World ATM Congress 2015

10-12 მარტს, ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი (World ATM Congress 2015) გაიმართა. ღონისძიება საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციასთან (ATCA) თანამშრომლობით, სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) მიერ იყო ორგანიზებული.  კონგრესის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

World ATM Congress 2015

World ATM Congress

World ATM Congress 2015

World ATM Congress 2015-ს საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კონგრესის პარალელურად, შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა,  გოჩა მეზვრიშვილმა მომავალ თანამშრომლობაზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების საჰაერო მოძრაობის პროვაიდერებთან სამი ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო აქტიურად ჩაერთვება “ერთიანი ევროპული ცის” კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებაში,  რაც მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის,  ასევე ქვეყნის ღირსეული წარმოჩინებისთვის მსოფლიო ასპარეზზე.

გოჩა მეზვრიშვილი, ფრენკ ბრენერი, გიორგი ედიშერაშვილი

კონგრესის ფარგლებში ქართული დელეგაცია საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL)  გენერალურ დირექტორს, ფრენკ ბრენერს შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქაერონავიგაციის მზაობა ავიაკომპანიებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევის საქმეში. ამასთან ერთად,  საქაერონავიგაციის ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s