COMSOFT-თან ორი ახალი ხელშეკრულება გაფორმდა

საჰაერო მოძრაობის ზრდასთან, თანამედროვე აღჭურვილობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საერთაშორისო საავიაციო საზოგადოება ახალი საჭიროებების წინაშე აღმოჩნდა. სააერნაოსნო ინფორმაციის როლი და მნიშვნელობა ინტერნეტის ეპოქაში მკვეთრად შეიცვალა. 2012 წლის 15 ნოემბრიდან ICAO-ს რეკომენდაციით, შეიცვალა ფრენის გეგმის (FPL) ფორმატი, იმისათვის, რომ თანამედროვე აღჭურვილობის თვითმფრინავისა და განვითარებადი ტექნოლოგიების მოთხოვნებსა და საჭიროებებთან მომხდარიყო თანხვედრა. ასევე, განვითარდა ტრადიციული ინფორმაციის მომსახურებები (AIS) და ICAO-ს რეკომენდაციით, ახლა უფრო ფართო კონცეფციაზე – სააერნაოსნო ინფორმაციის მართვაზე (AIM)- გადადის. გარდა ამისა, საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელი (AFTN) ჩანაცვლდება სააერნაოსნო შეტყობინებების დამუშავების სისტემით (AMHS).

AIDA-NG

მსოფლიოში სულ 5 კომპანიაა, რომელიც შესაბამის  სისტემებს აწარმოებს. მათ შორის ერთ-ერთი COMSOFT-ია. საქაერონავიგაცია, სწორედ, ამ უკანასკნელთან თანამშრომლობს. მსოფლიო ბაზარზე გერმანული კომპანია COMSOFT წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას, რომლის სისტემური უზრუნველყოფა  საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს.

2012 წელს საქაერონავიგაციაში დაინერგა გერმანული კომპანია  COMSOFT-ის სისტემა AIDA-NG და CADAS-ATS.  AIDA-NG  სააერნაოსნო ინფორმაციის გავრცელების სისტემაა, რომელიც ერთადერთია ბაზარზე, რომელიც უზრუნველყოფს სრულად ინტეგრირებული და ერთგვაროვანი შეტყობინებების გავრცელების შესაძლებლობებს. CADAS-ATS კი AFTN და AMHS სერვისის ოპერირების საშუალებას იძლევა პარალელურ რეჟიმში, ერთიანი ინტეგრირებული შეტყობინების აპლიკაციის გამოყენებით. მასში ასევე გათვალისწინებულია ცვლილება ფრენის გეგმების შესახებ.

ამავე წლის ოქტომბერში საქაერონავიგაციაში  AFTN/AMHS-AIM სისტემის საიმედობის უწყვეტი 72 საათიანი ტესტირება ჩატარდა. კომპანიამ AFTN/AMHS-AIM COMSOFT-გან მიიღო სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ არსებული სისტემის სრულ შესაბამისობას ICAO-ს, EUROCONTROL-ისა და ISO სტანდარტებთან. COMSOFT-მიერ გადამზადება ჩაუტარდათ საქაერონავიგაციის  სხვადასხვა სპეციალიზაციის 28 სპეციალისტს. მათ შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს. AMHS-ს ტესტირება ჩატარდა ასევე ესტონელ კოლეგებთან ერთად.

2014 წლის 19 სექტემბერს კი საქაერონავიგაციასა და COMSOFT-ს შორის  ორი ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ ცვლილებათა განხორციელების პროცესში.  აღნიშნული ხელშეკრულების შედეგად, გერმანული კომპანია საქაერონავიგაციაში,  დანერგავს სააერნაოსნო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას AIM DB, რომელიც AIM-ის ძირითადი ელემენტია და უზრუნველყოფს ელექტრონული სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულის (electronic AIP) შექმნისათვის აუცილებელ ტექნიკურ მხარდაჭერას.

გოჩა მეზვრიშვილი

ასევე, საქაერონავიგაციაში დაინერგება სისტემა COFFEE, რომელიც რეგიონებს შორის ოპერატიული კავშირის (OLDI) დამყარების საშუალებას იძლევა. ეს კი ზოგავს დროს, ბიუჯეტს და ინარჩუნებს ფრენის უსაფრთხოების დონეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s