სახელმწიფო საავიაციო უწყებები საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სფეროში მრავალი უწყება მუშაობს, რომელთაც ერთი მთავარი მიზანი – ფრენის უსაფრთხოება – აერთიანებთ, თუმცა მათი ფუნქციები განსხვავებულია. თითოეულ ქვეყანას ჰყავს ეროვნული საავიაციო ხელისუფლება, საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერი, აეროპორტების მართვის ორგანო და ა.შ.  ამ უწყებათა მოვალეობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან.  საავიაციო ხელისუფლებებს მარეგულირებელი და ზედამხედველობის ფუნქცია აქვს,  აეროპორტების ოპერატორი კომპანიები პასუხისმგებლები არიან სააეროპორტო სერვისისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ხოლო საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები საჰაერო მოძრაობის მართვას უზრუნველყოფენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაქართველოში სამოქალაქო საავიაციო ხელისუფლებას სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წარმოადგენს. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური რეგულირება, რაც გულისხმობს სამოქალაქო ავიაციის სფეროს უსაფრთხოების მიზნით მარეგულირებელი ნორმატიული ქტების შემუშავებას, გამოცემასა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე, ავიაციის სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებას, ნებრათვის გაცემას და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.

სააგენტოს მიზანია კანონმდებლობის ჰარმონიზაცია შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროპულ რეგულაციებთან და დირექტივებთან. აგრეთვე, ნორმატიული აქტების, სახელმძღვანელოებისა და პროცედურების ICAO-ს დანართებთან,  EASA-სა და სამოქალაქო ავიაციის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან, შესაბამის ცვლილებებთან, სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა.

სააგენტოს მიერ საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის კუთხით გატარებული პოლიტიკა,  ფრენების უსაფრთხოების ევროპული სტანდანდარტებისა და რეგულარული ინსპექტირების პროგრამის დანერგვა, აგრეთვე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს სხვადასხვა ავიაკომპანიებისათვის.

 

სააგენტო ზრუნავს მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზეც. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ძალაში შევიდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 17 ივლისის ბრძანება N122  „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ’’. ნორმატიული აქტი პასუხობს შესაბამისი ევროპული რეგულაციებით (ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის N261/2004) გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს. წესი განსაზღვრავს ავიგადამზიდველის ვალდებულებებს მგზავრებთან მიმართებაში, კერძოდ: კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესებსა და პირობებს  საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძივი დაგვიანების შემთხვევაში.

გარდა ამისა,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის N16 ბრძანება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ” ითვალისწინებს, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფას და მათი უფლებების დაცვას.  დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ოპერატორისა და მომსახურე ავიაგაგადამზიდველის ვალდებულებები ზემოთაღნიშნულ პირებთან მიმართებაში.

სააგენტო ასევე ახორციელებს აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და რეგისტრაციას. ასევე, ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას.

სააგენტო

უწყების სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი  სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირებასა და მათ საქმიანობას ზედამხედველობს. დეპარტამენტის ფუნქციაში  საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო, აგრეთვე, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება და ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელებაზე ზედამხედველობა შედის.

გარდა ამისა, სააგენტოს მოვალეობაა, საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. ასევე, საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა  და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა.

იგი, აგრეთვე,  ნებართვებს გასცემს საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებზე და საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოებზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს ავიასაწარმოების სერტიფიცირებას და მათ საქმიანობაზე  ზედამხედველობას, ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემას და სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და  საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარებას.  ასევე, საჰაერო   ხომალდზე მომხდარი საავიაციო მოვლენის მოკვლევის ორგანიზებას.

სააგენტოს ფუნქციებში შედის ასევე საავიაციო უშიშროება, ხარისხის მართვის და ხარისხის მაჩვენებლების განხორციელება და კონტროლი, ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა, საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობისას საქართველოს ინტერესების დაცვა და სხვა.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

საქაერთველოს აეროპორტების გაერთიანებასაქართველოს სამოქალაქო აეროპორტების მართვასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა“. მისი ფუნქციაა შექმნას უსაფრთხო და კომფორტული გარემო ავიაკომპანიებისთვის, მგზავრებისა და სხვა თანმდევი ბიზნესისათვის. კომპანია უზრუნველყოფს სააეროპორტო სერვისისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

გარდა ამისა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბაზაზე შექმნილია საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრი, რომელიც სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  სასწავლო პროგრამების შესაბამისად ახორციელებს  როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის (რომელთა ფუნქციონალური  მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან) მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში.

დღეისათვის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირებას კომპანია „ტავ ჯორჯია“ ახორციელებს. თურქული კომპანია „ტავ ჰოლდინგს“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვის უფლება 2007 წელს 20 წლის ვადით მიენიჭა.

 

საქაერონავიგაცია

logoშპს „საქაერონავიგაცია“ საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვას ახორციელებს. მისი ძირითადი ფუნქციებია: საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვა, რადიოტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების უზრუნველყოფა, მეტეოროლოგიური მომსახურება და საავიაციო საინფორმაციო მომსახურება. მის კომპეტენციაში შედის აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების ასაფრენი ზოლის უზრუნველყოფა შუქ-სასიგნალო სისტემებით.

სანავიგაციო სისტემები, რომლებიც შპს “საქაერონავიგაციამ“ დაამონტაჟა, აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ზედამხედველობას აღნიშნული სისტემების გამართულ მუშაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს მიერ არის აღიარებული ავიამეთვალყურეების, ბრინგ ოფიცრების, მეტეოროლოგებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის  კვალიფიკაცია.

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s