10 ყველაზე სწრაფი თვითმფრინავი მსოფლიოში

დღესდღეობით გადაადგილების უსწრაფესი და მოხერხებული საშუალება თვითმფრინავით მგზავრობაა. სხვა კონტინენტზე მოსახვედრად მას სულ რამდენიმე საათი სჭირდება, მაგრამ იყო დრო, როცა ხალხი გემებით გადაადგილდებოდა, რასაც ხშირ შემთხვევაში დღეები და ზოგჯერ, რამდენიმე კვირაც კი სჭირდებოდა. ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატების წარმატებულმა ფრენებმა საფუძველი ჩაუყარა ავიაციის სწრაფ განვითარებას. ამჟამად ავიაცია გამოიყენება სატრანსპორტო, სამგზავრო, საბრძოლო, სადაზვერვო და სხვა მიზნებისთვის. წარმოგიდენთ მსოფლიოში 10 ყველაზე სწრაფ თვითმფრინავს.

Lockheed SR-71 Blackbird

blackbird

SR-71 გახლდათ სტრატეგიული ზებგერითი მზვერავი. მის ძირითად ღირსებებს წარმოადგენს ფრენის სიმაღლის, სიჩქარის, აჩქარების და სწრაფამწეობის მახასიათებელთა სიდიდეები, რომლებიც მის მთავარ იარაღს წარმოადგენდნენ რაკეტებისგან თავის დაღწევის საქმეში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 3920კმ/სთ-ია (3.2 მახი).

Mikoyan MiG-25 Foxbat

134

უსწრაფესი გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლის მაქსიიმალური სიჩქარე 3920კმ/სთ (3.2 მახი) იყო.

Sukhoi Su-27 Flanker

123

Su-27 არის ორძრავიანი ზემანევრული გამანადგურებელი, რომელიც შეიქმნა საჰაერო ბატონობის და თავდაცვის მოსაპოვებლად ამერიკული ბომბდამშენებისგან. მისი მაქსიმალური სიჩქარე – 2879კმ/სთ (2.35 მახი).

 

General Dynamics F-111 Aardvark

1234

სიაში შემდეგია ამერიკული ტაქტიკური ბომბდამშენი F-111, რომელიც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო თვითმფრინავი ისტორიაში. F-111 საბრძოლო დატვირთვა 14290კგ შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 3063კმ/სთ-ს (2.5 მახი).

 

North American X-15

12345

X-15 აშშ–ს ექსპერიმენტული თვითმფრინავ – რაკეტოპლანია. 40 წლის განმავლობაში ერთადერთი პილოტირებული ჰიპერბგერითი საფრენი აპარატი, რომელმაც კოსმოსური ფრენები განახორციელა. მისი სიჩქარე 7200კმ/სთ-ია. Х-15 ძირითადი მისია გახლდათ ფრენის პირობების შესწავლა ჰიპერბგერითი სიჩქარეების დროს, შემოწმება/დაკვირვება ფრთოსანი აპარატების ატმოსფეროში შემოსვლისას და ახალი კონსტრუქტორული გადაწყვეტების შეფასება.

 

McDonnell Douglas F-15 Eagle

1245

F-15 ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 3063კმ/სთ-ია. 100ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან, მას არცერთი არ წაუგია, ამიტომ F-15 ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად.

 

Mikoyan MiG-31 Foxhound

 123456543

MiG-31 დანიშნულება საჰაერო ძალების განადგურება გახლდათ. ის იყო უმაღლესი ზებგერითი გზაგადამჭრელი და ბომბდამშენი თვითმფრინავი. მისი მაქსიმალური სიჩქარე  3467კმ/სთ-ია ( 2.83 მახი).

 

XB-70 Valkyrie

1111

უნიკალური ექვსძრავიანი თვითმფრინავი, რომელსაც ერთბაშად 240000 კილოგრამის დაძვრა 3700კმ/სთ_ით შეეძლო.

 

Bell X-2 Starbuster

11111222

შეიქმნა ფრენის თავისებურებების შესასწავლად მაღალ სიჩქარეებზე.  მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 3200კმ/სთ, რის შემდეგაც მალევე გამოვიდა მწყობრიდან, დიდი სიჩქარით შეეჯახა მიწას და განადგურდა.

 

Lockheed YF-12

wq

ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე დიდი გამანადგურებელი, რომლის სიჩქარე ყველაზე მაღალ სიმაღლეზე 4165კმ/სთ აღწევდა.

5 დიდი თვითმფრინავი, რომელიც ყველაზე ხშირად დაფრინავს მსოფლიოში

 

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხშირად შემდეგი ტიპის დიდტანიანი თვითმფრინავებით მგზავრობენ:

  1. Airbus A340

Airbus A340მეხუთე ადგილი Airbus A340-მა დაიკავა, წელიწადში 144,013  ფრენის რაოდენობით. ის გახლავთ დიდტანიანი,  კომერციული, სამგზავრო  ავიალაინერი, რომლის სტანდარტული მოდელი 375 მგზავრზეა გათვლილი.

  1. Boeing 747

Boeing 747

157,480 ფრენა განახორციელა Boeing 747, რომელიც გამოიყენება როგორც სამგზავროდ, ისე ტვირთის გადასაზიდად. Boeing 747 ასევე jumbo jet-ს უწოდებენ.  მისი ძირითადი მომხმარებლები არიან British Airways, Korean Air,  Lufthansa, China Airlines და სხვა.

  1. Boeing 767

Boeing 767

მესამე ადგილი ფრენების რაოდენობის მიხედვით Boeing 767-ს ერგო. ავიალაინერმა IATA-ს მონაცემებით, წლის განმავლობაში 435,865 ფრენა განახორციელა. 767-ის სხვადასხვა მოდელები 181-დან 375-მდე მგზავრს იტევს.

  1. Boeing 777

Boeing 777

Boeing 777 მსოფლიოში ყველაზე დიდი წყვილძრავიანი თვითმფრინავია. მისი სხვადასხვა მოდელები 314-დან 396-მდე მგზავრს იტევს. წლის განმავლობაში Boeing 777-მა 762, 699 ფრენა განახორციელა და ყველაზე ხშირად მფრენ თვითმფრინავებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

1.Airbus A330

Airbus A330IATA წლიური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად მსოფლიოში Airbus A330 დაფრინავს. საპატიო პირველი ადგილი ავიალაინერმა წელიწადში 836,768 შესრულებული ფრენით დაიკავა.  A330-ს  335-მდე მგზავრის გადაყვანა და 70 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. მისი ძირითადი მომხმარებლები არიან Turkish Airlines, Air China, China  Eastern Airlines, Cathay Pacific და სხვა.

AN-124-100 „Ruslan”

Antonov AN-124-100 უკრაინული კომერციული ავიალაინერია, რომელიც მძიმე, საბრძოლო თვითმფრინავის, AN-124 „Ruslan”-ის ბაზაზე შეიქმნა. ის გამოიყენება მძიმე და ძალიან დიდი ზომის ტვირთის გადასაზიდად. პირველი ფრენა მან 1982 წელს განახორციელა. ფართო საზოგადოებამ კი რუსლანი პირველად 1985 წელს, პარიზის ავიაშოუზე იხილა.

AN-124-100 უნიკალურია ტვირთის ტევადობის თვალსაზრისით. ძალიან ხშირია, როცა მას ისეთი ტვირთი გადააქვს, რომლის გადაზიდვაც სხვა ტრანსპორტით შეუძლებელია. მაგალითად, მხოლოდ რუსლანმა შეძლო დაებრუნებინა ნაციონალური რელიქვია ეთიოპიელი ხალხისათვის. ის, აგრეთვე, გამოიყენება დევნილთა გადასაყვანად და  სტიქიური უბედურებების ეპიცენტრში მყოფი ადამიანების გადასარჩენად.  AN-124-100 მსოფლიოში ყველაზე უნივერსალურ თვითმფრინავად შიძლება ჩაითვალოს.

Ruslan

antonov an-124 ruslan

 

Embraer

Embraer მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თვითმფრინავების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანიაა. ის 1969 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და მისი თვითმფრინავები 100-ზე მეტ ავიაკომპანიას ჰყავს ექსპლუატირებული.

დაარსების დღიდან Embraer-მა 5000-ზე მეტი თვითმფრინავი აწარმოა, მათ შორის, როგორც კომერციული, ასევე კორპორატიული, სამხედრო და სამეურნეო დანიშნულების. კომპანია სურლიად პასუხობს 21-ე საუკუნის საავიაციო გამოწვევებს და მოწინავე ადგილი უჭირავს საავიაციო ბაზარზე. Embraer მსოფლიოში მესამე თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიაა Airbus-ის და Boeing-ის შემდეგ.

ემბრაერი

ემბრაერი

ემბრაერ

Embraer ემბრაერი

ემბრაერი

Boeing 777X

ახალი 777X Boeing -მა 2013 წლის ნოემბერში, დუბაის ავიაშოუზე წარადგინა. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე ეფექტური ტყუპძრავიანი ჯეტი იქნება.

777X-ის ოჯახი მოიცავს ორი ტიპის ავიალაინერს – 777-8X და 777-9X. ორივე მათგანი  თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებისა და მომხმარებელთა პრიორიტეტების შესაბამისადაა შექმნილი. ბოინგის ახალი  თვითმფრინავი 12%-ით  ნაკლებ საწვავს მოიხმარს და 10%-ით ნაკლები საოპერაციო ხარჯები ექნება. ის უახლესი, ინოვაციური ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, მათ შორის ყველაზე თანამედროვე, ეკონომიური ძრავით-GE9X.

777X-ის წარმოება 2017 წელს დაიწყება და პირველი მომხმარებელი მას 2020 წელს მიიღებს.

BOEING 777X

 

BOEING 777X

 

3-3

 

NEW PLANE