ვერტმფრენი ხელოვნური ინტელექტით

ამერიკული ვერტმფრენების მწარმოებელი კომპანია Sikorsky ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვერტმფრენების შემუშავებას გეგმავს. კორპორაცია აპირებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში  მფრინავის მიერ მართული ვერტმფრენები სრულიად ჩაანაცვლოს თანამედროვე სისტემით.

Sikorsky -ის წარმომადგენლების განმარტებით, ეს იქნება არა უპილოტო საფრენი აპარატი, არამედ თვითპილოტირებადი.  ხაზგასმულია, რომ ახალი ტექნოლოგია სასარგებლო იქნება ისეთი რთული ფრენების განხორციელებისას, როგორიც გახლავთ ქვიშის ქარიშხალი ან შტორმი.

ამჟამად განვითარებადი სისტემის პირველი ტესტირება კომერციული ვერტმფრენის, S-76-ის საფუძველზე მიმდინარეობს.  კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მომავლის ავტომატიზირებული ტექნოლოგია ძირითადად სატვირთო ავიაციაში იფუნქციონირებს.

ვირტუალური ტური აშშ-ს საჰაერო ძალების ეროვნულ მუზეუმში

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმი რაიტ-პატერსონის საჰაერო ძალების ბაზაზე, დეიტონში, ოჰაიოს შტატში მდებარეობს. ის ყველაზე დიდი სამხედრო ავიაციის მუზეუმია მსოფლიოში. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ 350-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და სარაკეტო სისტემა. მუზეუმს წელიწადში დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

აშშ-ს საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმის დათვალიერება, ახლა უკვე ვირტუალური ტურის საშუალებით არის შესაძლებელი. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო საჰაერო ხომალდები,  ცივი ომის პერიოდის თვითმფრინავები, სარაკეტო სისტემები, სამხედრო ვერტმფრენები, პრეზიდენტის თვითმფრინავები და ა.შ.

ვირტუალური ტურის დასაწყებად დაკლიკეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმი

საჰაერო ძალების მუზეუმი

Paris Air Show

პარიზის საჰაერო შოუ ყველაზე ძველი და ფართომაშტაბიანი საავიაციო შოუა მსოფლიოში. მას ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, უმსხვილესი საავიაციო კორპორაციები და ა.შ.  იგი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავიაციო გამოფენაა მსოფლიოში.

პარიზის პირველი საჰაერო შოუ 1909 წელს 25 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ანდრე გრანეტი და რობერტ ენსულტ-პელტერი გახლდნენ. ამ წელს შოუს 100 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა ენახათ საფრენი აპარატები და შეეძინათ კიდეც. ფასები დაახლოებით 10 000-დან 30 000 ფრანკამდე მერყეობდა. შოუში 380 ინოვატორი მონაწილეობდა.

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საჰაერო შოუზე 1969 წელს ვიზიტორებმა იხილეს კონკორდი და ბოინგ 747, 1973 წელს ფრანგულ-გერმანული პროექტის Airbus A300 B-ს პრეზენტირება მოხდა, ხოლო 2005 წელს ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა A380. ამ წელს შოუს 230 000 ადამიანი ესტუმრა 3 დღის განმავლობაში.

2013 წელს პარიზის 50-ე ავიაშოუ 17 დან 23 ივნისამდე გაიმართება. პრეზენტირებას 2113 საერთაშორისო საავიაციო კომპანია მოახდენს.

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

პარიზის საავიაციო შოუ

“სიკორსკის” X2-მა ვერტმფრენების სიჩქარის რეკორდი გააუმჯობესა

ვერტმფრენების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია “სიკორსკიმ” თავისი უახლესი მანქანა X2 ჩაიფიქრა, როგორც მსოფლიოში უსწრაფესი ვერტმფრენი და თავის მიზანს, აპარატის საგამოცდო ფრენებისას უკვე მიაღწია – სადემონსტრაციო X2-მა 250 კვანძი (დაახლოებით 460 კმ/სთ) სიჩქარე განავითარა.

თუმცა ეს “სიკორსკის” მთავარი მიზანი არ იყო და ეს ზღვარი კომპანიის სადემონსტრაციო ვერტმფრენმა “სიკორსკის” საფრენოსნო ცენტრში გადალახა და 260 კვანძ სიჩქარესაც კი მიაღწია, თუმცა ამ დროს მას ისიც უწყობდა ხელს, რომ აპარატი დაბლა ეშვებოდა.X2-ს სამი ხრახნი აქვს, რომელთაგან ორი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ, საფრენი აპარატის ვერტიკალურ აფრენა-დაშვებას ემსახურება, მესამე კი პირველი ორის პერპენდიკულარულადაა განლაგებული და ის აპარატის ჰორიზონტალურ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მესამე ხრახნის და კარგად დამუშავებული აეროდინამიკის წყალობით, ვერტმფრენს მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
ისტორიული სარეკორდო ფრენა “სიკორსკის” მთავარმა პილოტმა და იმავდროულად, საფრენოსნო ოპერაციების დირექტორმა, კევინ ბრედენბეკმა შეასრულა, ვინც განაცხადა, რომ ყოველ მომდევნო საგამოცდო ფრენისას, X2 წინაზე უკეთ მუშაობს და ყველა მოლოდინს ამართლებს.

http://24saati.ge/index.php/category/society/science/2010-10-03/9951

შვეულმფრენი AutoGyro Cavalon 100 ათას დოლარად

მათ, ვისაც გიზიდავთ ცა , იფიქრეთ ისეთ სატრასპორტო საშუალებაზე, როგორიცაა შვეულმფრენი.ეს არის მცირე ზომის ერთი ან ორადგილიანი ვერტმფრენია. ის წარდგენილი იყო Aero Friedrichshafen გამოფენაზე კომპანია AutoGyro-ს მიერ.

ეს საფრენი აპარატი ჩვეულებრივი ვერტმფრენისგან რამოდენიმე ფაქტორით განსხვავდება, პირველ რიგში მას მინიმალური ადგილი სჭირდება. AutoGyro Cavalon-ის ლუქსი-ინტერიერში აღსანიშნავია დიზაინი და სივრცე, რომელიც მგზავრისა და პილოტისთვის შეუდარებელ კომფორტს ქმნის. იმისათვის, რომ ასეთი მანქანით იფრინოთ საჭიროა არა მარტო პილოტის არამედ თავად შვეულმფრენის პერსონალური სერტიფიკატიც. ამ დროისთვის ეს პროცედურა მხოლოდ გერმანიასა და საფრანგეთშია შესაძლებელი, თუმცა AutoGyro კომპანია აქტიურად მუშაობს ამ მომსახურების სხვადასხვა ქვეყნებში დანერგვაზე.
და ბოლოს კი, ამ არაჩვეულებრივი შვეულმფრენის ღირებულებაა სულ რაღაც 65 ათასი ევროა 🙂

from:www.aqualung.ge