ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური

საჰაერო მოძრაობის მართვა სალოკაციო და საფრენოსნო ინფორმაციის დამუშავებისა და მიწოდების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამაზე ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურია პასუხისმგებელი. ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური სალოკაციო და საფრენოსნო ინფორმაციის უწყვეტი და უხარვეზო დამუშავებასა და საჰაერო მეთვალყურეების სამუშაო ადგილებზე ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ავტომატიზირებული მართვის სისტემები

საჰაერო მოძრაობის მართვის ძირითად ოპერატიულ სისტემას წარმოადგენს SELEX-ის ფირმის ავტომატიზირებული მართვის სისტემა. იგი ექსპლუატაციაშია 2009 წლის მაისის თვიდან და შედგება შემდეგი ქვესისტემებისაგან:

  • იტალიური კომპანია SELEX-ის მიერ მოწოდებული თანამედროვე ავტომატიზირებული სისტემა SATCAS, რომელიც მოიცავს საფრენოსნო და რადიოლოკაციური, მათ შორის პირველადი რადიოლოკატორის ინფორმაციის დამუშავებას, ინფორმაციის ასახვის, ჩაწერისა და აღწარმოების სისტემებს. სისტემა აგრეთვე მოიცავს მონიტორინგისა და უსაფრთხოების ფუნქციებს (MTCD, RAM, CLAM, STCA, MSAW, APW).
  • იტალიური წარმოების ხმოვანი კავშირგაბმულობის სისტემა SITTI, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის სხვადასხვა ინტერფეისს, როგორიცაა სახმელეთო, ხმელეთი-ჰაერი, სატელეფონო, პირდაპირი და აგრეთვე სატელიტური კავშირები. ნებისმიერი სენსორული ეკრანიდან შესაძლებელია არჩეული კავშირის გააქტიურება.
  • ნორვეგიული წარმოების ხმის ჩამწერი სისტემა Ricochet. სისტემის დანიშნულებაა საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხმოვანი ინფორმაციის ჩაწერა. 2010 წელს განხორციელდა სისტემის მოდერნიზაცია და შესაძლებელი გახდა როგორც ჩაწერილი არხების გაფართოება, ასევე რადიოლოკაციური ინფორმაციის ჩაწერაც.

ავტომატიზირებული მართვის სისტემები

ავტომატიზირებული მართვის სისტემები

ძირითადი სისტემის რეზერვს წარმოადგენს  სისტემა Northrop Grumman AMS 2000. ძირითადი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მეთვალყურეებს რამდენიმე წამის განმავლობაში შესაძლებლობა ეძლებათ გადავიდნენ სარეზერვო სისტემაზე. სისტემა Northrop Grumman ექსპლუატაციაში შევიდა 2000 წელს და დღემდე უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის ეფექტურ მართვას, მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია ინტეგრირებული სალოკაციო სადგურების შეზღუდული რაოდენობა.

2009 წელს განხორციელებული მოდერნიზაციის შედეგად, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში ინტეგრირებულ იქნა THALES-ის ფირმის კომპაქტური Eurocat-C სისტემა, რომელიც შედგება მხოლოდ ორი სამუშაო სადგურისაგან, მაგრამ გააჩნია მოძრაობის მართვისა და კონტროლის სრული ფუნქციები. სისტემის ძირითადი დანიშნულებაა მისი, როგორც ავარიულ სისტემად გამოყენება თბილისის მისადგომებისათვის და აგრეთვე, როგორც ექსპერიმენტული პლათფორმა, რადარების Mode S რეჟიმის ფუნქციონირების შესაგასებლად.

ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი აღჭურვილია მიწის ზედა ელექტროკავშირის მოწყობილობებით. მიწის ზედა ელექტროკავშირს უზრუნველყოფს იტალიური კომპანია OTE–ს მიერ წარმოებული რადიოსადგურები და ინგლისურ კომპანია Jotron–ის მიერ წარმებული სარეზერვო რადიოსადგურები. E–1 მაგისტრალური არხით ხორციელდება კავშირი თბილისთან, ისრაელის წარმოების Megaplex RAD-2100 საშუალებით. ხმოვანი ინფორმაციის ჩაწერა/დოკუმენტირება ხორციელდება საწარმოო სერვერების მეშვეობით,  წარმოებელი ნორვეგიური კომპანია Ricochet–ის მიერ.

ქუთაისის კოშკურა აღჭურვილია მიწის ზედა ელექტროკავშირის მოწყობილობებით,  კერძოდ, ინგლისური კომპანია Jotron–ის მიერ წარმებული რადიოსადგურებით.  აგრეთვე ქუთაისის ტაუერი აღჭურვილია ჩეხური კომპანია ALES-ის წარმოების LETVIS-G  საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე ავტომატიზირებული სისტემით, რომლის დანიშნულება არის  კოშკურაზე  საჰაერო მეთვალყურეების სამუშაო პულტებზე რადიოლოკაციური, კავშირგაბმულობის და საფრენოსნო ინფორმაციის  მიწოდება. საჰაერო მეთვალყურეების პულტები აგრეთვე აღჭურვილია  ხმოვანი კავშირის სისტემა GAREX-ის სენსორული ეკრანებით.

ALES

2008 წლიდან „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ევროკონტროლის რამოდენიმე პროგრამაში,  მათ შორის ავტომატიზებული სისტემების უსაფრთხოების პროგრამა Safety Nets SPIN Sub-Group, რადარის მონაცემების პროგრამა SASS-C და რადარის Mode S რეჟიმის პროგრამა.

2009 წელს თბილისში გაიმართა ევროკონტროლის პირველი სემინარი თემაზე „უსაფრთხო ქსელები ავტომატიზირებულ სისტემებში“, სადაც „საქაერონავიგაციის“ წევრები უსაფრთხო ქსელების დომენში შეხვდნენ ევროკონტროლის ექსპერტებს და გაიარეს უსაფრთხო ქსელების ფუნქციონირების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ ყოველმხრივი ტრეინინგი.

METEO

2010 წლის სექტემბრიდან „საქაერონავიგაციის“ პასუხისმგებლობაში საავიაციო მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა შევიდა. ამ  სსამსახურის მიზანს შეადგენდა მეტეოროლოგიური პერსონალისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.  უწყვეტი და საიმედო მომსახურების მიზნით, 2010  წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დამონტაჟდა ფინური კომპანია Vaisala–ს ამინდზე დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემა  AviMet.  ყოველ სისტემას გააჩნია სენსორებისა და სამუშაო სადგურების საჭირო რაოდენობა. სისტემის დანიშნულება არის ამინდის მახასიათებლების აზომვებისა და მონაცემების დამუშავება, ამინდის მიმდინარე მდგომარეობაზე შეტყობინებების შექმნა და გავრცელება და პროგნოზირებისთვის ინფორმაციის მომზადება.  AviMet  სისტემასთან ერთად თბილისის აეროპორტში ფუნქციონირებს მიმდინარე ამონდის სამაუწყებლო ავტომატიზირებული სისტემა ATIS. 2012 წელს ქუთაისის აეროდრომიც აღჭურვილი იქნა  ჰოლანდიური კომპანია TELVENT-ის წარმოების  თანამედროვე ამინდზე დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემით.

მიმდინარე საქმიანობა მოიცავს პროექტებს, რომელიც უკავშირდება მეზობელ თურქეთთან OLDI–ის სისტემით კომუნიკაციას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s