რადიო-ნავიგაციის სამსახური

ფრენის უსაფრთხოება მრავალ ფაქოტრზე არის დამოკიდებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სანავიგაცო სისტემებია, როგორიცაა მაგალითად ინსტურმენტული დაშვების სისტემა (ILS), დოპლერის აზიმუტალური რადიოშუქურა და ა.შ. ეს სისტემები ეხმარება საჰაერო ხომლადს განახორციელოს ზუსტი და უსაფრთხო ფრენა.

შპს საქაერონავიგაციის რადიო-ნავიგაციის სამსახურმა სანავიგაციო სისტემების სრული განახლება 2006 წლიდან დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია კომპანია SELEX-ის მიერ წარმოებული ორი დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემა ILS/DME. ის, მანძილმზომ მოწყობილობასთან DME 1118 ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდა. ამ სანავიგაციო სისტემის მეშვეობით საჰაერო ხომალდს ავტომატურ რეჟიმში შეუძლია განახორციელოს ზუსტი დაფრენა.
ინსტრუმენტული დაშვების სისტემა
გარდა ამისა, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და სოფელ ალში განლაგებულ ობიექტზე NDB-ალი, ბრიტანულმა კომპანია SYSTEMS INTERFACE-მა დაამონტაჟა კანადური კომპანია NAUTEL -ის მიერ წარმოებული სამი  მიმყვანი რადიოსადგური NDB VR250, აგრეთვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი ნორვეგიული წარმოების სამარკერო რადიოშუქურა PARK AIR SYSTEMS NM7050D .
2009 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა ამერიკული კომპანია SELEX-ის მიერ წარმოებული დოპლერის აზიმუტალური რადიოშუქურა DVOR 1150, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სატრასო ნავიგაციისათვის, აგრეთვე თბილისის აეროპორტში დაფრენისათვის. ამავე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ძველი დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემა ILS შეიცვალა SELEX -ის მიერ წარმოებული ახალი სისტემით ILS 2100, რომელიც მანძილმზომ მოწყობილობასთანაა DME 1118A შეთავსებული.

dvor
სანავიგაციო რადიო-ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიტანულმა კომპანია SYSTEMS INTERFACE-მა  ნორვეგიული კომპანია PARK AIR SYSTEMS-ის მიერ წარმოებული ორი დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემა ILS 7000B დაამონტაჟა, რომელიც შეთავსებულია ბრიტანული კომპანია FERNAU-ს მიერ წარმოებულ მანძილმზომ მოწყობილობებთან DME 2020. გარდა ამისა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ავსტრალიური კომპანია INTERSCAN-ს მიერ წარმოებული დოპლერის აზიმუტალური რადიოშუქურა DVOR VRB-53D.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s