რადიოცენტრი

რადიოცენტრი ნავიგაციასაჰაერო მოძრაობის მართვა შეუძლებელია რადიოკავშირის გარეშე, რომელიც წარმოადგენს „მიწა-ჰაერი“-ს ტიპის კავშირს ავიამეთვალყურესა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის, განხორციელებულს ულტრამოკლე ტალღოვან სპექტრულ დიაპაზონში. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ძირითადი საშუალება საჰაერო მოძრაობის მართვის დროს. გამომდინარე მისი პრიორიტეტულობიდან, შპს „საქაერონავიგაცია“ მუდმივად ზრუნავს მის სრულყოფასა და საიმედოობაზე.

2005 წლიდან  საქაერონავიგაციის რადიოპარკის 100%-ით გადაიარაღდა, ჩანაცვლდა  საბჭოთა წარმოების ტექნიკა ახლით. გადაიარაღების შედეგად მივიღეთ უფრო მოქნილი, მრავალ ფუნქციური საიმედო, ეკონომიური და პორტატული რადიოცენტრები აღმოსავლეთსა (ქვიშიანას მთა, ნიშნული 1100) და დასავლეთ საქართველოში (სენაკის აეროდრომის ტერიტორია).

რადიოსადგურები წარმოებულია იტალიაში, O.T.E. Communication-ის ბაზაზე. ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი და გამოიყენება ევროპის და აზიის წამყვანი ქვეყნების  საერნაოსნო მომსახურების ორგანიზაციების მიერაა აღიარებული.

რადიოცენტრებს ემსახურება კვალიფიცირებული საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომელიც   24-საათიის განმავლობაში ახორციელებს  ოპერატიულ კონტროლს და მომსახურებას.

უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი, ციფრული VoIP  ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უფრო მეტად დაცულს, მოქნილს და მარტივს გახდის რადიოსადგურების მართვის და კონტროლის ქსელს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s