საქართველო ევროკონტროლის მე–40 წევრი ქვეყანა გახდა

3 დეკემბერს ბრიუსელში, საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ჯალაღონია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ევროკონტროლი

ევროკონტროლის გენერალურმა დირექტორმა ფრენკ ბრენერმა და ნათია მიქელაძემ ხელი მოაწერეს საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანების დოკუმენტს და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ნათია მიქელაძე
ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე საქაერონავიგაციამ ევროკონტროლის მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნის შეასრულა. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ბოლო ფაზა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სანავიგაციო სისტემების ინტეგრაციას ევროკონტროლის სანავიგაციო სისტემებთან, სექტემბერში წარმატებით დასრულდა და ევროკონტროლის მიერ აღიარებულმა ორგანიზაციებმა საქაერონავიგაციას და მასში შემავალ ყველა სამსახურს საერთაშორისო სერთიფიკატები მისცეს.

eurocontrol

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია ევროკონტროლი მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის შემადგენლობაში დღეისათვის 39 სახემწლიფო შედის.

ევროკონტროლის მისიაა საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ჰარმონიზაცია და ინტეგრაცია ევროპაში უსაფრთხო, დაცული, მოწესრიგებული, სწრაფი და ეკონომიური საჰაერო მოძრაობისათვის დანერგვის მიზნით, თანაც ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავიაციის გავლენა გარემოზე.

eurocontrol

ევროკონტროლის როლი ევროპაში უნიკალურია, რადგან, ის ერთადერთი ორგანიზაციაა,  სადაც ევროკავშირისა და სხვა სახელწიფოები ერთად განიხილავენ  ერთიანი ევროპული ცის იმპლიმენტაციის საკითხს.

ორგანიზაციის ცოდნა, გამოცდილება და რესურსები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა:

  • სააერნაოსნო ინფორმაციის მართვა
  • საჰაერო სივრცის მართვა და ორგანიზება
  • საჰაერო მიმოსვლის ნაკადების და სიმჭიდროვის მართვა
  • ეკონომიკური და ბიზნეს ქეისები.
  • საჰაერო მიმოსვლის მართვის ტრეინინგი
  • სამოქალაქო და სამხედრო საჰაერო მიმოსვლის მართვის კოორდინაცია
  • კომუნიკაცია, ნავიგაცია და მეთვალყურეობა
  • ავიაციის გავლენა გარემოზე
  • ადამიანის ქცევა საჰაერო სივრცის მართვაში
  • უსაფრთხოება
  • სიმულაცია
  • სტატისტიკა და პროგნოზები.

ევროკონტროლში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს სანავიგაციო სისტემების ინტეგრაციას ევროპის სააერნაოსნო სისტემებთან, ფრენების უსაფრთხოების ამაღლებას საქართველოს ტერიტორიაზე, სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტთა მუდმივ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და „ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებას.

საქართველო ევროკონტროლის მე–40 წევრი გახდა.

საქართველო ევროკონტროლის წევრია

Georgia is a member state of EUROCONTROL

Georgia Eurocontrol

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s