სამუშაო ჯგუფის შეხვედრა EUROCONTROL-ის საპენსიო ფონდის ექსპერტებთან

 

2015 წლის 29 აპრილს EUROCONTROL-ში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის თემაზე შპს „საქაერონავიგაციის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც  სხვადასხვა საკითხები დღის წესრიგის შესაბამისად იქნა განხილული.

შეხვედრის ფარგლებში შპს „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებმა EUROCONTROL-ის  ექსპერტებს სამუშაო ჯგუფის ამჟამინდელი მიღწევები გააცნეს, როგორიცაა საქართველოში არსებული კანონმდებლობის ანალიზი, სხვადასხვა ინსტიტუციურ ერთეულებთან და  სადაზღვევო კომპანიებთან მიღწეული თანამშრომლობა, 2016 წლიდან შპს „საქაერონავიგაციის“ თანამშრომელთა საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლისთვის შემუშავებული სამოქმედო გეგმა, შპს „საქაერონავიგაციის თანამშრომლებთან გამართული ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან 7 მაისს დაგეგმილი  შეხვედრა.

ექსპერტებმა ზოგადად დადებითად შეაფასეს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა და მზადყოფნა გამოთქვეს მისი წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის, ბატონი გოჩა მეზვრიშვილის მიერ ევროკონტროლის გენერალური  დირექტორის სახელზე გაგზავნილ იქნა ოფიციალური წერილი მოცემული პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფისა და ევროკონტროლის ექსპერტების თანამშრომლობის ფორმალიზების შესახებ.

2015 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შპს „საქაერონავიგაციის“ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა EUROCONTROL-ის ექსპერტებს გააცნეს ინფორმაცია არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში საქართველოში არსებული  საკანონმდებლო  ბაზისა და ინსტიტუციური ერთეულების შესახებ. ექსპერტებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებისა და მათთან სამუშაო ჯგუფის თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, მოხდა შპს საქაერონავიგაციის თანამშრომელთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სქემის კონცეპტუალური ჩარჩოს განხილვა. დისკუსია გაიმართა ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე:

  • აქტუარული გაანგარიშებები;
  • ადრეული საპენსიო ასაკი ავიამეთვალყურეებისათვის;
  • საპენსიო სქემის სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება;
  • საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • თანამშრომლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები და მისი პირობები;
  • აქტივების მმართველ კომპანიებთან და სპეციალიზებულ დეპოზიტართან ურთიერთობა;
  • საპენსიო სქემის ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების წარმოება.

ევროკონტროლის ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუყფის ურთიერთთანამშრომლობის ფორმალიზების შემდეგ, დაგეგმილია EUROCONTROL-ის  ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, შპს „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებთან და ინსტიტუციური ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვის მიზნით.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s