კომერციული ავიაცია 100 წლისაა

2014 წლის 1 იანვარს კომერციული ავიაციის დაბადებიდან  100 წელი გავიდა. ყველაფერი ერთი მგზავრით დაიწყო, საუკუნის შემდეგ კი საავიაციო ინდუსტრია დღეში მილიონობით მგზავრს ითვლის. დღესათვის ავიაციას მსფლიოს ნებისმიერ კუთხეში პირდაპირი თუ ირიბი, დადებითი გავლენა აქვს.

აი ამის დამადასტურებელი სტატისტიკაც:

  • მსოფლიოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 8 მილიონი მგზავრი დაფრინავს. 2013 წელს მთლიანობაში მგზავრთა რაოდენობამ 3.1 მილიარდს მიაღწია. 2014 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 3.3 მილიარდამდე გაიზრდება.
  • საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით დღეში დაახლოებით 140 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება, რაც წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ტონაა.
  • ავიაციის წყალობით მსოფლიოში 57 მილიონი სამუშაო ადგილია შექმნილი. საავიაციო ინდუსტრია ქვეყანა რომ ყოფილიყო, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში მე-19 ადგილს დაიკავებდა.
  • წინასწარი მონაცემების მიხედვით, მსოფლიო ავიაკომპანიების ბრუნვა 2014 წლისთვის 743 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ნათელია, რომ უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ავიაციამ მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვალა. 1914 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საავიაციო ინდუსტრია ამდენად განვითარდებოდა. დღესდღეობით ავიაცია აკავშირებს კულტურებს, აღებს სავაჭრო ბაზრებს, ხელს უწყობს მსოფლიოს განვითარებას, ქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს.

კომერციული ავიაციის 100 წლის იუბილე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ინიციატივით, მთელი 2014 წლის განმავლობაში აღინიშნება.

http://www.flying100years.com

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s