შუქ-ტექნიკური სისტემები საქართველოს აეროპორტების ტერიტორიაზე

ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოუდგენელია უმაღლესი სტანდარტის შუქ-სასიგნალო სისტემების გარეშე.  შპს „საქაერონავიგაციამ“ საქართველოს მოქმედი აეროპორტებისათვის შეიძინა და დაამონტაჟა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის შუქ-ტექნიკური საშუალებები.

ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის შუქ-ტექნიკის აღდგენა და რეაბილიტაცია 2007 წელს განხორციელდა. იტალიური კომპანია „O.C.E.M” -ის მიერ წარმოებული შუქ-სასიგნალო სისტემით. კომპანია „O.C.E.M“ 1943 წლიდან არსებობს და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში უზრუნველყოფს აეროდრომების აღჭურვას თანამედროვე შუქ-ტექნიკური სისტემებით. იტალიური კომპანიის წარმოებული სანათები და მოწყობილობები სრულიად შეესაბამება ICAO-ს სტანდარტებს.

თბილისის აეროპორტი

რაც შეეხება ქ.ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, აქ გამოყენებული შუქ-ტექნიკა და დამატებითი მოწყობილობები „საქაერონავიგაციამ“ ჩეხური კომპანია „AFL IMPEX” –გან შეიძინა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ამარაგებს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის განათებითა და სხვა ნავიგაციისათვის საჭირო საშუალებებით.

ბათუმის აეროპორტი

მესტიის აეროპორტი ბრიტანული კომპანია “MAL”-ის წარმოებული მობილური ტიპის შუქ-ტექნიკითაა აღჭურვილი. აქვეა დამონტაჟებული გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სანათები – PAPI.

ქ. ქუთაისის, კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემა კი “OMNIO INTERACTIVE” –ის  მიერაა მოწოდებული და დამონტაჟებული.

ქუთაისის აეროპორტი

კოპიტნარის აეროპორტი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s