ფაქტები ავიაკონსტრუქტორი ა.ნ. ტუპოლევის შესახებ

საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი ანდრეი ტუპოლევი 1888 წელს რუსეთში, პუსტომაზოვში დაიბადა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას, მას  ზუსტი მეცნიერებები და ტექნიკა იტაცებდა. 1908 წელს ტუპოლევი მოსკოვის საიმპერატორო სასწავლებელში ჩაირიცხა. აქ ის სერიოზულად დაინტერესდა ავიადინამიკით.

ანდრეი ტუპოლევი

1929 წლიდან გარდაცვალებამდე (1972 წლამდე) ტუპოლევი მოსკოვის ცენტრალური აერო-ჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში (ЦАГИ) ავიაციის, ჰიდროავიაციისა და საცდელი მშენებლობის განყოფილების უფროსად მუშაობდა. მისი მოღვაწეობის შედეგად 100-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა, რომელთა შორის 78-მა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

1937 წელს ტუპოლევი დააპატიმრეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. იგი ციხიდან 1939 წელს გამოვიდა და მალე კვლავ მოსკოვში დაბრუნდა.

პირველი ზებგერითი თვითმფრინავი

ანდრეი ტუპოლევმა შექმნა პირველი რეაქტიული სამოქალაქო თვითმფრინავი  Ту-104 და პირველი ზებგერითი სამგზავრო საჰაერო ხომალდი  Ту-144. ამ უკანასკნელმა პირველად 1968 წლის 31 დეკემბერს იფრინა, – 2 თვით ადრე, ვიდრე ლეგენდარულმა “კონკორდმა”.

ტუ-154

60-იან წლებში რუსი ავიაკონსტრუქტორის შექმნილი სამოქალაქო თვითმფრინავების ოთხი მოდელი გამოვიდა, რომელთა შორის ორი, ზოგიერთი ავიაკომპანიის მიერ  დღესაც არის ექსპლოატირებული. ესენია: Ту-134, რომლის გამოშვება 80-იან წლებში შეწყდა და Ту-154, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ აღარ გამოდის.

 

საინფორმაციო რესურსი: http://www.wikipedia.org/

http://www.aviatime.com/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s