საქართველოს საჰაერო ნავიგაცია 2013 წელს

2013 წელი საქართველოს საჰაერო ნავიგაციისათვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მოვლენები და ცვლილებები, რომლებიც წელს განხორციელდა უმნიშვნელოვანესია, არამხოლოდ ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიისათვის, არამედ ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

გთავაზობთ შპს „საქაერონავიგაციის“ უშუალო მონაწილეობით, 2013 წელს  განხორციელებულ რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენას:

  • ICAO-ს აუდიტი

იკაოს აუდიტიICAO-ს აუდიტი 2013 წლის 21-29 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მის მიზანს საქართველოს საავიაციო სისტემის შემოწმება წარმოადგენდა.

ICAO-ს ექსპერტებმა წარმოადგინეს შემოწმების წინასწარი შედეგები. ხაზი გაესვა იმ დიდ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლევანდელი აუდიტის შედეგები, 2007 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგებთან შედარებით  2-ჯერ გაუმჯობესდა.

საქართველო ICAO-ს საბოლოო ანგარიშს 2014 წლის დასაწყისში ელოდება, რის საფუძველზეც განაგრძობს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას და რეკომენდაციების გათვალისწინებას.

  • შპს „საქაერონავიგაციის“ მასპინძლობით ჩატარებული შეხვედრები

 2013 წლის 4 აპრილს საქაერონავიგაციას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრენ  IANS-ის (საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ინსტიტუტი)  დირექტორი ბატონი ალექს ვანდელსი და ევროკონტროლის ტრეინინგების განვითარებისა და უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ბატონი რიკ დერმონტი.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ პრეზენტაციის სახით გააცნო სტუმრებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და საქაერონავიგაციის მიღწევები, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნოლოგიები, ორგანიზაციაში მომუშავე კადრების კვალიფიკაცია და ზოგადად, ქვეყანაში არსებული საავიაციო სფეროს მდგომარეობა. IANS-ის წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის ტრეინინგები და პროგრამები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობენ პროფესიონალიზმის მუდმივ განვითარებას საჰაერო მართვის სფეროში.

საქაერონავიგაცია 2013

გარდა ამისა, 24-25 აპრილს შპს „საქაერონავიგაციამ“ სამოქალაქო ავიაციის სანავიგაციო მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) წევრ სახელმწიფოთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა პრიორიტეტები და დაიგეგმა შესაბამისი სახელმძღვანოლოს  გამოცემა, რაც ხელს შეუწყობს ხარისიხის ზრდას სანავიგაციო მომსახურების სფეროში.

  • სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურმა ISO 9001:2008 სერთიფიკატი მიიღო

2013 წლის 4-7 ივლისს შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე სასერთიფიკაციო აუდიტი ჩატარდა. აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, არც ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ იქნა აღმოჩენილი და სამსახურს შესაბამისი სერთიფიკატი მიენიჭა.

  • ევროკონტროლის გენერალური დირექტორის, ფრენკ ბრენერის ვიზიტი საქართველოში

გოჩა მეზვრიშვილი, ნატო ასლამაძე, გიორგი ედიშერაშვილი, ფრენკ ბრენერი, ლევან გურგენიძე, სოფო ტურაბელიძე, ირაკლი დავითაძე2013 წლის 8 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალური დირექტორი ფრენკ ბრენერი. ბატონმა ბრენერმა შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან,  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შპს ,,საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელობასთან. სამუშაო შეხვედრისას განიხილეს საქართველოს EUROCONTROL-ში გაწევრიანების საკითხები და  სამოქალაქო ავიაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

  • ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი და სანავიგაციო ოფისი ოფიციალურად გაიხსნა

2013 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი და სანავიგაციო ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ესწერებოდნენ შპს საქაერონავიგაციის დირექტორი, ბატონი გოჩა მეზვრიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გაერთიანებული აეროპორტების დირექტორები, ICAO-სა და EUROCONTROL-ის წარმომადგენლები.
ნათია მიქელაძე, გოჩა მეზვრიშვილი, ქეთა ზუმბულიძექუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და სანავიგაციო ოფისის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის. ახალი ოფისი და სამეთვალყურეო კოშკურა თანამედროვე, 21–ე საუკუნის შესაბამისი ტექნოლოგიებითაა აღიჭურვილი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და ასევე, უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეს.

  • ICAO-ს ევროატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში

17-19 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროატლანტიკური ბიუროს რეგიონული დირექტორი ბატონი ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდა.

გოჩა მეზვრიშვილი, icao

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლუიშ ფონსეკა დე ალმეიდამ  შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან,  შპს „საქაერონავიგაციისა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორებთან. ბატონმა ალმეიდამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში ძლიერი საავიაციო ხელისუფლების არსებობა, რომელიც მსოფლიო საავიაციო საზოგადოებისათვის უსაფრთხო საავიაციო სისტემის გარანტს წარმოადგენს.

  • ქალაქ ბრიუსელში საქართველოს EUROCONTROL-ში გაწევრიანების ცერემონია გაიმართა

3 დეკემბერს ბრიუსელში, საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ევროკონტროლის გენერალურმა დირექტორმა ფრენკ ბრენერმა და ნათია მიქელაძემ ხელი მოაწერეს საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანების დოკუმენტს და ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

გოჩა მეზვირშვილი, ზვიად აბესაძე, გიორგი ედიშერაშვილი

აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შედეგად, ქვეყანა საჰაერო მიმოსვლის მართვის ევროპულ ქსელში ჩაერთვება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს სანავიგაციო სისტემების ინტეგრაციას ევროპის სააერნაოსნო სისტემებში, ფრენების უსაფრთხოების დონის ამაღლებას საქართველოს ტერიტორიაზე, სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტთა მუდმივ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას და საქართველოს მიერ „ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.

2014 წლიდან საქართველო ევროკონტროლის რიგით მე-40 წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება.

  • თბილისში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრა  (ATMGE/18) გაიმართა

2013 წლის 10 დეკემბრიდან 13 დეკემბრის  ჩათვლით,  შპს “საქაერონავიგაციის” მასპინძლობით  თბილისში  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრა  (ATMGE/18) გაიმართა.

საჰაერო მიმოსვლის მართვის ჯგუფის შეხვედრა

სემინარს  ცამეტი ქვეყნის ოცამდე წარმომადგენელი დაესწრო (მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, უკრაინა, ბელგია, სომხეთი, ბულგარეთი, ლატვია, ბელორუსია, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ყირგიზეთი და საქართველო). შეხვედრაზე განიხილული იქნა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების, გლობალური სისტემების/მონაცემთა ბაზის  ურთიერთმოქმედებისა და რეგიონალური განვითარების გეგმის პრიორიტეტებისა და მიზნების საკითხები. მონაწილეები ასევე გაეცნენ ახალ სტანდარტებსა და გაუზიარეს ერთმანეთს  საკუთარი გამოცდილება.

სემინარის თავმჯდომარე ICAO-ს რეგიონალური ოფიცერი საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხებში ბატონი სვენ ჰოლი გახლდათ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s