კომპანიამ განახორციელა ქვიშიანას მთის ნიშნულ 1100-ზე განლაგებული მეორადი რადიოლოკატორის  RSM-970S მოდერნიზაცია. ამავე წელს ქალაქ ფოთში გაიხსნა სარადარო ობიექტი THALES-ის მეორადი რადიოლოკატორით  RSM-970S.

სარადარო ობიექტი ფოთში

 

 

 

რადარი

ტერმინი რადარი 1941 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიერ იქნა გამოყენებული (RADAR – radio detection and ranging). დანადგარი პირველად ქრისტიან ჰუელსმეიემა გამოიყენა 1904 წელს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადარის დანერგვასთან ერთად, რევოლუციური სისწრაფით განვითარდა საჰაერო მიმოსვლის კონტროლი და შესაბამისად, ავიამეთვალყურის პროფესია.

რადარს დღესდღეობით იყენებენ სამოქალაქო და სამხედრო ავიაციაში. ასევე არსებობს რადარები საზღვაო, მეტეოროლოგიური, ასტრონომული დანიშნულებისათვის.

რადარს შეუძლია დაადგინოს სად მდებარეობს ობიექტი, ასევე განსაზღვრავს ობიექტის სისწრაფეს, მოძრაობას და ა.შ.

რადარი

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ევროკონტროლის მოთხოვნების  თანახმად, ყოველი აეროპორტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთმაგი პირველადი რადიოლოკაციური გადაფარვით და ორმაგი (გარანტირებული) მეორადი რადიოლოკაციური გადაფარვით.

დღეისათვის „საქაერონავიგაცია“-ს აქვს ოთხი უახლესი ტიპის რადიოსალოკაციო  სადგური.

თბილისში, ქვიშიანას მთაზე საქაერონავიგაციამ უზრუნველყო “THALES Air Systems”-ის ფრანგული წარმოების მეორადი სატრასო ლოკატორის RSM970S დამონტაჟება, პროექტი განხორციელდა 2008 წელს.

გარანტირებული ორმაგი მეორადი გადაფარვის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ამაღლებისთვის, წარმოიშვა მეორადი და ერთი პირველადი ლოკატორის საჭიროება.

პირველადი რადიოლოკატორი, პირველ რიგში, აუცილებელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო ხაზებზე მანევრირების გასამარტივებლად, ასევე უადვილებს ხომალდს მისთვის მისაღები ფორმით არჩეული დაშვების პროცედურებს.

საფრანგეთის და საქართველოს მთავრობებს შორის 2008 წელს გაფორმებული კონვენციის  ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ტერიტორიაზე 2009 წელს განხორციელდა “THALES Air Systems”-ის  პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სადგურის RSM970S STAR 2000 პროექტი.

აღნიშნული სარადარო სისტემა, წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშს რადიოლოკაციის დარგში და აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციით.

დასავლეთის ზონაში,  ქ. ფოთის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე “THALES Air Systems”-ის მეორადი სატრასო რადიოსალოკაციო სადგურის RSM970S პროექტი დასრულდა 2011 წლის აპრილში.

2011 წლის ზაფხულში განხორციელდა სენაკის Nortrop Grumman-ის წარმოების ამერიკული რადიოსალოკაციო სადგურის სრული მოდერნიზაცია, ესპანური კომპანია INDRA-ს IRS-20MP/S სისტემებით.

რადიოსალოკაციო სადგურები აღჭურვილია Mode S რეჟიმებით, რაც უზრუნველყოფს საჰაერო ხომლადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას და ავიამეთვალყურეს უადვილებს სამუშაო პროცესს.

აღნიშნული პროექტების განხორციელების საფუძველზე სრულად მოხდა აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების ორმაგი მეორადი რადიოლოკაციური ველით გადაფარვა, რაც საქაერონავიგაცია-ს საშუალებას აძლევს სრულად დააკმაყოფილოს  საერთაშორისო ორგანიზაციებს მოთხოვნები რადიოლოკაციის სფეროში, განმატკიცოს და გაზარდოს ქვეყნის სატრანზიტო სტატუსი.