მსოფლიოში პირველი დისტანციურად კონტროლირებადი აეროპორტი

ჩრდილოეთ შვედეთში ორნსკოლდსვიკის აეროპორტში (Örnsköldsvik Airport) მდებარე სამეთვალყურეო კოშკი ცარიელია. ტაუერში ავიამეთვალყურეები არ არიან, არა იმიტომ, რომ აქ საჰაერო მოძრაობა არ არის, არამედ იმიტომ, რომ შვედეთი დისტანციური მართვის ახალ სისტემას ტესტავს.

2014 წლის ზაფხულიდან საჰაერო მოძრაობის მართვა აღნიშნული აეროპორტის ტერიტორიაზე 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე სანდსვალის აეროპორტიდან ხდება, სადაც ავიამეთვალყურეებს წარმოდგენილი აქვთ ორნსკოლდსვიკის აეროპორტის 360 გრადუსიანი ხედი. აღნიშნული სისტემა, ასევე, მოიცავს მიკროფონებს, ინფრაწითელ კამერებს, რომელიც გამოიყენება  ნისლის პირობებში, მეტეოროლოგიურ სენსორებს ქარის სიჩქარისა და ატმოსფერული წნევის გასაზსომად და ყველა იმ მოწყობილობას, რომელიც ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სრულ ინფორმაციას აწვდის ავიამეთვალყურეს.

Remote-Tower-Center-Örnsköldsvik-airport

ორნსკოლდსვიკის აეროპორტში ექსპერიმენტი წარმატებით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ,  სავარაუდოდ,  აღნიშნული აეროპორტი პირველი რადიო კონტროლირებადი აეროპორტი გახდება. ანალოგიური ტესტირებები მიმდინარეობს ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში.

დისტანციური მართვის სისტემა განკუთვნილია პატარა აეროპორტებისათვის, რომლებიც მცირე რაოდენობით ფრენებს ემსახურება. მაგალითად, ორნსკოლდსვიკის აეროპორტში დღეში საშუალოდ 4 რეისი სრულდება. დიდ აეროპორტებში ის შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც სარეზერვო სისტემა ძირითადი სამეთვალყურეო კოშკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. სამხედრო თვალსაზრისით, აღნიშნული სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც ავიამეთვალყურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება საომარ ზონაში.

Advertisements

აეროპორტ-შოუ დუბაიში

11-13 მაისს დუბაიში მე-14 აეროპორტის შოუ ჩატარდა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა, რომელიც საუკეთესო B2B პლათფორმაა კომპანიებისათვის, რომლებიც აწარმოებენ აეროპორტსა და ავიაციასთან დაკავშირებულ პროდუქციასა და სერვისებს. 2014 წელს დუბაის აეროპორტის შოუში 250-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 7000-ზე მეტ სტუმარს მათ წარუდგინეს უახლესი ტექნოლოგიები, ინოვაციები და პროდუქტები.

ავიაშოუ

 

2011-Dubai-Airport-Fair-Show-e1306302291633

დუბაის აეროპორტის შოუ საუკეთესო საშუალებაა ამ სფეროში მიმდინარე სიახლეების და ტენდენციების გასაცნობად.

აეროპორტი

თანამედროვე აეროპორტი ტექნიკური თავალსაზრისით საინჟინრო-ტექნიკური მოწყობილობების რთულ კომპლექსს  წარმოადგენს, რომელიც მოიცავს აეროდრომს, სამგზავრო ტერმინალს, სატვირთო ტერმინალს, სამომსახურეო ტექნიკურ ტერიტორიას, აეროდრომის წინა ტერიტორიას და სხვას . იურიდიული თვალსაზრისით „აეროპორტი“ განისაზღვრება, როგორც ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს მგზავრების, ხელბარგის, ტვირთის მიღებასა და გაგზავნას და საჰაერო ხომალდების მომსახურებას.  აეროპორტში ეროვნული წესები ითვალისწინებს საბაჟო-ადმინისტრაციული ფორმალობის დაცვას, როგორიცაა საბაჟო შემოწმება, სანიტარული-საკარანტინო კონტროლი, საპასპორტო კონტროლი და სპეციალური კონტროლი.

საბაჟო კონტროლი საბაჟო დეკლარაციის შევსების, საბაჟო დეკლარაციაში ტვირთის წარმოდგენის და საბაჟო ინსპექტორის მიერ პასპორტის შემოწმებისაგან შედგება .

სანიტარული-საკარანტინო კონტროლი პირად შემოწმებას, ჩამოფრენილი და გასაფრენი მგზავრების შემოწმებას (სამედიცინო სერთიფიკატი, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ტრანზიტის შეტანისათვის) გულისხმობს. აცრების დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე მგზავრი შეიძლება არ დაიშვას გაფრენისთვის.

საპასპორტო კონტროლი კი, ჩამოსასვლელი და წამსვლელი ვიზების სინამდვილის შემოწმებასა და  განსაკუთრებულ შემთხვევაში  ტრანზიტული ვიზის არსებობის დადასტურებას მოიცავს.

რაც შეეხება სპეციალური კონტროლს, აქ იგულისხმება მგზავრების  შემოწმება ფრენის უსაფრთხოებისათვის (მგზავრის ნივთების შემოწმება საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე).

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2013 წელს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილ მგზავრთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,436,046 მგზავრს მოემსახურა, რაც 17,79%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2013

გასულ წელს მგზავრთა ნაკადის 24%-მდე ზრდა დაფიქსირდა ბათუმის აეროპორტიდან. ზღვისპირა ქალაქმა 2013 წელს 208,937 მგზავრს უმასპინძლა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2012 წელთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა 1 353,29%-ით გაიზარდა. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2013 წელს 187,939 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2013

სამწუხაროდ, მგზავრთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა მესტიაში, სადაც 2013 წელს მხოლოდ 885 ადამიანმა იმგზავრა.

მესტიის აეროპორტი მგზავრთა რაოდენობა

მგზავრთა რაოდენობა მესტიის საერთაშორისო აეროპორტში

ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მგზავრთა საერთო რაოდენობა 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში 1,833,807 იყო, რაც 30,66% მეტია წინა წელთან შედარებით. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების შეფასებებზე დაყრდნობით, მგზავრთა რაოდენობის ზრდა მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

მგზავრთა რაოდენობა

მგზავრთა რაოდენობა სულ 2013 წელს საქართველოს აეროპორტებში

http://gcaa.ge/geo/

https://www.facebook.com/tavgeorgia

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი აეროპორტები

პირველი, რასაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი ხედავს აეროპორტის ტერმინალი და სამეთვალყურეო კოშკია. აეროპორტებს სტუმრები  მომსახურების ხარისხის, მისი ფუნქციური დატვირთვის მიხედვით აფასებენ, თუმცა, ამასთანავე,  განსაკუთრებული მნიშვნელობა შენობის არქიტექტურას ენიჭება.

არქიტექტურული დიზაინის კრიტიკოსი, პოლ გოლდბერგერი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აეროპორტებს გამოყოფს: 

Madrid-Barajas Airport (ესპანეთი)

მადრიდის აეროპორტი

Barajas_Airport

 
Beijing Capital International Airport (ჩინეთი) 

ყველაზე ლამაზი აეროპორტი

ლამაზი აეროპორტი

 
Kansai International Airport (იაპონია)  

აეროპორტი იაპონიაში

აეროპორტი

 
King Abdulaziz International Airport (საუდის არაბეთი) 

საუდის არაბეთი

აეროპორტი

 
 Raleigh-Durham International Airport (აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა)

აშშ აეროპორტი

აეროპორტი

 
 Aeropuerto de Carrasco (ურუგვაი) 

ურუგვაი აეროპორტი

აეროპორტი

 
John F. Kennedy International Airport  (აშშ, ნიუ-იორკი)

ტერმინალი

ტერმინალი

 რომელია თქვენთვის ყველაზე ლამაზი აეროპორტი? მოგვწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი! 

 წყარო: http://edition.cnn.com