საქაერონავიგაცია

ავიამეთვალყურე – ერთ-ერთი ურთულესი პროფესია მსოფლიოში

ყურადღების მუდმივი კონცენტრაცია, ფსიქოლოგიური წნეხი და უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიამეთვალყურეს აკისრია, მას მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად აქცევს.

ავიამეთვალყურეები 12 საათიან ცვლაში მუშაობენ, რათა უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში უზრუნველყონ ფრენის უსაფრთხოება, თანმიმდევრულობა და დროულობა. მათი უპირველესი ფუნქციაა, რომ საჰაერო სივრცეში გადაადგილებისას თვითმფრინავებმა ერთმანეთისაგან დაშორებით იფრინონ და არ მოხდეს მათი სახიფათო მიახლოება. ავიამეთვალყურეები ასევე პასუხისმგებლები არიან თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენასა და დაშვებაზე.

საქაერონავიგაცია

ყოველივე ეს მათგან უდიდეს გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაა, რომ თითოეული ავიამეთვალყურისათვის სავალდებულოა სამედიცინო შემოწმების გავლა: სამ წელიწადში ერთხელ 40 წლამდე ასაკის მეთვალყურეებისათვის და ყოველწლიურად 40 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ავიამეთვალყურის საპენსიო ასაკი სხვა პროფესიებთან შედარებით უფრო ნაკლებია.

სამეთვალყურეო კოშკი

საჰაერო მიმოსვლის მართვის პროცესში ავიამეთვალყურეთა მაღალი კვალიფიკაცია უმთავრესია.  სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქოს უმნიშვნელო შეცდომაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ამის გამო, ავიამეთვალყურეთა პროფესიონალიზმს დიდი ყურადღება ექცევა. საქაერონავიგაციაში დღეისათვის 100-ზე მეტი ავიამეთვალყურე მუშაობს, მათ შორის მრავალწლიანი გამოცდილებით და შედარებით ახალი თაობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში დაეუფლა პროფესიას. ყველა ავიამეთვალყურე კომპანიაში პროფესიონალია და შესაბამის ლიცენზიას ფლობს. ისინი ყოველწლიურად გადიან სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში. ავიამეთვალყურეები მუდმივად იღებენ როგორც ახალ თეორიულ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად ცვლილებები საკანონმდებლო დოკუმენტებში, ახალი სტანდარტები და რეკომენდაციები, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას სიმულატორთან მუშაობისას. ესპანეთში, საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას წელიწადში 5 კვირის განმავლობაში.

ყოველდღიურად ქართველი ავიამეთვალყურეები  საქართველოს საჰაერო სივრცეში საშუალოდ 400-მდე რეისს ემსახურებიან. მათი პროფესიონალიზმი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s