შპს „საქაერონავიგაციაში“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციაში“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – დავით ხუციშვილი, დავით ებრალიძე და გიორგი თაბუაშვილი, შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები.

საქაერონავიგაცია

საქაერონავიგაციის თანამშრომლებმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე განიხილეს შპს „საქაერონავიგაციის“ 2016 წლის ბიზნეს-გეგმა და 2015 წლის ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების საკითხი. კომპანიის ფინანსების მართვის საკითხების მენეჯერმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, საბჭოს წევრებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც 2016 წლიდან შპს „საქაერონავიგაციის“ თანამშრომელების საპენსიო დაზღვევით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ირაკლი ზაქარეიშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც კომპანიაში ინერგება. სხდომაზე, ასევე, განხიხილეს მიმდინარე სამშენებლო პროექტები და თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების მეორე კატეგორიის შუქ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის საკითხი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s