ავიაცია და ეკოლოგია

ავიაციის ინდუსტრიას უამრავი პოზიტიური წვლილი შეაქვს მსოფლიოს განვითარებაში, როგორიცაა დასაქმება, ეკონომიკური განვითარება, მობილურობა,  ტურიზმის განვითარება, სიღარიბის დაძლევა და კულტურული გამდიდრება. თუმცა, მიუხედავად ამ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სოციალური სარგებლისა, ავიაციას თავისი უარყოფითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე – ეს გახლავთ გარემოს დაბინძურება.

ავტოტრანსპორტის და ავიაციის განვითარებამ არსებითად გაზარდა მათგან გამონაბოლქვი აირების წილი ატმოსფეროში. ძირითადი გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებია ნახშირბადის ოქსიდი,  ნახშირწყალბადები და აზოტის ოქსიდები. თვითმფრინავის გამონაბოლქვი ნაკლებად მოქმედებს ქალაქის ჰაერზე,  ის ძირითად გავლენას ახდენს ჰაერის გაჭუჭყიანებაზე აეროპორტის რაიონში. ზოგიერთი თვითმფრინავი და კოსმოსური ხომალდი აჭუჭყიანებს ტრატოსფეროს აზოტისა და გოგირდმჟავას მოქმედებით,  აგრეთვე ალუმინის ოქსიდის ნაწილაკებით.  ისინი უარყოფითად მოქმედებენ ოზონის ფენაზე და ჰაერის გლობალურ ტემპერატურაზე.

გარდა გამონაბოლქვისა, ატმოსფეროს მავნე გამჭუჭყიანებელთა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე ხმაური, ის გამაღიზიანებლად მოქმედებს ადამიანზე, მისი გავლენა დამოკიდებულია მის ინტენსივობაზე, სპექტრალურ შედგენილობასა და მოქმედების ხანგრძლივობაზე.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიის საკითხებს ავიაციის ინდუსტრიის განვითარების პარალელურად. ორგანიზაციამ შეიმუშავა რიგი სტანდარტები, პოლიტიკა და სახელმძღვანელო მასალები, რომლებიც მიმართულია თვითმფრინავების ხმაურისა და მათ მიერ ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ICAO-ს რეკომენდაციები ამ სფეროში ითვალისწინებს ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, გარკვეული პროცედურების შესრულებას, საჰაერო მიმოსვლის სათანადო ორგანიზებას, აეროპორტის შესაბამის დაგეგმარებას და ა.შ.

ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც, როგორიცაა ECAC, IATA, EUROCONTROL და სხვა.

IATA (The International Air Transport Association ) საავიაციო ინდუსტრიას, გარემოს მიმართ პასუხისმგებელ ინდუსტრიას უწოდებს და ამ პრობლემის დაძლევის საკუთარ სტრატეგიას გვთავაზობს.  IATA ხედვით, გარემოს დაბინძურების შემცირება შესაძლებელია 4 ფაქტორის გათვალისწინებით:

  • ინვესტირება ტექნოლოგიებში
  • ოპერატიული ეფექტურობის გაუმჯობესება
  • ეფექტური ინფრასტრუქტურა
  • პოზიტიური ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს წახალისებას.

თავის მხრივ, EUROCONTROL-იც ზრუნავს შეამციროს ავიაციის არასასურველი გავლენა გარემოზე. მის  მიზანს წარმოადგენს ეკოლოგიური პრობლემების დაძლევა საჰაერო მიმოსვლის მართვის უფრო ეფექტური უზრუნველყოფის გზით.

წყარო : http://www.nplg.gov.ge/ (ელიზბარ ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ სულხანიშვილი – გლობალური ეკოლოგია).

http://www.icao.int/

http://www.iata.org/

http://www.eurocontrol.int/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s