როგორ მუშაობს საჰაერო ნავიგაცია?  

როგორც მგზავრს, თქვენ შესაძლოა დაგაინტერესოთ როგორ კონტროლდება თქვენი ფრენა. ჩვენ ვეცდებით ყველანაირი სააერნაოსნო ტერმინების გამოყენების გარეშე, მარტივად აგიხსნათ, როგორ მუშაობენ საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები.

თქვენს ფრენას ესაჭიროება მარშრუტი, რომელიც იქნება ოპტიმალური მოცემული ფრენისათვის, სიმჭიდროვის მართვა საჰაერო სივრცესა და აეროპორტის ტერიტორიაზე, რათა არ მოხდეს ფრენის დაგვიანება და რა თქმა უნდა საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თქვენი ფრენის უსაფრთხოება, პუნქტუალობა და ეკონომიურობა.  ავიამეთვალყურეების საჰაერო ხომალდსთან  კომუნიკაცია რადიოკავშირის საშუალებით ხდება. თვითმფრინავის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას კი ისინი რადარების საშუალებით იღებენ. ავიამეთვალყურეების მთავარი ფუნქციაა თვითმფრინავებმა ერთმანეთისაგან დაშორებით, დროულად და უსაფრთხოდ იფრინონ.

9L0A9676

ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ავიამეთვალყურეს  საჰაერო მიმოსვლის მართვის უზუნველსაყოფად ჭირდება, იქნება ეს სალოკაციო ინფორმაცია, მეტეოროლოგიური თუ სხვა, ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში იყრის თავს. ეს უკანასკნელი სალოკაციო და საფრენოსნო ინფორმაციის უწყვეტი და უხარვეზო დამუშავებასა და საჰაერო მეთვალყურეების სამუშაო ადგილებზე ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ავიამეთვალყურე

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია სააერნაოსნო ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ელემენტს საჰაერო ნავიგაციის განხორციელებაში. სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური აქვეყნებს სააერნაოსნო ინფორნაციის კრებულს, სადაც თავმოყრილია ქვეყანაში არსებული სრული სააერნაოსნო მონაცემები, დაწყებული საფრენი ბილიკის ზომიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან, დამთავრებული ქვეყანაში არსებული საჰაერო ტრასებით. ის ასევე აქვეყნებს ე.წ. ნოტამებს, ანუ აკრძალვებისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საჰაერო სივრცესა და ასაფრენ ბილიკზე.

წარმოუდგენელია უსაფრთხო ფრენების განხორციელება მეტეოროლოგიური სამსახურის გარეშე, რომელიც მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს ამინდზე და აწვდის ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს.

DSC_5396

თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენა-დაფრენაზე ასევე რადიონავიგაციის სამსახური ზრუნავს. ეს სამსახური უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამართულ მუშაობას, რომელიც ეხმარება საჰაერო ხომალდს განახორციელოს ზუსტი და უსაფრთხო ფრენა. მაგალითად, ინსტრუნეტალური დაშვების სისტემა წარმოადგენს თვითმფრინავის „გზამკვლევს“. ის უზრუნველყოფს, რომ საჰაერო ხომალდმა ავტომატურ რეჟიმში უსაფრთხოდ განახორციელოს ზუსტი დაფრენა.

თვითმფრინავის გზამკვლევს წარმოადგენს ასევე ასაფრენ ბილიკზე დამონტაჟებული შუქ-ტექნიკა, რომლის გარეშეც ფრენა წარმოუდგენელია ღამით და დაბალი ხილვადობის დროს.

საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერი შპს „საქაერონავიგაციაა“, კომპანია მუდმივად ზრუნავს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სათანადოდ შეასრულოს მისი უმთავრესი მისია – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s