ევროკონტროლს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (ევროკონტროლი) ახალი ხელმძღვანელი ირლანდიელი კანდიდატი ემონ ბრენანი გახდა. ის გენერალური დირექტორის საქმიანობას 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს. ემონ ბრენანი ფრენკ ბრენერს შეცვლის, რომელიც ევროკონტროლის გენერალური დირექტორის  პოზიციაზე 2013 წლიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდეა არჩეული.

ევროკონტროლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ბრენანის კანდიდატურა ირლანდიის მთავრობამ წარადგინა.  არჩევნები 2017 წლის 16 ივნისს გაიმართა, სადაც საქართველომ ამომრჩევლის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა.

„ემონ ბრენანი წამყვანი ფიგურაა ევროპულ ავიაციაში. მისი გამოცდილება და საჰაერო მიმოსვლის მენეჯმენტის წინაშე მდგარი გამოწვევების სიღრმისეული ცონდა ფასდაუდებელი იქნება ევროკონტროლისთვის, რათა ორგანიზაციამ შეძლოს წევრი სახელმწიფოების საჭიროებებზე რეაგირება და მხარი დაუჭიროს ერთიანი ევროპული ცის სრულ იმპლემენტაციას პან-ევროპულ კონტექსტში.“ – აღნიშნა ევროკონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის პრეზიდენტმა და პოლონეთის საავიაციო ხელისუფლების გენერალურმა დირექტორმა პიოტრ სამსაონმა.

გენერალური დირექტორის არჩევნებში გამარჯვებულმა ბრენანმა მადლობა გადაუხადა ირლანდიის მთავრობას და ირლანდიის სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორს, მისი ნომინირებისთვის. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკონტროლის მუდმივმოქმედ კომისიას და დროებით საბჭოს, მის მიმართ გამოხატული ნდობისათვის.

გოჩა მეზვრიშვილი

„იმედი მაქვს, შევძლებ გამოვიყენო ჩემი გამოცდილება იმისათვის, რომ  მომდევნო 5 წლის განმავლობაში  ევროპის ავიაციის უსაფრთხო და პროგრესული განვითარება უზრუნველვყოთ.“ – განაცხადა ბრენანმა.

ბრენანი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა. შპს “საქაერონავიგაციაში” მან თავისი წინასაარჩევნო პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებს ევროპის სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და ევროკონტროლის მომავალი საქმიანობის მისეული ხედვა და მიზნები გააცნო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s