ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნა

საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის მართვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დღემდე საქაერონავიგაციის კუთვნილი მობილური სამეთვალყურეო კოშკიდან ხორციელდებოდა. 19 ნოემბრიდან კი  თვითმფრინავების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ტაუერიდან მოხდება. ავიამეთვალყურეები ახლა უფრო კომფორტული გარემოდან შეძლებენ საჰაერო მიმოსვლის მართვას. ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფრენების უსაფრთხოების დონე საქართველოში და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის.

ქუთაისის ტაუერი

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი, მობილური ტაუერი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი სამეთვალყურეო კოშკურა  თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. ახალი ციფრული რადიოსადგური უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ორმხრივ კავშირს ჰაერსა და ხმელეთს შორის, რაც საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული თვითმფრინავებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო ცის გარანტი იქნება. აღნიშნული მოდერნიზაცია დაიგეგმა და განხორციელდა ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნების მიზნით, ვინაიდან მომავალში ნავარაუდებია (პროგნოზის მიხედვით) ფრენების რაოდენობის მატება. ამ ეტაპზე სამეთვალყურეო პუნქტი და ყველა ტექნიური საშუალება მზად არის, მოემსახუროს ნებისმიერ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ავიაკომპანიებს უსაფრთხო ფრენის განხორციელებაში. ასევე იგეგმება ქუთაისში საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის მოწყობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის დაკარგის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), საქაერონავიგაციამ შეყოვნების გარეშე გააგრძელოს გადამფრენი საჰაერო ხომალდების მომსახურება.

ქუთაისი

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი

ეს პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან თავისი ადგილმდებარეობითა და კლიმატური თვისებებით, იგი იდეალური სარეზერვო აეროპორტია არა მარტო თბილისისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის სანავიგაციო კოშკურა, სატრანზიტო დერეფანის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდება.

ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი

ქუთაისის ტაუერისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2012 წლის მარტში დაიწყო. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2013 წლის თებერვლის თვიდან ინტენსიურად განახლდა და გეგმის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოს დასრულდა.უცხოელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული ტაუერი უნიკალურია  თავისი დიზაინით, ფუნქციით, განათების სისტემით, უახლესი ტექნოლოგიებით, გათბობისა და კონდიცირების ეკოსისტემით. ქუთაისის ტაუერი თავისი სიმაღლითა და ორიგინალური დიზაინით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ სამეთვალყურეო კოშკურების ხუთეულშია შესული.სტუმრებისთვის ქვეყანა აეროპორტებითა და სანავიგაციო კოშკებით იწყება, ის ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ამიტომ ქუთაისის ტაუერი ძირითადი ფუნქციის გარდა, ამ დატვირთვითაც  მნიშვნელოვანია.  ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტი ჰოლანდიურ კომპანია “UNStudio“– ს ეკუთვნის, მათ მშენებლობასა და მოპირკეთებაზე კი რამდენიმე ქართული სამშენებლო კომპანია მუშაობდა.

ქუთაისი

ორიგინალურია ტაუერის  ფასადის დეკორატიული განათების სისტემაც, რომელიც დაკომპლექტებულია ლედ სანათებით. მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად და რამდენიმე სამუშო რეჟიმი აქვს, შესაძლებელია ინდივიდუალური კონფიგურაციის პროგრამით უზრუნველყოფაც. ტაუერი დატვირთვის მიხედვით იცვლის ფერებს. ტაუერის განათების პროექტი, ქარის სენსორული რეჟიმი, ლედ სანათები და მართვის პულტი იტალიურ კომპანია „პრიმო ექსპოსურეს“ ეკუთვნის, ოფისის განათება კი – ესპანურ კომპანია „კობრას“. სამონტაჟო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანიამ შეასრულა.

ქუთაისი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s