სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიენიჭა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს ახალი, ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი გადაეცა.

2016 წლის მაისიდან სამსახურის ყველა თანამშრომელმა, სტანდარტში შესულ ცვლილებებთან გაცნობის მიზნით, სწავლება გაიარა, რის შედეგადაც აქტიურად ჩაერთო ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.  2017 წელს კომპანია „Bureau Veritas Certification” -ის მიერ ჩატარებული სასერტიფიკაციო აუდიტის საფუძველზე  სამსახურს შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭა.

აღსანიშნია, რომ პირველად შპს “საქაერონავიგაციის” სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობსათვის   ISO 9001:2008  სერტიფიკატი 2013 წელს გადაეცა. მას შემდეგ, სამსახური მუდმივად ჩართულია ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.  შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის მიერ დანერგილი ხარისხის მართვის  სისტემა, როგორც წარმატებული ქეისი, “EUROCONTROL”-ის აერონავიგაციის ინსტიტუტის (IANS) სასწავლო პროგრამაში არის შეტანილი.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s