ქართველმა ავიამეთვალყურეებმა სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ლიცენზია მიიღეს

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ოთხმა ავიამეთვალყურემ  ინსტრუქტორის საერთაშორისო ლიცენზია მიიღო. 22 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ავიამეთვალყურეებმა ესპანეთში, ჰერესის საავიაციო სასწავლებელში წარმატებით გაიარეს სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორად გადამზადების კურსი.

თანამშრომლები კომპანიამ სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩია. FTEJerez სასწავლებლის ლიცენზია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღიარა, რომლის შემდეგაც ლიცენზირებული ავიამეთვალყურეები შეძლებენ, სამუშაო ადგილზე სხვა ქართველი ავიამეთვალყურეების სწავლებას.

ინსტრუქტორად გადამზადების კურსი

აღნიშნული კურსის მიზანი იყო, მონაწილეებისთვის მიეწოდებინა ფუნდამენტური ცოდნა, უნარები და მზაობა, რომელიც საჭიროა ინსტრუქტორისათვის. ტრეინინგი მოიცავდა ლექციებს, დისკუსიებს, როლურ თამაშებს და სიმულატორთან მუშაობას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s