გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და საქართველოს გაწევრიანებას ევროკონტროლში!

 

შპს “საქაერონავიგაცია” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და საქართველოს გაწევრიანებას ევროკონტროლში!

2014 წლის პირველი იანვრიდან ჩვენი ქვეყანა ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) რიგით მე-40 წევრი ოფიციალურად გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, ხომ საქაერონავიგაცია ახლა უკვე ევროპასთან ერთად იზრუნებს თქვენი ფრენის უსაფრთხოებაზე საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ევროკონტროლი საქართველო

ევროკონტროლი მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის შემადგენლობაში დღეისათვის 39 სახემწლიფო შედის. ორგანიზაციის მისიაა საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ჰარმონიზაცია და ინტეგრაცია ევროპაში უსაფრთხო, დაცული, მოწესრიგებული, სწრაფი და ეკონომიური საჰაერო მოძრაობისათვის დანერგვის მიზნით, თანაც ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავიაციის გავლენა გარემოზე.

eurocontrol-members- GEORGIA

ევროპის სააენაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს სანავიგაციო სისტემების ინტეგრაციას ევროპის სააერნაოსნო სისტემებთან, ფრენების უსაფრთხოების ამაღლებას საქართველოს ტერიტორიაზე, სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტთა მუდმივ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და „ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებას.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s