საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი – კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ!

ხვალ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – საქაერონავიგაცია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობას იწყებს! თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრიის განსავითარებლად. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, კონკურენტუნარიანი გახდეს რეგიონში და დააკმაყოფილოს საჰაერო მოძრაობის მართვის ევროპული სტანდარტები.

მართვის ახალი ცენტრი სრულად უზრუნველყოფს ფრენების მომსახურებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ცენტრის ფუქციაში შევა ძირითადი სისტემის სარეზერვო მოწყობილობაც –  ძირითადი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში,  ავიამეთვალყურეებს საშუალება მიეცემათ, გადავიდნენ სარეზერვო სისტემაზე და სრულფასოვნად გააგრძელონ საქმიანობა.

პროექტი 2010 წელს,  შპს”ლებო”-ს მიერ შეიქმნა. სამშენებლო სამუშაოებს  ღია საერთაშორისო ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია “დაგი” ხვალიდან დაიწყებს და გეგმის მიხედვით, 2 წელიწადში დაასრულებს. მშენებლობაზე 200 ადამიანი დასაქმდება. დაგეგმილია ცენტრის აღჭურვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკონტროლის მიერ აღიარებული, 8 მილიონი ევროს ღირებულების თანამედროვე ტექნოლოგიებით.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s